კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მუზა გაუღვიძა ზალიკო ბერგერს Gino Paradise Tbilis–ში სტუმრობამ და სად აღმოაჩინა მან ნამდვილი სამოთხე

არა მარტო საქართველოსა და ამიერკავკასიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრანდიოზული აკვაპარკი –  Gino Paradise Tbilisi რომ ნამდვილი სამოთხეა, დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა გასულ კვირას აღმოაჩინა, როდესაც თბილისის ზღვაზე განთავსებულ ამ ზღაპრულ ადგილს მეგობრების რჩევით ეწვია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო, რომლებსაც ჩვენც გაგვიზიარებს.

– ზალიკო, ვინ გირჩია Gino Paradise Tbilisi?

– ჯერ კიდევ ზაფხულში გავიგე, რომ გრანდიოზული აკვა-პარკი იხსნებოდა თბილისის ზღვაზე, მართალია, აგვისტოს ბოლოს გაიხსნა, მაგრამ შარშან ვერ მოვახერხე ასვლა. თუმცა ვინც იყო, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ვერ წარმომედგინა, რა უნდა მეკეთებინა აკვა-პარკში ზამთარში, მაგრამ, მეგობრების რჩევით, ვეწვიე Gino Paradise Tbilisi-ს ველნესისა და სპა ცენტრს და გაოცებული დავრჩი: ვერ დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, ყოფილიყო თბილისში! მე ვარ ნამყოფი ევროპის ძვირად ღირებულ სპა-ცენტრებში, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება Gino Paradise Tbilisi-ს ველნესისა და სპა ცენტრთან – მართლაც სამოთხეში მოვხვდი – ეს ადგილი ნამდვილად „ფერედაიზია“. თითქოს თავიდან დავიბადე ალექსანდრე მაკედონელისეულ 24-კარატიან, 42-გრადუსამდე გამთბარ ოქროს ტახტზე,  რომელიც აცოცხლებს შენი ორგანიზმის უჯრედებსაც კი. ხარ უფრო ჯანმრთელი, უფრო ბედნიერი, უფრო ხალისიანი. არსად, მსოფლიოს ძვირად ღირებულ არც ერთ სასტუმროში არ მინახავს მსგავსი კომფორტი. ყველანაირი საშუალებაა, ისეთიც, ფანტაზიაში რომ ვერ წარმოიდგენ, რელაქსაციისთვის.

– Gino Paradise Tbilisi-ს ველნესისა და სპა ცენტრში 8 სხვადასხვა ტიპის საუნაა. რომელი მოგეწონა განსაკუთრებით?

– მიჭირს რომელიმეს გამოყოფა: „რომაული საუნა“ განუმეორებელია თავისი მომაჯადოებელი სურნელით; „მცენარეულ საუნას“ გაზაფხული და მზე შემოაქვს თითქოს სხეულში, „მარილის საუნა“ საუკეთესოა ორგანიზმის ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად; „ინფრაწითელ საუნაში“ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცხელ ზაფხულში სანაპიროზე იღებ მზის აბაზანებს; „საუნა მელიის სორო“ თითქოს ზღაპრული სამყაროა; „სურნელოვან საუნაში“ ისეთი არომატია, მეორე დღესაც რომ მიგყვება; „მენთოლის  საუნაში“ საერთოდაც ინჰალაციასაც ჩაიტარებ, კლასიკური „ფინური საუნაც“ შესანიშნავია თავისი დახვეწილი დიზაინით. მე მაინც „ინფრაწითელ საუნას“ გამოვყოფდი, სადაც, თან, საუნაში ხარ და, თანაც, ცენტრში ჩამონტაჟებული სოლარიუმიდან ირუჯები.

– ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ტეპიდარიუმმა და შხაპმა გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით. შენ რას იტყვი?

– არც კი ვიცი, რომელი ერთი აღვწერო: სრულიად განსხვავებულ სამყაროში ხვდები. ასეთი კომფორტი არათუ სადმე სხვაგან საქართველოში, საერთოდ, დედამიწაზე არ მეგულება.  Excellent  ზონაშია ჯაკუზი „ლუდის კათხა“, ეს განსაკუთრებით მამაკაცებს მოეწონებათ: წევხარ ხისგან დამზადებულ, შემთბარი ლუდის ჯაკუზიში და მიირთმევ ცივ, ჩამოსასხმელ ლუდს. ქალბატონებს უფრო კლეოპატრას, ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები მოეწონებათ, სადაც შეუძლიათ, მიიღონ ღვინის, მენთოლის, ყვავილებისა თუ რძის სარელაქსაციო აბაზანები. დაახლოებით, ასეთი აკვა პარკია დიუსლდორფში, თუმცა იქ შესვლა 300 ევრო ღირს, არადა Gino Paradise Tbilis-ში იმდენად მისაღები ფასია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ მოხვედრა. ნამდვილად ღირს, დაზოგო ფული, რომ კვირაში ერთხელ მაინც ახვიდე და ზღაპრული რელაქსაცია მიიღო.

– როგორც ვიცი, მასაჟიც გაიკეთე.

– ბრწყინვალე მასაჟს აკეთებენ! Gino Paradise Tbilis-მა საუკეთესო მასაჟისტები შეარჩია, ვინც კი გვყავს საქართველოში, თუმცა მათაც კი უცხოელმა პროფესიონალებმა ჩაუტარეს ერთთვიანი სწავლება, მე ასეთი დონის მასაჟი თბილისში არსად გამიკეთებია.

– იყავი ოთახში, სადაც მინუს ათი გრადუსია და თოვს?

– მე უფრო სითბოს მოყვარული ვარ, მაგრამ, ვისაც ცხელი საუნიდან ცივ სივრცეში უყვარს შესვლა, მისთვის შეუდარებელი შეგრძნებაა. თან, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია: განათებული სვაროვსკის კრისტალებით და შეგრძნებები ყველანაირ ფანტაზიას აჭარბებს. რაც მთავარია, მათ, ვისაც მარტო უნდა ყველა ამ სერვისით სარგებლობა, შეუძლაა, შეიძინოს ვიაიპი პაკეტი და ყველა ამ მომსახურებასაც მიიღებს ულიმიტოდ. 

– ახალი კოლექციის შექმნის მუზა ხომ არ გაგიღვიძა Gino Paradise Tbilisi-ს ვილნეს და სპა ცენტრმა?

– ბრწყინვალე ადგილია ჩვენებებისთვის და ფოტოსესიისთვის. ვაკეთებ აქსესუარების ახალ კოლექციას, ტიპაჟებიც წარმოვიდგინე: შავგვრემანი გოგონები, კლეოპატრას სტილში, ოქროსფერი აქსესუარებით. უცილებლად განვახორციელებთ ამ ფოტოსესიას, მაგრამ მანამდე ყველას გასაგონად ვიტყვი: ეს ყველამ უნდა ნახოს და შეიგრძნოს, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია: ვიღაცამ შეიძლება, იფიქროს, რომ რაღაცას ვამატებ, ვალამაზებ, რეკლამას ვუკეთებ, არადა, რეალობაში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო საოცარია. იმდენად შთამბეჭდავია, შეიძლება, შოკირებული დარჩე ადამიანი.

P. S. შეგახსენებთ, რომ გრძელდება ფასდაკლების აქცია: თუ წარადგენთ ქვემოთ მოთავსებულ ფასდაკლების კუპონს, მიიღებთ 10-პროცენტიან ფასდაკლებას ერთდღიან ბიზნეს და ვიაიპი პაკეტებზე.

скачать dle 11.3