კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დანახვაზე ცოცხლდება მერსი სულხანიშვილი და რასთან ათენებს და აღამებს ის

მიხარია, როცა სულ პატარა გოგოები ასე თამამად და პირდაპირ ცდილობენ საკუთარი თავის გამოხატვას, ინდივიდუალიზმის ჩვენებას და საუბარს იმაზე, რასაც ფიქრობენ და რისი თქმისაც ბევრს ეშინია. მერსი სულხანიშვილი პირველად მოდის კვირეულზე შევამჩნიე – ის ყოველთვის გამოირჩეოდა გამოპრანჭული ხალხის მასისგან. მერე, რამდენჯერმე, მოდის შესახებ მისი ბლოგიც წავიკითხე – ბავშვური გულწრფელობით დაწერილი პოსტები, რაც, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო. ახლა „მიუზიქ ბოქსზე“ მოდასთან დაკავშირებით მიჰყავს გადაცემა, სადაც ხშირად ჩნდება მისი თამამი ჩაცმულობა, რამაც უკვე საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. 

 

მერსი სულხანიშვილი: როდესაც ჩემზე ამბობენ, სკანდალური და თამამიაო, მიკვირს – ნამდვილად არ გამომიგონებია ახალი ველოსიპედი და არაფერი ახალი არ გამიკეთებია. წლევანდელ სამოსში სექსუალურობა და გამჭვირვალობა ძალიან მოდურია – ნახეთ რუსული „ვოგის“ ყდა, სადაც ძალიან ცნობილ მოდელს ერთი მკერდი სრულიად შიშველი უჩანს. თავს ინოვატორს ვერ ვუწოდებ, უბრალოდ, მოდის ეს ტრენდი მივაწოდე და გავაცანი საზოგადოებას. ასევე, ვირგებ სხვა ტრენდებსაც და არჩევანს ადამიანი თვითონ აკეთებს. მინიმალისტური „პროენცა შოლერიც“ კი, წლევანდელ კოლექციებში იყენებს გამჭვირვალე ქსოვილებს, ღრმა დეკოლტეებს. ჩემი მიზანი ის კი არ იყო, რომ მკერდი გამომეჩინა, არამედ, მეჩვენებინა ის, რაც მოდაშია...

– თან, მკერდის სილამაზეც ხელს გიწყობს.

– სხვათა შორის, არასდროს მიმაჩნდა, რომ ლამაზი მკერდი მქონდა, უბრალოდ, საზოგადოებამ შეაფასა, რომ კარგი მკერდი მაქვს და, ესე იგი, კარგია (იცინის). 

– გაილანძღე ამის გამო თუ არა?

– სიმართლე გითხრათ, მიყვარს ინტერნეტში რაღაცეების კითხვა, თუმცა, ამ ლანძღვას საკუთარ თავზე დიდად არ ვიღებ და არ ვნერვიულობ. უფრო საშინელი კომენტარები იყო, როდესაც მელიის ბეწვი მქონდა მოხურული სხეულზე. წლევანდელ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ძალიან ბევრმა გამოიყენა ნატურალური ბეწვი – მარკ ჯაკობსმა, ლუი ვიტონმა... ამ შემთხვევაშიც არ ვყოფილვარ ინოვატორი. ოცდაათიათასევროიან ქურქში ხელოვნურ ბეწვს არავინ იყენებს, ხომ?! მაგრამ, ეს ქართული სნობიზმის თემა იყო: თუ „ფენდის” მოდელს ეცვა, ძალიან კარგი და ლამაზია, მაგრამ, თუ ვინმე ქართველი გოგო ჩაიცვამს, ის ქვებით უნდა ჩაქოლო. გემოვნების კი არა, ბრენდებზე ორიენტირებულობის პრობლემაა. როდესაც აღმოვაჩინე, რომ მოდაშია სექსუალური დეტალები, ჩავიცვი ქართველი დიზაინერის, ნინო ბაბუხადიას კოლექციის პიჯაკი, რომელიც არის ძალიან ღრმად დეკოლტირებული. აუცილებლად „კავალი“ უნდა მეცვას, რომ მოწონება დაიმსახუროს?! კოკო შანელმა თქვა, მოდა, რომელიც ქუჩამდე არ აღწევს, ის მოდა არ არისო. არ ვავალდებულებ ვინმეს, რომ მანაც ჩაიცვას. მე ჩავიცვი და, არიქა მომბაძე-მეთქი, არ ვამბობ, ყველამ თავისი ინდივიდუალური სტილი უნდა მოირგოს.

– აქამდე როგორ მოხვედი?

– ვარ 22 წლის, ვამთავრებ ალასანიას უნივერსიტეტს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახს უნდოდა, რომ უცხოეთში წავსულიყავი სასწავლებლად. გამიმართლა და ძალიან გემოვნებიანი ადამიანების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ხარისხის გარჩევის საფუძველი თავიდანვე მომცეს. მოდა თავიდანვე მაინტერესებდა, მაგრამ, მაინც მინდოდა, სხვა განათლება მიმეღო და უცხოეთში დიპლომატიის შესასწავლად წავსულიყავი, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო. სულ მომწონდა ჟურნალისტობა: დაშლილი მქონდა სახლში „ნაუშნიკები“, დავიმაგრებდი ერთს პერანგზე, როგორც „პეტლიჩკას“, ერთს ყურზე და მიმყავდა გადაცემები (იცინის), თან, პარალელურად, სულ იყო მოდა. პირველ კლასში თეთრი პერანგიც კი არ მცმია, სულ მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი. სამოსში უფრო ხელოვნებას ვხედავდი, თვითგამოხატვის საშუალებას. გავიზარდე და მივხვდი, რომ ჟურნალისტობა ისე არ მომწონს, როგორც წამყვანობა – ეს არის ჩემი. კამერის დანახვაზე ვცოცხლდები. სულ რომ მკვდარი ვიყო, ვდგები. ჩემთვის კამერა, ვიდეო იქნება ეს, ფოტო თუ სხვა, ნარკოტიკივითაა. ახლა რასაც ვაკეთებ, ისაა, რაც ბავშვობიდან მინდა – მოდა და წამყვანობა. ჟურნალისტობაც ძალიან საინტერესოა, ორივე პროფესიას ვაფასებ, მაგრამ, მგონია, რომ კამერის უკან ვერ დავდგები. თუ დავდგები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის კრეატიულ ნაწილზე ვიზრუნებ, სტაილინგზე და სხვა. მოდის სფეროს შერწყმული სატელევიზიო პროექტები – ეს არის ჩემი.

– ტელევიზიამდე მოდაზე წერით მოხვედი?

– ტელევიზიამდე მქონდა ჩემი ბლოგი. ჩემი ბლოგის ისტორიაში საინტერესო მომენტებიც ყოფილა, რისი გადამოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი. მაგალითად, შარშან მოდის კვირეულებზე დამსწრე ქალბატონების ძალიან დიდ ნაწილს ქურთუკი არა ჩაცმული, არამედ, უბრალოდ, მხრებზე ჰქონდა მოგდებული. ამას მივუძღვენი პოსტი. ორი კვირის შემდეგ გამოვიდა იტალიური „ვოგი,“ სადაც ზუსტად იმავე თემაზე წერდნენ. ეს ჩემგან კი არ წაიღეს, უბრალოდ, დაემთხვა და ორივემ ერთსა და იმავეზე გავამახვილეთ ყურადღება. 

– კრიტიკის ელემენტები გქონდა თუ ქართულად, მაინც ერიდებოდი?

– ზოგადად, კრიტიკაზე ვიტყვი. გული მწყდება, რომ ქართველებმა კრიტიკა არ ვიცით. ჩვენებიდან გამოდის ბევრი ცნობილი სახე, რომელიც ეკრანზე ძალიან კარგს ამბობს, მაგრამ, კამერა მიტრიალდება თუ არა, ცუდის ლაპარაკს იწყებს. თან, ეს ცუდიც ძალიან სუბიექტურია. თუ ვინმეს ვაკრიტიკებ, ყოველთვის აღვნიშნავ, ამას რატომ ვამბობ – მაქვს საფუძველი და მიზეზები, რომლებსაც ვხედავ. თუ ამის დასაბუთება არ შეგიძლია, მაშინ, გაჩუმდი. ჯანი ფონტანა თუ მეტყვის, რომ „ლუქი“ არასწორად გაქვს აწყობილი, არ ვარგაო, მაშინ დავიჯერებ. სხვათა შორის, „პროფილში“ როგორც მეცვა, ისე მეცვა შარშან მოდის კვირეულზე – გამჭვირვალე ზედა. „ვოგის” ფოტოგრაფი მოვიდა და კომპლიმენტი მითხრა – ამ „ლუქის“ არჩევისთვის შემაქო და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემთვის კრიტიკა პროფესიონალისგან არის მისაღები, ვინც მოდის სფეროში მოღვაწეობს. „უბრალოდ არ მომწონს” – კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ, ლანძღვა – ეს ცალკე ფენომენია. 

– რატომ ვილანძღებით?

– უპირველეს ყოვლისა, განათლების პრობლემა გვაქვს. ილანძღებიან ძირითადად გოგოები, სოლიდარობის ნაცვლად ისინი ისვრიან ქვებს. მაგრამ, არის კიდევ დაუკმაყოფილებელი ბიჭების ჯგუფი, რომლებიც, როგორც კი გახდილ გოგოს დაინახავენ ეკრანზე ან ჟურნალში აუცილებლად ჰგონიათ, რომ ღამით ის მის საწოლში უნდა აღმოჩნდეს. ეს საშინელებაა. ეს არის ეკრანული იმიჯი, სამსახურია იმ ადამიანის, ვინც ამას აკეთებს და, სრულიად წარმოუდგენელია, ამის მიხედვით იმსჯელო ადამიანზე. აქ ახალი არაფერია. მხატვრები ყოველთვის ხატავდნენ შიშველ სხეულს, ახლა კი გაჩნდა შიშველი ფოტო. მთავარია, ის ვულგარულად და უხარისხოდ არ იყოს გაკეთებული. ესთეტიკა ყველაფერში მთავარია. საშინელებაა, როდესაც ამას აიგივებენ „ნაშობასთან,“ ან, საკუთარი თავის უცებ „გაპიარებასა“ და იოლ პოპულარობასთან. და კიდევ ერთი საშინელი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებისგანაც მოდის და კომენტარებშიც ხშირად მხვდება: მშობელმა რა გითხრა? დედას რა რეაქცია ჰქონდა? არანაირი! სახლიდან გამოვდივარ მაშინ, როცა ან გადაცემაში მივდივარ ან ფოტოსესია მაქვს. დედაჩემი შენიშვნას იმ შემთხვევაში მომცემს, როდესაც რაღაც ცუდს გავაკეთებ. მაგრამ, როდესაც დედაჩემი განათლებული ადამიანია და ზუსტად იცის, რომ ჩემს საქციელში ცუდი არაფერია, რა უნდა მითხრას?! დედაჩემს მადლობა, რომ დღეს ასეთი ვარ. მთავარია, მე ვინ ვარ – ეს ზუსტად მაქვს გაცნობიერებული და თავს კომფორტულად ვგრძნობ. სკოლაშიც კი ვხედავდი, რა დღეში იყვნენ სექსს მოწყურებული ბავშვები, როდესაც კიბის უჯრედიდან ბიჭებს უჭვრიტინებდნენ და ყოველდღე სხვადასხვა ტიპი მოსწონდათ. მე რომ მკითხო, ეგაა ბოზობა და არა გახდა. ან, ის, საქალწულე აპკს რომ უფრთხილდებიან და სხვას ყველაფერს აკეთებენ. ჩემთვის ეს არის საშინელება, აღვირახსნილობა. მშობლების მხრიდან საშინელი შეზღუდვის გამო უარესებს აკეთებენ. მშობლებს ჰგონიათ, რომ მათ შვილებს შეყვარებულები ჰყავთ და „ნეკი-ნეკისათი“ დადიან. ასე რომ, ყველაზე ნაკლები პრობლემა გახდაშია. 

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ. კამერასთან ვათენებ და ვაღამებ. თუ პირად ცხოვრებაში ბოიფრენდს გულისხმობ, მაშინ, ასეთი არ არსებობს. არ მჭირდება არაფრის მოგონება, ზოგს ერთი რომ ჰყავს და ათს ამბობს, ზოგს კი – პირიქით. ეს არის ნიღბები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს მორგებული აქვს. ჩემთვის მარაზმი სწორედ ნიღბის ტარებაა. მოკლედ, პირად ცხოვრებაში თავისუფალი ვარ. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდება, ეს ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და მეგობრები არიან, მაგრამ, მათგანაც მხოლოდ რჩევას ვიღებ, რამის აკრძალვას ან დაშლას ვერ ავიტან. „ასე არ ჩაიცვა, ვინმე შემოგხედავს” – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. სანამ შეყვარებულს გაიჩენენ, ყირაზე გადადიან და, შეყვარებული რომ ჰყავთ, მერე თავსაც აღარ უვლიან. რა მნიშვნელობა აქვს, რა მეცმევა?! რეალურად, ჩადრის ქვეშ ხდება ყველაფერი და ყველაზე სექსუალური; მუცლის ცეკვაც და მკერდის გამოჩენაც იმ აღმოსავლეთიდან მოდის. ასე რომ, დღეს თუ გიპიურის ბლუზას ჩავიცვამ, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გამჭვირვალე ზედა მაცვია და სხვას არაფერს. 

 

скачать dle 11.3