კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადევნებულები

„ვემსახურებით რფ-ს“!

 

რაკი ისე მოხდა, რომ თვით იულია ლატინინაც (თვით, ვინაიდან აქამომდე თავს პრ. პუტინს დაუძინებელ მტრად გვაჩვენებდა) და რუსეთის მწერალთა კავშირიც იზიარებენ კრემლის სურვილებს ყირიმის ჩაჯიბვის მიმართულებით, გასაკვირი აღარ უნდა ყოფილიყო, რომ ტანზე ჩვენებური სეპარატისტებიც შემოიხევდნენ.

ასეც მოიქცნენ (ლამის ერთმანეთს გადაასწრეს): ერთი მხრივ, აფხაზეთის სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის ვეტერანებმა მოითხოვეს, ჩართონ ყირიმის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში. ზედაც, დაამატეს, რომ 72-ნი არიან და 1992-1993 წლების ომის დიდი გამოცდილებით გამდიდრებულებიც. რაც მთავარია, ირწმუნებიან, რომ აღჭურვილნი არიან სამედიცინო დანიშნულების საშუალებებითაც, სპეციალური ტრანსპორტითაც და სრულ მზადყოფნაში მყოფნი შეძახილს ელოდებიან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად პაციენტები ენგურს გადმოღმა გადმოჰყავთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ყირიმში წასვლამდე იქნებ საკუთარი ავადმყოფებისთვის მიეხედათ?! 

მეორე მხრივ, აქტივობით აფხაზ სეპარატისტებს არც ჩვენებური ოსი სეპარატისტები ჩამორჩებიან. მედიკოსებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ „იუჟნაია ოსეტიას“ „თავდაცვის სამინისტრომ“ განაცხადა, რომ მზად არის ყირიმში სამხედრო ძალით მიეშველოს ამღიარებელ რფ-ს!

თუმცა აფხაზი სეპარატისტები მაინც ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ: მათ ვლადიმირ პუტინი წელს მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარადგინეს (იმიტომ რომ ემტრედებათ)!

ჩვენ არ ვიცით, რა თავში იხლის რფ ზემოხსენებულთა მიერ შეთავაზებულ დახმარებას (თუმცა ერთგულების სადემონსტრაციოდ მშვენიერი შესაძლებლობაა), რადგან, როგორც უახლესი ისტორიის პრაქტიკა მოწმობს, მათი სიმამაცე მხოლოდ რუსული ტანკების უკან ვლინდება.

скачать dle 11.3