კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პავლე - იულიად

მართალია, ერთ დროს იგი ჩვენი გულმხურვალე გულშემატკივარი იყო და რუსულ აგრესიას ლამის ჩვენზე გააფრთებით გმობდა (და მერე რა, რომ, მოარული ხმებით, ამ საქმეს მთლად უანგაროდ არ სჩადიოდა და მის გულმხურვალობას ოკაენისგაღმური „მწვანეების“ სუნიც ასდიოდაო?!), მაგრამ ისე მოხდა, რომ პავლე სავლედ გადაიქცა და რუსმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ განაცხადა: დიახაც რომ, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შედიოდესო (აშკარაა, რუსეთის არც ერთი პოლიტიკური ფრთა არ უჩივის მადას).

უნდა შედიოდეს, რაკი მოსახლეობას ასე უნდაო – ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენმა ცხინვალის რეგიონმაც და აფხაზეთმაც რეფერენდუმებით გამოხატეს თავიათნი სიყვარული რფ-ისადმი, სრულიად გაუგებარია, ლოგიკურად იბადება კითხვა: ისინი რატომღა დაგვიჩაგრა პატ. ლატინინამ?!.

დაგვიჩაგრა თუ არა, ამხანაგი ლატინინა თავის მოსაზრებებს მცირეოდენი გაანგარიშებითაც ამყარებს: „აი, მაგალითად, ოლიმპიადის ჩატარება 50 მილიარდი დოლარი დაჯდა. წარმოვიდგინოთ, რომ ამ 50-დან 30 უკრაინას გადაეცა იმ პირობით, რომ ის ყირიმში რეფერენდუმს ჩაატარებდა ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, დარჩენილი 20 მილიარდი კი ამ რეფერენდუმის ჩატარებას მოხმარდებოდა. ფალსიფიცირება და პოლიტიკური პიარი. რატომაც არა?! როგორც თავის დროზე ჟოზეფ დე მესტრიმ თქვა, სახელმწიფოები მიღწევად მიიჩნევენ იმას, რაც  ჩვეულებრივი ადამიანისთვის დანაშაულად აღიქმება.“

რაც მთავარია, იგი დასძენს: „უკრაინას ხელისუფლება არ ჰყავს, ის რეალურადაა დასუსტებული, ამ მომენტის გამოყენება და  ერთი ნაგლეჯის წართმევა კარგი საქმე იქნება.“

ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა თანამოაზრეც ერთ დროს იყო კიდეც ზემოხსენებული ლატინინა, ჯერჯერობით არ შეუფასებიათ იულიას ასე ერთი ხელის მოსმით სავლედ გარდასახვა, თუმცა უკვე ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ, თუ წარმოშობით ჩრდილოეთიდანაა, კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებს – იმის გათვალისწინებით, რომ მეორე უბედურებაა, იქ მისი ჩაყვანა რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია .

 

скачать dle 11.3