კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარაქაში გარეულები

მესამე „ოსეთი“  – გამომუშავებით

 

შესაძლოა, იმიტომ რომ მარაქაში გაერიონ, ან იქნებ, მეტად წრფელი მოტივებით, თუმცა, სულაც, იმ მიზეზით, რომ ვალში არიან, უკრაინის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ხარკოვის ოსური დიასპორაც ჩაება. ჯერჯერობით ჩაბმა მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ ხარკოვში მცხოვრებ ოსებს თავიანთ თავზე აუღიათ საბჭოთა კავშირის გმირის, ენვერ ახსაროვის ძეგლის დაცვა.

ოღონდ მათი „საქმენი საგმირონი“ არც მთლად ამით ამოიწურება. როგორც ხარკოვის ოსური კულტურის ცენტრ „ალანიის“ პრეზიდენტი აცხადებს, მანამდე ხარკოველ ოს აქტივისტებს დაუცავთ ლენინის ძეგლიც და ადმინისტრაციის შენობაც.  

ხოლო ოსური დიასპორის პრეზიდენტ ვინმე ახსარბეკ კოჩიევს უბრძანებია, რომ არც გმირების ძეგლების ხელყოფას დაუშვებენ და მიტინგსაც ჩაატარებენ, რომლებზეც ხელმოწერებს მოაგროვებენ და პრ. პუტინს სთხოვენ, დაეხმაროს ქალაქის მცხოვრებთა დაცვაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე უკეთ ჩვენ მოგვეხსენება, რით სრულდება ხოლმე ასეთი ოსურ-სეპარატისტული მიმართვები, არც ის არის გამორიცხული, რფ-მ ამაგი კიდევ ერთხელ დაუფასოს და ხარკოვის ოსურ დიასპორას ხელი მესამე „ოსეთსაც“ გამოაკვრევინოს.

скачать dle 11.3