კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცნობილი გამონათქვამია, არცოდნა არცოდვააო, რატომ ეთვლება ადამიანს უცოდინრობით ჩადენილი საქციელი ცოდვად?

პასუხი: იმიტომ, რომ ადამიანი ვალდებულია იცოდეს, რადგან მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, თუმცა არ ცდილობს, დაეუფლოს მას და არცოდნით იმართლებს თავს. ამგვარი საქციელით ადამიანი ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. ხშირად ადამიანები იმით უფრო ინტერესდებიან, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო ის, რაც მათი ცხოვრების არსია, ღმერთი და რწმენა არ აღელვებთ. ეს ძალიან ცუდია. აუცილებლად მოინანიეთ არცოდნით ჩადენილი ცოდვები.

კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად ოჯახის შექმნა მშობლების დაუკითხავად, მათი ნების გარეშე?

პასუხი: მშობლების თანხმობის გარეშე ოჯახის შექმნით ახალშეუღლებულები მათი კურთხევის მადლს მოაკლდებიან. რუის-ურბნისის კრების განჩინებით ადამიანს არ ჰქონდა მშობლების დაუკითხავად შეუღლების უფლება.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია უკანონოდ შობილ ბავშვებს?

პასუხი: ბავშვი ოფიციალური ქორწინების შედეგად არის გაჩენილი თუ არა, ამას ეკლესიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყოველი ადამიანი ფასდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ზნეობრივი ღირსებითა და ჩადენილი საქმეებით.

კითხვა: ცოდვად ეთვლება თუ არა ადამიანს სხვის ცოდვაზე ლაპარაკი?

პასუხი: სხვის ცოდვებზე ლაპარაკი ქრისტიანისთვის მიზანშეწონილი არ არის. თუ მოძმის ცოდვებს დაფარავ, უფალიც დაფარავს შენს ცოდვებს.

скачать dle 11.3