კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოსავალს იღებს ფართის გაქირავებით ყოველწლიურად გიორგი ვაშაძის მეუღლე

აწ თბილისის საქართველოს პარლამენტის წევრი და იმავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ვაშაძე, 1981 წელსაა დაბადებული ჭიათურაში. განათლება უმაღლესი აქვს. სხვადასხვა დროს სწავლობდა: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში, ოღონდ ზუსტად არ ვიცით, სად რამდენ ხანს და სახელდობრ, რა სპეციალობებს ეუფლებოდა. თუმცა ვიცით, რომ აქვს სამი სპეციალობა: სახელმწიფო მართვა; იურიდიული და ბიზნესმენეჯმენტი.

მისი შრომითი საქმიანობა 2001 წელს იწყება – საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარეობით. 2003-2005 წლებში ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი იყო: ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში მიწვეული სპეციალისტი. 2005 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა. შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეც გახდა. 2006 წლიდან სააგენტოს თავმჯდომარედაც მოგვევლინა, 2010 წელს, იმავდროულად, იუსტიციის მინისტრის მოადგილედაც დაინიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს კი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრის მანდატი გაინაღდა.

გიორგი ვაშაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2005 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებდა, დედას, ნანა მოდებაძეს, მამას, გუტა ვაშაძეს და 1983 წელს დაბადებულ ძმას, დავითს. ოჯახის ქონება იმხანად შემდეგნაირად გამოიყურებოდა: გიორგი ვაშაძის საკუთრება იყო ავტომანქანა „ოპელ ომეგა“, 1990 წლის; ნანა მოდებაძეს ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი ჭიათურაში, ხოლო გუტა ვაშაძის საკუთრებას წარმოადგენდა: საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჭიათურაში, საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიღმის მასივში და იქვე მდებარე ავტოსადგომი. აგრეთვე, რუმინული და გერმანული წარმოების საძინებელი გარნიტურები და არაბული სამეული.  დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ნანა მოდებაძეს ჰქონდა – 2 500 ლარი. რაც შეეხება ვაშაძეების ოჯახის მიერ 2004 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს: გიორგი ვაშაძეს, როგორც საპარლამენტო კომისიაში მიწვეულ სპეციალისტს, 135 ლარი აუღია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგს, 28 ლარი; ნანა მოდებაძეს, როგორც მეოთხე სამშობიაროს ლაბორატორიის გამგეს – 120 ლარი, როგორც სამედიცინო ცენტრ „ლაზერის“ ექიმ-ლაბორანტს – 50 ლარი; გუტა ვაშაძემ, როგორც „ორთოჯორჯიას“ დირექტორმა 120 ლარი აიღო, ხოლო, როგორც საქართველოს პარლამენტის „ავტობაზის“ მთავარმა სპეციალისტმა –  228 ლარი (დეკლარაციაში არ არის განმარტებული, თუმცა შესაძლოა, აღნიშნული თანხები მათ ყოველთვიურ ანაზღაურებას შეადგენდეს).

შემდეგი, 2010 წლის დეკლარაცია გიორგი ვაშაძემ შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან სიჭინავა; თავის საკუთრებაში უძრავ ქონებად კი – საცხოვრებელი ბინა (106 კვ. მ.) მცხეთის ქუჩაზე და იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხი (30 კვ. მ.); ხოლო ქეთევან სიჭინავას საკუთრებად – სტანისლავსკის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (100 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (25 კვ. მ.). ასევე, გიორგი ვაშაძის საკუთრება იყო ავტომანქანა Grandcherokee-jeep. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად გიორგი ვაშაძეს ჰქონდა: 10 000 ლარი, 5 000 აშშ დოლარი და 6 000 ევრო, ხოლო ქეთევან სიჭინავას: 7 200 აშშ დოლარი, 4 500 ლარი და 2 000 ევრო. 2009 წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძეს, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს, 82 587 ლარი აუღია, ხოლო, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს – 528 ლარი. გიორგი ვაშაძეს 2008 წელს „ბანკ რესპუბლიკიდან“ 96 000 აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი სესხიც გამოუტანია, თუმცა 2007 წელს ზეპირი შეთანხიებით 28 000 აშშ დოლარიც გაუსესხებია. ქეთევან სიჭინავას კი შემოსავალი ფართის გაქირავებით მიუღია – ჯამში, 21 600 აშშ დოლარი. გიორგი ვაშაძეს იმ წელს გასავალიც ჰქონია: სწავლის გადასახადი 37 500 აშშ დოლარი დასჯდომია (თუმცა იმავდროულად, იმავე ოდენობის სასწავლო გრანტიც მიუღია), სახლისთვის ავეჯის შეძენა – 10 000 ევრო, სარემონტო სამუშაოები კი  – 20 000 ლარი.

2010 წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძემ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, 90 900 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა – 206 ლარი. 2011 წელს 96 000-დოლარიანი სესხის მომსახურება 17 148 აშშ დოლარი დაუჯდა. მისმა მეუღლემ კი არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით 21 600  აშშ დოლარი მიიღო. დეკლარაციის შევსების მომენტში ცოლ-ქმარს კვლავ ჰქონდათ სოლიდური ოდენობის ნაღდი ფული.

2012 წლის დეკლარაციით, გიორგი ვაშაძეს ორი ანაბარი ჰქონდა, რომლებზეც, 5 500 ლარსა და 5 519 აშშ დოლარს ინახავდა, თუმცა იმხანად ნაღდი ფულიც ჰქონდა: 5 500 ლარი, 3 800 აშშ დოლარი და 6 400 ევრო. ნაღდი ფული ჰქონდა მის მეუღლესაც: 5 600 დარი და 7 000 ევრო. მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა კი 88 735 ლარი შეადგინა. იმ წელს იპოთეკური სესხის მომსახურება 16 197 აშშ დოლარი დაუჯდა, მისმა მეუღლემ კი ფართის გაქირავებით 19 800 ლარი მიიღო.

2013 წელს გიორგი ვაშაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა. ნაღდ ფულად მას ჰქონდა: 5 500 ლარი და 4 900 ევრო, მის მეუღლეს კი – 5 600 ლარი. 2012 წლის 9 თვის განმავლობაში გიორგი ვაშაძემ, როგორც მინისტრის მოადგილემ, 49 419, როგორც პარლამენტის წევრმა, სამ თვეში 15 998 ლარი აიღო. საბანკო კრედიტის დაფარვა 16 104 აშშ დოლარი დაუჯდა, ქირავნობა (შპს „ედელვაისის“) 10 004 ლარი, ხოლო ქეთევან სიჭინავამ ფართის გაქირავებით 31 680 ლარი მიიღო.

 

скачать dle 11.3