კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ჯარის მეგობრებმა და ვის ეძებენ რუსეთიდან ორჯონიკიძეში

45 წლის ალიკ მუსას ძე ტოვსტულტანოვი ეძებს 44 წლის ზაზა მუმლაძეს.

ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს – 44 წლის ზაზა მუმლაძეს. მე და ზაზამ ერთმანეთი ჯარში მსახურობის დროს გავიცანით. მაშინვე დავახლოვდით და ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. სამწუხაროდ, ზაზა სამშობლოში დაბრუნებისთანავე დავკარგე. მაქვს ერთად გადაღებული ფოტო. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი მეგობარი.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ გაიცანით მეგობრებმა ერთმანეთი?

– 1987-1988 წლებში მე და ზაზა როსტოვის მხარის ქალაქ ბატაისკში ვმსახურობდით. ჩვენი სამხედრო ნაწილი გახლდათ ¹42079. ორივე ფრენის უზრუნველყოფის ბატალიონში მოვხვდით. ზაზა ძალიან კარგი პიროვნებაა და ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით. ჯარის სამსახურის დასრულება ზაზაზე ერთი წლით ადრე მომიწია. ჩემს მერე ზაზა კიდევ ერთი წელი მსახურობდა. შემდეგ ის თავის საშმობლოში დაბრუნდა. მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ის ჩემი ჯარის მეგობარია და მისი მოძებნა ძალიან მინდა. თავად მე, ჩეჩნეთში ვცხოვრობ, ზაზა კი რამდენადაც ვიცი, ორჯონიკიძიდან იყო. დამოუკიდებლად მისი მოძებნა ვერ მოვახერხე და თქვენ ამიტომაც დაგიკავშირდით.

– გარდა იმისა, რომ თქვენი მეგობარი ორჯონიკიძიდან იყო, კიდევ რა იცით მის შესახებ?

– ვიცი, რომ ზაზა კახელია. ცხოვროდა ორჯონიკიძეში (ყოველ შემთხვევაში, მაშინ იქ ცხოვრობდა). სხვა ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს. გიგზავნით ფოტოს, რომელზეც მე და ზაზა ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით. ძალიან მინდა, მასთან ურთიერთობის აღდგენა. მაინტერესებს, როგორ ააწყო ცხოვრება. საერთოდ, როგორია, რას საქმიანობს და ასე შემდეგ. იმ დროს ჯარში ბევრმა შეიძინა ნამდვილი მეგობარი და მე მიმაჩნია, რომ ჩემი და ზაზას მეგობრობაც ნამდვილი იყო. დარწმუნებული ვარ, მასაც ვახსოვარ და არანაკლებ აინტერესებს ჩემი ამბები.

– როგორ ფიქრობთ, ზაზაც ხომ არ გეძებთ?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ისიც ვერ მიპოვის. არც ჩემი მისამართი იცის და არც სხვა რამე საკონტაქტო. ჯარში სამსახურის შემდეგ დიდი დროა გასული, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ის პერიოდი. ჩემთვის, პირადად, მისი მოძებნა და კავშირის ადღგენა, დიდი ბედნიერება იქნებოდა.

– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს.

– მთელი ეს წლები მისი პოვნა მინდოდა, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ბოლოს გადავწყვიტე, სამძებრო საიტზე გამეთავსებინა განცხადება ზაზას მოსაძებნად. იქ კი, თქვენთან დაკავშირება მირჩიეს. დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემს ისტორიას გამოეხმაურეთ და მეგობრის მოძებნის საკითხში მეხმარებით.

– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას?

– ძალიან მინდა, ზაზას ნახვა, მთავარია, ის ვიპოვო და ვფიქრობ, რამეს მოვახერხებდით. ბუნებრივია, ჩემს მეგობარსაც თუ მოუნდება ჩემი ნახვა (იცინის). ისე, ზაზა ძალიან მეგობრული იყო და იმედია, ამჟამადაც ასეთივეა. ასაკი ორივეს მოგვემატა. ბუნებრივია, ის ფიზიკურადაც შეიცვლებოდა, მაგრამ მისი ფოტო მაქვს, რაც მაიმედებს. იქნებ, ფოტოთი მაინც იცნოს ვინმემ ან თავად წაიკითხოს თქვენი სტატია და გამომეხმაუროს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3