კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

მამა-მეფე

ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე, ღირსი არსენი დიდი, როგორც ბრძენი და ღვთისმოსავი ადამიანი, მეფე თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში იხმო და არკადისა და ონორეს მასწავლებლად დაადგინა. ღირსი მამა ბუნებით მოკრძალებული იყო და პატივს მიაგებდა მათ, როგორც მეფის შვილებს. იგი მათ გაკვეთილებს ყოველთვის ფეხზე მდგომი უხსნიდა, მაშინ, როდესაც მოწაფეები რბილ და მდიდრულ სავარძლებში ისხდნენ. ერთხელ თეოდოსი მათთან მოულოდნელად მივიდა. როდესაც დაინახა, რომ არკადი და ონორე ისხდნენ, ხოლო არსენი მათ წინაშე ფეხზე იდგა, გაბრაზდა და უთხრა მათ:

– განა ასე  დაგარიგეთ? განა თავიდანვე არ გითხარი, რომ შენ, როგორც მეორე მამას, საკუთარ შვილებად მიგეღო ისინი და არა მეფის შვილებად?

– ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, – მოკრძალებით უპასუხა არსენი დიდმა, – ყმაწვილებმა უნდა ისწავლონ, მეფისწულებს კი სამეფო პატივი ეკუთვნით...

თეოდოსი კიდევ უფრო უკმაყოფილო დარჩა ღირსი არსენის პასუხით, დაუყოვნებლივ მოხსნა ბავშვებს სამეფო ნიშნები, მასწავლებლის სურვილის წინააღმდეგ დასვა იგი, ხოლო მოსწავლეებს უბრძანა, მის წინაშე ფეხზე მდგარიყვნენ...

– თუ ღვთის შიშს ისწავლიან, თქვა მან გასვლისას, – და ხალხის მეფობის ღირსნი გახდებიან, მაშინ ზეცა უბოძებს მათ მიწიერ მეფობას, ხოლო თუ ამპარტავანნი და ბოროტნი გაიზრდებიან, მაშინ, უმჯობესია, სულ არ იმეფონ, ვიდრე უგუნური მეფენი იყვნენ. ვევედრები ღმერთს, რომ უმჯობესია, ჩემი შვილები ყრმობაშივე გარდაიცვალონ, ვიდრე საკუთარი სულის დასაღუპად და ხალხის საუბედუროდ გაიზარდონ.

ღირსმა არსენიმ გულში დალოცა თეოდოსი და იმ დროიდან გაკვეთილების დროს იჯდა, მეფისწულები კი მის წინაშე იდგნენ.

უეჭველია, საკუთარი შვილებისთვის სიკეთე არ სურს იმ მამას, რომელიც თუნდაც სულ მცირეოდენ საბაბს აძლევს მათ, რათა საკუთარი სიმდიდრითა და სახელით იამაყონ.

 

ჭეშმარიტი მეუდაბნოე

ერთმა რომაელმა დიდებულმა, ღირსი არსენის ახლო ნათესავმა, სიკვდილის წინ მას უზარმაზარი სიმდიდრე დაუტოვა. როდესაც მოსაგრემ ანდერძი მიიღო და წაიკითხა, მისი დახევა სურდა, მაგრამ მსახური, რომელმაც ის მიუტანა, ფეხებში ჩაუვარდა და ევედრებოდა, ეს არ გაეკეთებინა; წინააღმდეგ შემთხვევაში მსახურს მკაცრად მოეკითხებოდა. მაშინ ღირსმა არსენიმ უკან დაუბრუნა მას თავისი ნათესავის ანდერძი და უთხრა:

– მე მასზე წინ მოვკვდი (ბერობა სიკვდილია ამა სოფლისათვის); როგორ შეუძლია ახლახან გარდაცვლილს თავის მემკვიდრედ დამადგინოს მე, მკვდარი; გადაეცი უკან ეს ქაღალდი იმას, ვინც გამოგატანა.

აი, მაგალითი მაღალსულიერი მეუდაბნოისა! ვინც საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს მიუძღვნა, მას სიმდიდრე არ სჭირდება.

 

скачать dle 11.3