კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინა სანიტარმა სამი წლის წინ დაღუპული იური გაგარინი ფსიქიატრიულ კლინიკაში

79 წლის ოფელია ზახაროვა-კალაძე ყოფილი სანიტარია და ქალაქ ყაზანის ცნობილ ფსიქიატრიულ კლინიკაში 43 წელი იმუშავა. როგორც თავად აცხადებს, ეს საყოველთაოდ ცნობილი დაწესებულება ნამდვილი ცოდვის ბუდე იყო და მისი მედპერსონალის 90 პროცენტი სადისტი-მანიაკებისგან შედგებოდა. მისივე თქმით, კლინიკის, ეგრეთ წოდებულ, ელიტურ კორპუსში, სადაც საგანგებოდ იზოლირებული, საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები ჰყავდათ გამომწყვდეული, განსაკუთრებული განუკითხაობა სუფევდა. ყაზანის კლინიკის ფსიქიატრები გაუგონარ სისასტიკეს იჩენდნენ მათ მიმართ.

 

– როგორ მოხვდით ყაზანის ამ ცნობილ დაწესებულებაში სამუშაოდ?

– სრულიად შემთხვევით. ბავშვობიდან ბირთვის კვრაში ვვარჯიშობდი. 18 წლის ასაკში მხარის ტრავმა მივიღე და ჩემს სპორტულ კარიერას წერტილი დაესვა. სწავლისადმი მიდრეკილება მაინცდამაინც არ მქონია და შიმშილისგან რომ არ მოვმკვდარიყავი, სამუშაოს ძებნა დავიწყე. ერთხელ უპატრონო ბავშვთა სკოლის დირექტორი შემხვდა ქუჩაში. მე იმ დაწესებულების აღზრდილი ვიყავი და სავა ისმაილოვმა ჩემი გასაჭირი რომ გაიგო, მითხრა: ოფელია, ჯანღონით სავსე გოგონა ხარ, საგიჟეთში სანიტრები სჭირდებათ, ხელფასი ნორმალურია და თუ იმუშავებო. მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას მთავაზობდნენ და დავთანხმდი. იქ მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ სანიტრებს იღებდნენ სამუშაოდ. ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში სულ ნარჩევ-ნარჩევი სანიტრები ვმუშაობდით და უმეტესობა პიროვნული სიბრიყვით და სადიზმით გამოირჩეოდა. სტაციონარში რომ შევდიოდით, ავადმყოფები ისე გაისუსებოდნენ, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.

– თქვენ თუ გამოგიყენებიათ ფიზიკური ძალა პაციენტების მიმართ?

– რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ ვცდილობდი, არ გადამეჭარბებინა. სხვებისგან განსხვავებით, მე ავადმყოფები ცხოვრებაში არ დამიმცირებია და შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელსაც კი ვუწვდიდი. თუმცა, ასეთი რამ უმკაცრესად ისჯებოდა ადმინისტრაციის მხრიდან.

– რაში გამოიხატებოდა ავადმყოფების დამცირება მედპერსონალის მხრიდან?

– აბსოლუტურად ყველაფერში. სანიტრები მათ დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი სანიტარი, მეტსახელად „კამეჩი“, მათ დერეფანში დაამწკრივებდა და აიძულებდა, სხვადასხვა ცხოველისთვის მიებაძათ. კამეჩი მათ აშიშვლებდა და თითოეულ მათგანს საგანგებო ბრძანებას აძლევდა. ავადმყოფები იმ სადისტის ბრძანების შესრულებას რომ იწყებდნენ, კამეჩი გულიანად ხარხარებდა. ის განსაკუთრებულ სისასტიკეს ახალმოსულების მიმართ იჩენდა. ამას კი მორჯულების პროცესს უწოდებდა. ერთხელ, სტაციონარში ყოფილი მოჭიდავე, სპორტის ოსტატი მოიყვანეს, რომელიც ზედმეტი ვარჯიშის შედეგად შეიშალა. კამეჩმა თავიდანვე დაადგა თვალი და მისი მორჯულებაც გადაწყვიტა. თუმცა, ყოფილი მოჭიდავე ზედმეტად მშვიდი იყო და არავის არაფერს ვნებდა. დერეფანში დამწკრივებული ავადმყოფები კამეჩმა ააყეფა, ააყმუვლა, ააბღავლა და თვითონ ხარხარი დაიწყო. ერთი წყება რომ გაისტუმრა, მეორეს უხმო, რომელთა შორის ყოფილი მოჭიდავეც იყო. „გაშიშვლდი, წარმოიდგინე, რომ თაგვი ხარ და ხაფანგიდან ყველის ნაჭერის მოპარვა გინდა“, – უბრძანა კამეჩმა ყოფილ მოჭიდავეს, რომელიც უხმოდ, თავჩაღუნული იდგა. კამეჩმა ორჯერ გაუმეორა მას ბრძანება და რომ ვერაფერი გააგებინა, რკინის ხელკეტი გადააწნა ზურგზე. ყოფილმა მოჭიდავემ თავი ასწია და მოულოდნელად კისერში სწვდა კამეჩს. ჰაერში ასწია და იატაკზე ისე დაანარცხა, კამეჩს ფილტვები გაუსკდა და პირიდან სისხლი წამოუვიდა. სისხლმა ყოფილი მოჭიდავე ისე გაახელა, კამეჩის რკინის ხელკეტს დასწვდა, მომაკვდავ სანიტარს ორივე თვალის კაკალი ამოუგდო და გადაყლაპა. შემდეგ მთელი ძალით დაუწყო ცემა ხელკეტით და გველივით გაუჭეჭყა თავი. დანარჩენი სანიტრები და ავადმყოფები გაშეშებულები ვუყურებდით ამ სცენას და მიახლოებასაც ვერ ვბედავდით. როდესაც ყოფილმა მოჭიდავემ კამეჩს თავი დაანება, მან რკინის ხელკეტი გულზე მიიდო და გაიყარა... მაშველი ძალა რომ მოვიდა, ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო.

– როგორ რეაგირებდა ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე კლინიკის ადმინისტრაცია?

– ასეთი შემთხვევები სულაც არ ითვლებოდა იქ განსაკუთრებულად. მსგავსი რამ იქ თითქმის ყოველკვირეულად ხდებოდა. კლინიკის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ელიტური კორპუსის უკან, სასაფლაო იყო და ჩამოწერილ ხალხს იქ ვმარხავდით.

– რას ნიშნავს ჩამოწერილი ხალხი?

– მკვდარ ავადმყოფსა და სანიტარს იქ ერთი ფასი ჰქონდა. კლინიკის მთავარი ექიმი მათ, უბრალოდ, ჩამოწერდა ხოლმე.

– პაციენტებს რომ თავი დავანებოთ, სანიტრებს ხომ ჰყავდათ პატრონი და მათი ჩამოწერა როგორღა ხდებოდა?

– პატრონი არც სანიტრებს ჰყავდათ. ასეთ ხალხს იქ საგანგებოდ არჩევდნენ. ყაზანის კლინიკაში რომ დაგეწყო მუშაობა, ფიზიკურად ძლიერი და უპატრონო უნდა ყოფილიყავი.

– რას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ელიტური კორპუსი?

– ეს სულ სხვა სამყარო იყო. იქ განსაკუთრებული პაციენტები იყვნენ. ერთ-ერთი მთავარი თავისებურება კი ის იყო, რომ უკლებლივ ყველა პაციენტი ნიღბით დადიოდა. როგორც მათ, აგრეთვე, იქ მომუშავე სანიტრებსაც ურთიერთკონტაქტი სასტიკად ჰქონდათ აკრძალელი. პაციენტებთან ლაპარაკი მხოლოდ განყოფილების უფროსსა და მთავარ ექიმს შეეძლოთ. ვინც ამ ბრძანებას დაარღვევდა, უკვალოდ აქრობდნენ...

– რატომ დადიოდნენ ელიტური კორპუსის პაციენტები ნიღბებით და ვინ იყვნენ ისინი?

– ელიტური კორპუსის პაციენტების 90 პროცენტი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მთავრობამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, იზოლაციაში მოამწყვდია. მათ შორის იყვნენ მეცნიერები, ხელოვანები, ყოფილი ხელმძღვანელი მუშაკები და სხვა. ნიღბით კი იმიტომ დადიოდნენ, რომ მათი პიროვნება არ გამჟღავნებულიყო. ამავე მიზეზით ეკრძალებოდათ ჩვენთან კონტაქტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით მათთან საუბარს. უფრო სწორად კი, ისინი გვესაუბრებოდნენ და თავიანთ ვინაობას გვატყობინებდნენ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენიმე ისეთი პაციენტიც იყო მოთავსებული, რომლებიც ხალხს დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა.

– თქვენ თუ შეხვედრიხართ ასეთ პაციენტს და ვინ იყო ის?

– 1971 წლის მარტში მე ერთ-ერთი ნიღბიანი პაციენტი გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ის მსოფლიოში პირველი კოსმონავტი – იური გაგარინი იყო. ეს იმდენად წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ გამეცინა. „ტყუილად გეცინებათ, – მითხრა ნიღბიანმა, – მე უკვე სამი წელია, ხალხს მკვდარი ვგონივარ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ“. შემდეგ მან დაწვრილებით მომიყვა, როგორ დასვა თავისი „მიგ 19“ ჩკალოვსკის სათადარიგო აეროდრომზე და როგორ გაიტაცეს ის უცნობებმა. მისი მეწყვილე სერიოგინი მაგნიტური ნაღმით ააფეთქეს ჰაერში, გაგარინი კი ყაზანის ფსიქიატრიულ სპეცსაგიჟეთში გაამწესეს.

– როგორ ხსნიდა თავად გაგარინი მთავრობის ასეთ საქციელს?

– ის ამბობდა, რომ კოსმოსში მოგზაურობისას მან ღმერთი იხილა და ამის შესახებ ლეონიდ ბრეჟნევს მოუყვა. მისი აზრით, სწორედ ბრეჟნევის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე მოათავსეს ის საგიჟეთში. გაგარინი ამბობდა: სასიკვდილოდ ვერ გამიმეტეს, მაგრამ არც ცოცხალი დამტოვესო.

– გაგარინთან ხშირი კონტაქტი გქონდათ?

– მე სულ ოთხჯერ ვესაუბრე მას და 1971 წელს, კლინიკაში მომხდარი ცნობილი სკანდალის მერე, ის აღარ მინახავს.

– რა სკანდალი მოხდა კლინიკაში?

– იმ წელს ერთ-ერთ აუქციონზე ცნობილი მხატვრის, ემანუილ ზორინის ნახატი იყო გასაყიდად გამოტანილი. ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ნახატი მართლაც ზორინის იყო. მაგრამ ისიც გაირკვა, რომ ის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო შექმნილი. ზორინი კი სამოციანების დასაწყისში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ზორინის ოჯახმა ბრიტანეთის სპეცსამსახურებს სთხოვა დახმარება. მათ ეს საქმე ფარულად გამოიძიეს და ჩვენს კლინიკას მოადგნენ. გაირკვა, რომ კლინიკის მთავარი ექიმი ზორინს ნახატებს ახატვინებდა და შემდეგ მათ გაყიდვას ცდილობდა... კლინიკას ზორინიც მოაშორეს და სხვა ცნობილი სახეებიც, გაგარინი კი უკვალოდ გაქრა...

 

скачать dle 11.3