კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახდნენ გურჯიევს „სულებზე მონადირეს” და როგორ შოულობდა ის თბილისში ფულს, სადაც მან მსოფლიოს ყველაზე აღიარებული ინსტიტუტი გახსნა

ფილოსოფოს გიორგი გურჯიევის მიმართ, რომელიც მეოცე საუკუნის უდიდეს მოაზროვნედ არის აღიარებული, ინტერესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია. ბევრ საინტერესო დეტალთან ერთად, ასევე ცნობილია, მისი საქართველოსთან გარკვეული კავშირების შესახებ. თუმცა, ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, გვესაუბრება, ისტორიკოსი მანანა ხომერიკი: 

 

– გიორგი გურჯიევი, გვარის გამო, ხშირად ქართველად იყო მიჩნეული. შესაძლოა, მისი წინაპრები მართლაც ქართველები იყვნენ, რომლებიც ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით, თურქეთში მცხოვრებ ბერძნებს შეერივნენ, მაგრამ თავისი ქართველობა მათ აღარც კი ახსოვდათ. საქართველოში დღესაც ძალიან ბევრი გურჯიევი ცხოვრობს, მაგრამ მათ სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. ზოგი მართლაც ქართველია. 1813 წლის ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ვინმე ისმაილ გურჯი-ოღლი ჰყვება ძალიან სევდიან ამბავს თავის ბაბუაზე, რომელიც დაუტყვევებიათ და შემდეგ ძალით გაუმუსლიმანებიათ. თავად ისმაილს კი მოუხერხებია სპარსეთში ტყვეობისგან თავის დაღწევა და ახლა საქართველოში ცხოვრებასა და გაქრისტიანებას ითხოვდა. პროფესორი იაკობ ახუაშვილი იმოწმებს მაგალითს, როცა თურქეთში ზოგ ქართველს „გურჯიევის“ გვარი თურქულენოვანმა ბერძნებმა მისცეს. თავად გურჯიევი კი, თავისი მოგონებების წიგნში „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ წერს, რომ მამამისი, ივანე გურჯიევი, ბერძნული ოჯახიდან იყო. მისი წინაპრები ბიზანტიის დატოვების შემდეგ, თურქეთში დასახლდნენ, მოგვიანებით კი – საქართველოში. ოჯახს საქონლის დიდი ჯოგები ჰყავდა. საქართველოში ძმები გაიყვნენ, ივანე სომხეთში წავიდა და ალექსანდროპოლში დასახლდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ყარსში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. გურჯიევი არც თარიღებს აკონკრეტებს და არც იმ ადგილს, სადაც საქართველოში მისი ოჯახი ცხოვრობდა. ის აგრეთვე გაურბის თავისი დედის, ბიძებისა და ოჯახის სხვა წევრების სახელების ხსენებას. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მამამისს ივანე ერქვა. მე შევაჯერე საქართველოს საისტორიო არქივსა და ერევნის ცენტრალურ არქივში მოძიებული დოკუმენტები, ჩავედი აგრეთვე, ქალაქ გიუმრში, ყოფილ ალექსანდროპოლში, სადაც გურჯიევი დაიბადა. ვნახე სახლი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა. საინტერესო აღმოჩნდა გურჯიევის მამის საფლავის მონახულება. 1970-იან წლებში, როგორც ჩანს, უცხოეთიდან ჩამოსულ გურჯიევის მოსწავლეებს მისი სურვილი აუსრულებიათ და მამამისის საფლავზე დაუდევთ ქვა მისტიკური წარწერით: „მე – ვარ შენ, შენ – ხარ მე, ის – ჩვენია, ჩვენ ორივე – მისი ვართ, ამიტომ, დაე, ყველაფერი იყოს ჩვენი მოყვასისთვის“. თანამედროვე დმანისის რაიონში 1829-1830 წლებში ბევრი გურჯი-ოღლი აღმოჩნდა დაფიქსირებული. ალექსანდროპოლში ძიებული გვარის წარმომადგენლები 1870-იანი წლებამდე არ ჩანან, ხოლო შემდეგი პერიოდის საარქივო დოკუმენტებში დაფიქსირებულია ორი მათგანი: ივანე ივანეს ძე და ვასილი ივანეს ძე. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში გურჯიევის ოჯახი სოფელ ეკეპადში ცხოვრობდა. ამ სოფლის მცხოვრებლები შეტანილნი არიან ქეივან-ბულღასონის სამეტრიკო წიგნებში. 1867 წლის ნოემბერში ეკეპადის მცხოვრებმა ვასილ ივანეს ძე კურჯ-ოღლიმ (გურჯიევის ბიძამ), მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იქორწინა ალექსანდროპოლის მცხოვრებლის ასულთან, პოლიტიმიასთან. დაქორწინების შემდეგ ვასილი ალექსანდროპოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შეეძინა ვაჟი. გურჯიევის მამა თავის ძმას სომხეთში გაჰყვა. დოკუმენტების თანახმად, 1871 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლის მცხოვრებმა ივანე ივანეს ძე კურჩ-ოღლიმ, მართლმადიდებელმა, 23 წლისამ, იქორწინა ევდოკიაზე, ელიფთერ ელეფთეროვის ასულზე, მართლმადიდებელზე, 18 წლისაზე. ელეფთეროვი ბერძნული ელეფთერიადის რუსიფიცირებული ფორმაა. ამდენად, გურჯიევის დედა, ევდოკია, ბერძენი ყოფილა. შესაბამისად, არ გამართლდა სადღეისოდ აღიარებული ვერსია, რომ გურჯიევის დედა ეროვნებით სომეხი იყო. 1875 წელს ალექსანდროპოლის მცხოვრებს, ივანე ივანეს ძე გურჯიევს და მის ცოლს – ევდოკია ელეფთერის ასულს, მართლმადიდებლებს, შეეძინათ ქალიშვილი – მალანია. ამ დროისთვის ივანეს უკვე „გურჯიევად“ გადაუკეთებია თავისი გვარი. ალექსანდროპოლის 1886 წლის კამერულ აღწერაში, რომელშიც ყოველი პიროვნება დაფიქსირებულია საკუთარი სახელითა და მამის სახელით, ჩვენ ვხედავთ ერთ გამონაკლისს: ვანო გურჯი-ოღლი შეყვანილია მამის სახელის გარეშე. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ მის შესახებ მოყვანილი ცნობები სანდო არ უნდა იყოს. სახელი ვანო ივანეს ქართული ფორმაა. ვანო გატარებულია, როგორც მდგმური და შავი მუშა. 1907 წლის ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალექსანდროპოლში მხოლოდ ერთი ივანე გურჯიევი ცხოვრობდა, ისიც ივანეს ძე და, იმ დროისთვის ის მდგმური აღარ იყო. იმავე წლის მეორე დოკუმენტი წარმოადგენს ივანე ივანეს ძე გურჯიევის, დურგლის ოჯახის წევრების ნუსხას. როგორც გურჯიევის მოგონებიდან ვიცით, მამამისი დურგალი იყო. ნუსხაში ჩამოთვლილი არიან: ივანე ივანეს ძე გურჯიევი – დაბადებული 1847 წელს, მისი ცოლი – ევა (უთუოდ სახელ ევდოკიას შემოკლებული ფორმაა); ვაჟები: გიორგი – დაბადებული 1880 წელს, დიმიტრი – 1883 წელს, ქალიშვილი – სოფია. აქვე აღნიშნულია, რომ წლები მითითებულია არა დოკუმენტების, არამედ გარეგნული შესახედაობის მიხედვით. ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გურჯიევი, შესაძლოა, უფრო ადრე იყო დაბადებული. მის პასპორტში ხომ 1877 წელი იყო მითითებული. 

გურჯიევი თანამოაზრეებთან ერთად ბევრს მოგზაურობდა. აღმოსავლეთში მიღებული ცოდნა მისაწვდომი გახადა ევროპელებისა და ამერიკელებისთვის, რომლებსაც სულიერ მასწავლებლად მოევლინა. გურჯიევი სწავლობდა უძველეს ადათ-წესებს, წარწერებს, რელიგიურ რიტუალებსა და ცეკვებს, რომელთა ფარული მნიშვნელობის ამოკითხვა უნდოდა. გურჯიევი, როგორც არაერთხელ აღნიშნეს ინდოელმა ნათელმხილველებმა, ყველა სხვა ადამიანზე უკეთ ფლობდა სპირიტუალურ ძალებს, ის დალაი-ლამას მრჩეველიც იყო. როგორც ამბობენ, მიხეილ ბულგაკოვის რომანის „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟის – ეშმაკი ვოლანდის პროტოტიპი გურჯიევი ყოფილა, მას ტიბეტელი ლამები „თეთრ ეშმაკს“ ეძახდნენ. გურჯიევის მიმართ ყველაზე არაკეთილგანწყობილი ავტორი – ც. კინი, მის შესახებ წერდა: „ის იყო ახალგაზრდა დალაი-ლამას მრჩეველი და იმავდროულად, ცარისტული მთავრობის აგენტი; სამსახურს უწევდა ინგლისელებს და ემორჩილებოდა ფრანგებს, ფლობდა ჰიპნოზისტის არაჩვეულებრივ ნიჭს და იყო მოხერხებული „სულებზე მონადირე“. თვით ტიბეტშიც, სადაც დღემდე ცოცხლობს აღმოსავლური ეზოთერული ტრადიცია, გურჯიევს მიწიერი მიზნებისთვის არ უღალატია. მკვლევარი ლუის პაუელსი თავის წიგნში  „გურჯიევის ფენომენი,“ წერს: „ის ათი წლის განმავლობაში რუსეთის საიდუმლო აგენტი იყო ტიბეტში, რაც კიპლინგმაც აღნიშნა. ტიბეტის მთავრობამ გურჯიევს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – მას უნდა მოეგვარებინა ქვეყნის ფინანსური საკითხები და უნდა ეხელმძღვანელა არმიის შეიარაღებისთვის. ამდენად, მას შეეძლო, პოლიტიკური როლი შეესრულებინა ტიბეტში“. როდესაც ტიბეტში ინგლისელები შეიჭრნენ, 1904 წელს გურჯიევი დალაი-ლამასთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდა. 

– საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს გიორგი გურჯიევი თავად მუხრანსკის დისშვილი იყო.

– ეს მცდარი ინფორმაცია ემყარება გურჯიევის „ბელზებელის საუბრებს თავის შვილიშვილთან“. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გურჯიევი ყვება, თუ რას ეძახდნენ მას სხვები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ახლა კი: „თავად მუხრანსკის დისშვილს და, ბოლოს, უბრალოდ – ცეკვის მასწავლებელს“ მეძახიანო. გურჯიევს არასდროს განუცხადებია, რომ ის ნადვილად იყო თავად მუხრანსკის დისშვილი. უფრო მეტიც, ნიუ-იორკში 1924 წელს მან თქვა, რომ უსაქმურები ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოსდა მის ინსტიტუტს ფინანსურ დახმარებას უწევდა ლეგენდარული ქართველი თავადი მუხრანსკი. 

– თუმცა, ის ჩამოდიოდა თბილისში და აქვე გახსნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. 

– როდესაც გურჯიევი თბილისში ჩამოდიოდა, ის დიდუბეში ქირაობდა ოთახს და ფულს ხელოსნობითა და ვაჭრობით შოულობდა. ის რამდენჯერმე ახსენებს თბილისს: „მე დავბრუნდი ტფილისში, უპირველესად, იმიტომ რომ, იქ შემეძლო ნებისმიერი წიგნის შოვნა, რომელსაც მოვისურვებდი. ამ ქალაქში, იმ დროსაც, როდესაც მე იქ გავჩერდი და შემდეგაც, ძალიან ადვილი იყო ნებისმიერ ენაზე, განსაკუთრებით – სომხურ, ქართულ, არაბულ ენაზე მეშოვა წიგნები. როდესაც ტფილისში ჩამოვედი, საცხოვრებლად წავედი რაიონში, რომელსაც ჰქვია – დიდუბე“. იმ დროს თბილისის ბაზრებში დიდი გასავალი ჰქონდა ვინმე იტალიელის ნახელავ თაბაშირის ფიგურებს. ბერძენი ქუჩის გამყიდველებისგან გურჯიევმა გაიგო, რომ იტალიელი საგულდაგულოდ მალავდა ამ ფიგურების დამზადების საიდუმლოს. როგორც თვითონ გურჯიევი წერს, ბერძენ გამყიდველს მან ჯერ „პატრიოტიზმის გრძნობა“ გაუღვიძა, შემდეგ სამუშაო სთხოვა. დიდი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა, მაგრამ თავი მოისულელა, რის შემდეგაც იტალიელი მას არ ერიდებოდა და თავისი ხელობის საიდუმლოს აღარ უმალავდა. გურჯიევმა ყოველივე არათუ აითვისა, არამედ გააუმჯობესა კიდეც. თვე-ნახევარში ბაზარზე მისი ნახელავი გაჩნდა. „არ მგონია, რომ ტფილისში იმხანად თუნდაც ერთი სახლი მაინც დარჩენილიყო, რომელშიც არ იქნებოდა ჩემი ერთ-ერთი ყულაბა,“ – წერს გურჯიევი, რომელმაც თავად გახსნა სახელოსნო. პროფესორმა სერგი ავალიანმა გადმოგვცა თვითმხილველის, მწერალ შალვა ალხაზიშვილის ნაამბობი: მას, სრულიად ახალგაზრდას, უნახავს მუშტაიდის ბაღთან, ერთად მოსეირნე რობაქიძე და გურჯიევი. „შენ რა შეგიძლია“? – უკითხავს რობაქიძეს გურჯიევისთვის. ამ რეპლიკის საპასუხოდ, თავისი ძალის საჩვენებლად, გურჯიევმა ის მუშტაიდის ბაღში შეიყვანა და იქ მყოფ ახალგაზრდებს დაჟინებით დაუწყო ცქერა. შედეგმაც არ დააყოვნა: ახალგაზრდებმა ერთმანეთს ჩხუბი აუტეხეს. ცნობილია, რომ გურჯიევი დიდ ტელეპათიურ ძალას ფლობდა. ყველაზე უტყუარი ფაქტი, რომელიც გურჯიევის სახელს საქართველოსთან აკავშირებს, არის მის მიერ 1919 წლის მიწურულს თბილისში გახსნილი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. მანამდე კი გურჯიევმა  თავისი მისტიკურ-რელიგიური სალონი პირველად 1912 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბა. მას „კავკასიელ სასწაულმოქმედს“ უწოდებდნენ. გურჯიევი  ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს, რომელიც  მდებარეობდა ნიკოლოზის ქუჩა ¹22-ში (დღევანდელი მისამართია ივანე ჯავახიშვილის ქუჩა ¹22). გურჯიევი ლექციებს კითხულობდა რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების საკითხებზე ეზოთერიზმის კუთხით. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ. გურჯიევმა დახურა თავისი ინსტიტუტი და 1921 წელს საქართველო დატოვა. 

– ამბობენ, რომ გურჯიევი სტალინთან ერთად სწავლობდა თბილისის სემინარიაში. 

– სტალინმა 1894 წელს, გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1899 წელს კი ის გარიცხეს, როგორც მარქსიზმის პროპაგანდისტი. მე გადავსინჯე შესაბამისი საკლასო ჟურნალები. იოსებ ჯუღაშვილი შეყვანილია პირველი განყოფილების მეხუთე კლასში, აქვეა ჩანაწერი მისი გარიცხვის შესახებაც. რაც შეეხება გურჯიევს, ის სიებში არ აღმოჩნდა. ამრიგად, ის სტალინის თანაკლასელი არ ყოფილა. ახლახან  ერთ-ერთ რუსულ არხზე  ისტორიკოსი ვინმე სინელნიკოვი ამბობდა, რომ თითქოს სტალინს სასულიერო სემინარიაში არ უსწავლია. ის გურჯიევთან ერთად სომხეთში, იეზუიტთა კოლეჯში სწავლობდაო. მაგრამ ჩვენ ეს სარწმუნოდ არ მიგვაჩნია. არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. 1904 წელს სტალინი გაიქცა გადასახლებიდან და ჩავიდა ბათუმში, რათა ორგანიზება გაეკეთებინა არალეგალური მოძრაობისთვის. გურიის გლეხობაც ემზადებოდა 1 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად. სხვადასხვა სოფლიდან წამოსული დემონსტრანტები ერთად აპირებდნენ თავშეყრას, მაგრამ, რუსეთის მთავრობის ბრძანებით, მათ პოლიციამ და კაზაკებმა შეუტიეს. ზოგი დემონსტრანტი დაიჭრა, ორი მათგანი გარდაიცვალა. გურჯიევი მოგვითხრობს, რომ 1904 წელს ის შემთხვევით დაიჭრა ბრმა ტყვიით ჭიათურის გვირაბთან, გურულებსა და კაზაკებს შორის ამტყდარი სროლის დროს. იქ რა ესაქმებოდა? იქნებ, აქ სტალინის ხელი ერია?! თანაც, ჭიათურა ხომ გურიაში არ არის. ამ ამბის დასასრული უფრო საკვირველია: გურჯიევს ორი ხევსური დაეხმარა, რომლებმაც ის ჯორებით მიიყვანეს გამოქვაბულში, სადაც გურჯიევმა ათობით მუმიფიცირებული ხევსური ნახა. მისი აღწერის მიხედვით, შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული „ანატორის აკლდამები“, მდებარე ხევსურეთში, კავკასიონის მაღალ მთებში. გამოჯანმრთელებისთანავე გურჯიევმა იქიდან გაცლა იჩქარა, ვინაიდან იქ დაყოვნება მისთვის საშიში იყო. მაგრამ, გურჯიევი ნათლად არ გვეუბნება, კაზაკების ეშინოდა თუ რევოლუციონერების. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ის როგორღაც დაკავშირებული იყო სტალინთან. 

 არსებობს მოსაზრება, რომ გურჯიევი ქართული ანბანის საიდუმლო მნიშვნელობას იყენებდა.  შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ის ხომ ქართული ანბანის შესახებ არაფერს წერდა და თავის მრავალრიცხოვან მკითხველს არ აცნობდა ქართულ კულტურას.  ვფიქრობ, საწინააღმდეგოს უფრო აკეთებდა... ერთხანს ის სურამში ცხოვრობდა, სადაც  ალებასტრის ნივთების წარმოებით იყო დაკავებული.  ზაფხულში მასთან მეგობრები ჩავიდნენ. გურჯიევი წერს: ჩვენ ავდიოდით  სურამის უღელტეხილზე და ბორჯომისა და მიხაილოვის (ხაშურის) შემოგარენს ვიკვლევდით,  რათა  კონტაქტში შევსულიყავით ამ მხარეში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებზეც თანამედროვე ცივილიზაციას ზეგავლენა ჯერ არ მოუხდენიაო.  უარესი მაგალითის მოყვანაც შეიძლება: თავის ნაშრომში „ბელზებელის ნაამბობი“ უამრავი ხელოვნურად შექმნილი ტერმინი და  არარსებული გეოგრაფიული დასახელებაა. მათი ძიება ისევე არავის მოუვა თავში, როგორც, ვთქვათ, ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის” მიხედვით არავინ დაიწყებს არარსებული პლანეტების ძებნას. ასეთ ვითარებაში  ჩემთვის სრულიად  გაუგებარია, რაში დასჭირდა გურჯიევს რეალურად არსებული კოლხეთის ხსენება? ის სამჯერ იმეორებს, რომ კოლხიდა ერქვა დღევანდელ კასპიის ზღვას.   ეს აშკარა დეზინფორმაცია საქართველოს სასიკეთოდ არ წაადგება. ჩვენ ახლახან ვნახეთ, რომ  კოლხეთთან  დაკავშირებით  ოლიმპიურ თამაშებზეც  გაიჟღერა დეზინფორმაციამ. ჩვენ წარსულის წართმევასაც გვიპირებენ. ამიტომ, უფრო მეტად უნდა გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ისტორია.  მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო: ევროკლასიკასა და აკადემია ჰომერიკას მსოფლიო კონგრესზე ჩილედან ჩამოსულმა პროფესორმა, ქალბატონმა ხიმენა პონსო დი ლეონემ  აღფრთოვანებით მკითხა: თქვენ კოლხეთიდან – მედეას ქვეყნიდან  ხართ? და მედეას ხათრით დაუმატა: თუ ჩილეში მოხვდებით,  ჩემი სახლი თქვენი სახლი იქნებაო...

 

скачать dle 11.3