კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ილუზიონისტი“

ანუ განმმუხტველები

 

თუმცა გასულ კვირას (სამწუხაროდ, მიმდინარეშიც) მთელი მსოფლიოს შეშფოთებული ყურადღება ყირიმისკენ იყო მიმართული, ქართველი საზოგადოების ერთგვარი განმუხტვა: ერთი მხრივ, მავანმა მსახიობმა (ოღონდ ისაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში: „მსახიობი“ ფრიად ხმამაღლაა ნათქვამი) ორალური სექსის ხსენებით სცადა, მავანმა ჟურნალისტმა კი სარძევე ჯირკვლების ათამაშებით; ხოლო მეორე მხრივ, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ხაჩიძემ – ცოცხალი ექსპერიმენტით. 

საქმე ის გახლავთ, რომ გასულ კვირას ხალხის რჩეულმავე ვახტანგ ხმალაძემ საზოგადოებას წინა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების მეთოდი გაუმხილა: კერძოდ, თითქოს „კოკა-კოლა“ მარკირების სითხეს აუვნებელყოფს, რამაც მის კოლეგა გოგა ხაჩიძეს ექსპერიმენტის ჩატარების გზით ოპონენტის ბრალდების გაუვნებელყოფის იდეა გაუღვიძა.

გაუღვიძა და გადაწყვეტილებაც უმალ სისრულეში მოიყვანა: მარკირების სითხით, სანათითა და „კოკა-კოლით“ შეიარაღებულმა ბ-ნმა ხაჩიძემ ვიდეოჩანაწერში თითზე ჯერ მარკირების სითხე დაისხურა, შემდეგ თითზე დაინათა (როგორც ნამდვილ ილუზიონისტს შეჰფეროდა), ბოლოს კი, იგივე თითი „კოკა-კოლით“ სავსე ჭიქაში მოითავსა (ზედაც, „ნაციონალური“ სიტყვა მოგვცა, რომ ხელები სუფთა ჰქონდა). თუმცა, მისი ექსპერიმენტის თანახმად, „კოკა-კოლამ“ მარკირების სითხე მის თითს ვერ მოაშორა.

ბუნებრივია, ექსპერიმენტი მთლად ისეთი სიზუსტითაც არ ჩატარებულა, მის შედეგს წყალგაუსვლელის ეფექტი ჰქონდეს, თუმცა ბუნებრივად გააჩინა კითხვა: საიდან მოიპოვა რიგითმა დეპუტატმა მარკირების სითხე?! ოღონდ ხალხის რჩეულს ამ კითხვაზე პასუხი აღარ გაუცია.

ასეა თუ ისე, ბ-ნი ხაჩიძე დარწმუნებულია, რომ ბ-ნი ხმალაძე ერთხელ და სამუდამოდ ამხილა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რამდენი იწვალა (ექსპერიმენტის ჩატარება მაქვს მხედველობაში), არ ჯობდა, პირდაპირ ეთქვა, ის ოხერი არჩევნები როგორ ყალბდებოდა (ხელის დასველებაც კი არ მოუწევდა)?! 

скачать dle 11.3