კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დებს ქალი თავის რეპუტაციასა და ოჯახურ კეთილდღეობას სასწორზე

ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე და სიურპრიზებსაც ხშირად გვთვავაზობს. არავინ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ხვალ ისეთ საქციელს არ ჩავიდენთ, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით, რომელზე ფიქრიც, შეიძლება, ამორალურად გვეჩვენებოდა. სხვისი განსჯა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ დანაშაულზე საუბარი. მით უმეტეს, თუ ამ დანაშაულს უამრავი არგუმენტით ამყარებ.

 შეიძლება, გრძნობა და ვნება მართლაც ახშობს გონებას, მაგრამ, არსებობს პასუხისმგებლობაც. თუმცა, გამართლება, ალბათ, ყველასი შეიძლება, მით უფრო იმის, ვისაც აქვს სინდისის ქენჯნის განცდა...


მარიამი (31 წლის): ყოველთვის მესმოდა და მეც ვეთანხმებოდი, რომ არ შეიძლება, სხვის უბედურებაზე ააგო საკუთარი ბედნიერება – ვერ გამოვა ეს ბედნიერება. რამდენჯერ გვილაპარაკია მე და ჩემს დაქალებს ამ ყველაფერზე. მაგრამ, ლაპარაკი ერთია, ცხოვრება და რეალობა – მეორე. სამწუხაროდ, მე დამემართა ის, რის გამოც ბევრი განმისჯია და ახლა ძალიან ვნანობ ამას.

– საკუთარ საქციელს ნანობთ თუ იმას, რომ სხვა განსაჯეთ?

– ერთსაც და მეორესაც. არ ვამბობ, რომ მოულოდნელად დამეცა თავზე ეს ყველაფერი და ვერ გავიგე, რა როგორ მოხდა. საკუთარ უბედურებას თუ ბედნიერებას მეც ძალიან შევუწყვე ხელი. რომ გავჩერებულიყავი და არ ავყოლოდი ამ სახიფათო თამაშს, დღეს ყველაფერი ძველებურად, სტაბილურად და ჭარბი ემოციების გარეშე იქნებოდა. ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, მაგრამ ამას უკვე აღარაფერი ეშველება. თქვენთან საუბრით შევეცდები, ავუხსნა იმ ადამიანებს, ვისაც ტკივილი მივაყენე, რომ არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. ყველაზე ნაკლებად ვინმეს დაზარალება და წყენინება მინდოდა. იცით, როგორი ურთიერთობა მქონდა ქმართან?! – სრულ და აბსოლუტურ ნდობაზე დაფუძნებული. ის მე მეუბნებოდა ყველაფერს, მე – მას. ჰარმონია იყო ჩვენს ურთიერთობასა და ყოველდღიურობაში. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამას რამე შეცვლიდა და აურევდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ საღამოს ჩემი ქმრის ახლობლისგან მესიჯი მივიღე. სამზარეულოში რაღაცას ვაკეთებდი და მობილური ჩემმა ქმარმა თვითონ შემომიტანა. ნახე, ერთი, ვინ მწერს-მეთქი, – ვუთხარი. მართლა არავისგან ველოდი მესიჯს, მით უმეტეს – ფლირტის შინაარსის. ამიტომ, ცოტა შევშფოთდი, როცა ჩემი ქმრის სახეს შევხედე. რა იყო-მეთქი, რომ ვკითხე, მან მდუმარედ გამომიწოდა ტელეფონი. „შენ ისეთი მომხიბვლელი ხარ, შეუძლებელი იყო, გულგრილი დავრჩენილიყავი!“ – გამეცინა და ჩემს ქმარს ვუთხარი: დიდი უტიფარი და თავხედი ვინმეა ეს შენი მეგობარი-მეთქი. ვიგრძენი, რომ მოეწონე, სხვანაირად გიყურებდა. ახლა დავურეკავ და მაგრად ვაგინებო. ბევრი ველაპარაკე, რომ ამ განზრახვაზე ხელი აეღო. მე მივწერ ისეთ რამეს, მეორედ ვეღარც სხვანაირად შემომხედავს და აღარც აღარაფერს მომწერს-მეთქი. თან, ვიცოდი, რომ იმას ცოლიც ჰყავდა და ოჯახი ჰქონდა.

– ანუ, საერთოდ არანაირი ემოცია არ გქონიათ, გარდა ბრაზისა?

– ვერ მოგატყუებთ. როგორც ყველა ქალს, მეც სასიამოვნოდ ამიჩქარდა გული. ვის არ მოეწონება ის, რომ საპირისპირო სქესისთვის საინტერესო და სასურველია. გათხოვილი ხარ თუ გაუთხოვარი, ეს მაინც ერთნაირად გსიამოვნებს. მე თუ მკითხავთ, გათხოვილებს კიდევ უფრო მეტადაც.

– მაშინაც კი, ქმარი რომ გიყვარს?

– მაშინაც კი და, დამეთანხმეთ, რომ ასეა. გულწრფელად გეუბნებით, არც მიფიქრია, რომ ჩვენ შორის რომანი დაიწყებოდა. ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. მშრალი და ცივი პასუხი მივწერე. მეორე დღეს ისევ მომწერა. არ ველოდი, სიმართლეს ვამბობ. დავუმალე ქმარს ეს ამბავი, რადგან, შემეშინდა, რამე საშინელება არ მომხდარიყო.

– რა საშინელება?

– მაგალითად, ჩემი ქმარი არ მივარდნოდა, არ ეცემა, არ ეჩხუბა და კიდევ უფრო მძიმე შედეგი არ მოჰყოლოდა ამას. ისევ მშრალი პასუხი მივწერე, ისევ მომწერა და... მოკლედ, ვერც მივხვდი, როდის გადამექცა მოთხოვნილებად მასთან ესემესსაუბარი.

 ვერ ხვდებოდით, სადამდე შეიძლებოდა, მისულიყო ეს ამბავი?

– როგორ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ... თავიდან სინდისს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობა იყო, რომელიც სიხარულით მავსებდა და ცხოვრებას მიხალისებდა... მერე მოხდა ის, რომ მისმა ცოლმა ნახა ჩემი მესიჯი და ჩემს ქმარს დაურეკა. საშინელი სკანდალი იყო ჩემთანაც და იმასთანაც. ქმარი გადამერია, გაგიჟდა. მობილური დამიმტვრია, სოციალური ქსელები დამიბლოკა. ერთი სიტყვით, ცრემლებიც არ დამკლებია. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამ ამბავს დავამთავრებდი. იმასაც შევატყობინე, დამივიწყე-მეთქი. არ გამოგვივიდა. ხან მე მჭირდა „აფეთქება“, ხან იმას და ლოგიკურ შედეგამდეც მივედით – ერთ საწოლში აღმოვჩნდით. ეს უკვე აღარ იყო რომანტიკული და პლატონური ურთიერთობა. მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ასეთი რომანი, ასეთი ვნება არ მქონია. ჩემში სხვა ქალმა გაიღვიძა. თურმე, სულ სხვანაირი ვყოფილვარ, სხვანაირი გრძნობებით და ემოციებით. გადავრიეთ ერთმანეთი და მე ამ კაცზე უარის თქმა უკვე აღარ შემეძლო.

– შეგიყვარდათ?

– ეს სიყვარულზე გაცილებით მეტი იყო. ჩემი ქმარიც მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ, მასთან ასეთი თავდავიწყება არასდროს მქონია. არ იფიქროთ, რომ ჩემს ქმარს სუსტად წარმოვაჩენ ან მისი სისუსტით მანიპულირებას ვცდილობდი.

– რას გულისხმობთ სისუსტეში?

– იმას, რომ არაფრით არ უნდოდა ჩემთან განშორება. მე კი სკანდალებში, ცრემლებში და ტყუილში ცხოვრება აღარ მინდოდა. ვეღარ გავაგრძელებდი ჩემი ქმრის გვერდით ცხოვრებას და წამოვედი მისგან. რისკი იმისა, რომ ბავშვს წამართმევდა, ძალიან დიდი იყო, მაგრამ, წავედი ამ რისკზე. ჩემი რეპუტაციაც სასწორზე დავდე და ოჯახიც დავანგრიე.

– ვნების გამო?

– რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ, იმ მომენტში მე ამით ვცხოვრობდი, ჰაერი და ჟანგბადი იყო ჩემთვის. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ვერ მოვერიე საკუთარ თავს, ვერაფრით ვაჯობე. ჩემი საყვარლის ცოლი საშინლად მლანძღავდა ყველა საშუალებით და ყველანაირად. მესმოდა მისი და ვდუმდი. ის არ წამოსულა ცოლისგან. იყო ოჯახში და ვერ აკეთებდა საბოლოო არჩევანს. მიდიოდა ჩემგან და ისევ ბრუნდებოდა სიტყვებით: შენ გარეშე არ შემიძლიაო.

– ცოლმა იცოდა ეს ყველაფერი და პატიობდა?

– დიახ. ის იბრძოდა თავისი ოჯახისთვის, თავისი სიყვარულისთვის... თუმცა, მე ეს არ მესმის და არც არასდროს მესმოდა. სიყვარული ან არის, ან არ არის. მისთვის როგორ უნდა იბრძოლო?

– რატომ? თქვენ ხომ თქვით, რომ თქვენი ქმარიც ცდილობდა, როგორმე დაებრუნებინეთ. ესეც ხომ იყო სიყვარულისთვის ბრძოლა?!

– არ ვიცი. შეიძლება, ეგოიზმი იყო ან რაღაც სხვა. შეიძლება, სიყვარულიც. ყველას ხომ სხვადასხვანაირი აღქმა აქვს ამ გრძნობის. მე ჩემს ქმარს არაფერს ვსაყვედურობ და არც არაფერს ვაბრალებ. არც იმის ცოლს... როგორ განვსაჯო მისი საქციელი, როცა მე დამნაშავე ვარ – ფაქტობრივად, ოჯახი დავუნგრიე.

– აღიარებთ ამას?

– რომ არ ვაღიარო, რეალობა შეიცვლება? ფაქტია, რომ მას და მის ქმარს შორის ჩავდექი. არ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ, მე თუ არა, სხვა იქნებოდა; რომ მესამე არ ანგრევს ოჯახს... როგორ არ ანგრევს. მოდიოდა ცოლისგან იმის მტკიცებით, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, ისევ გარბოდა...

– თქვენ არ გითქვამთ, რომ აუცილებლად უნდა წამოსულიყო ცოლისგან? არჩევნის წინაშე არ დაგიყენებიათ?

– არა. ერთი სიტყვაც არ დამცდენია ამ თემაზე. თვითონ დარბოდა წინ და უკან. ორი წელი ვცხოვრობდით ასე. აღარ მოვყვები, რა ლანძღვა-გინების ტალღა მოდიოდა მისი ცოლისგან. ესეც არ იყო ტრაგედია. მე ვიყავი ცუდ მდგომარეობაში – მენატრებოდა, ვებრძოდი საკუთარ თავს და ჩუმად ველოდი, როდის მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. მითხრა, ვერ ვიცხოვრებ შენ გარეშე. დაველაპარაკები ცოლს და მოვალ შენთან სამუდამოდო... წავიდა და სულ სხვა რამე მოხდა – სამი დღე დაიკარგა. მერე გამაოგნებელი მესიჯი მომწერა: ოჯახს ვერ დავანგრევ, პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი. მეგობრებად დავრჩეთო. მამაკაცები ქალებზე გაცილებით ლაჩრები ყოფილან. ამაში უკვე დავრწმუნდი.

– იმიტომ, რომ ცოლი არ მიატოვა?

– ამიტომ არა. მერე მოხდა რაღაც ისეთი, რაც კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო ჩემთვის – ოთხი თვე საერთოდ არ გამოჩენილა... ძალიან ცუდად ვიყავი. თითებს ვიჭამდი მონატრებისგან, მაგრამ, არც დამირეკავს და არც მესიჯი გამიგზავნია. გადავწყვიტე, ამომეშალა ჩემი გულიდან და მეხსიერებიდან. ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა. დეპრესიისა და ყველა ნერვული უჯრედის განადგურების ფასად დამიჯდა, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი... და, უცებ, ისევ გამოჩნდა, ნაცემი ძაღლივით მომადგა, აწკმუტუნებული: ვერ ვძლებ უშენოდო... რატომ არ შეგიძლია, ასე ვიყოთ. მე მივაღწევ იმას, რომ ჩემმა ცოლმა აღარ გლანძღოს. იმდენს მოვახერხებ, რომ ვერაფერს ვეღარ გაიგებს. ძალიან მჭირდებიო... იცით, რა დამემართა? მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული, ყველა უჯრედი მთხოვდა მასთან ყოფნას, მაინც გავაგდე. რატომ? – იმიტომ, რომ მივხვდი, ამას ბოლო არასოდეს ექნებოდა, ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდებოდა. მინდოდა, მისი სითბო, ალერსი... ყველაფერი მინდოდა, მაგრამ, აღარ შემეძლო ქურდის როლში ყოფნა. უცებ ჩემი თავიც ძალიან შემეცოდა და მისი ცოლიც. გადავწყვიტე, ჯობია, ეს არარაობა იმას დავუთმო და ისევ მე მოვერიო საკუთარ გრძნობას-მეთქი. ახლა მარტო ვარ, შვილთან ერთად და ნელ-ნელა ვუბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ხშირად მოდის ჩემთან ბავშვის გამო და სულ ცდილობს, როგორმე დამელაპარაკოს შერიგებაზე, მე თავს ვარიდებ. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, მრცხვენია მისი და ვერც წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ისევ ერთად ცხოვრება...

 

скачать dle 11.3