კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

თურმე, ალავერდი-ხანმა, მრისხანე შაჰ-აბასის სახელგანთქმულმა სარდალმა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მოხელეს, რომელსაც მისი დასაკრძალი აკლდამის გაკეთება ჰქონდა დავალებული, ჰკითხა: თუ რა მდგომარეობაში იყო მისი საუკუნო განსასვენებლის მშენებლობა. მოხელემ გულუბრყვილოდ უპასუხა:

– მაღალი გუმბათი და აივანი, რომელიც დასამარხ ადგილად არის განკუთვნილი, სრულყოფილი სახით დასრულდა და თქვენს მობრძანებას ელის.

ალავერდი-ხანი წარმოშობით ქართველი იყო, გვარად უნდილაძე. შაჰ-აბასი სწორედ მასზე ამბობდა: „მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო“.

***

– რა არის, რომ სამსჯავროში საქმის გარჩევის დროს მსაჯულებს მუნდირები აცვიათ, ადვოკატებს – ფრაკები და დამნაშავენი კი უფრო ხშირად შიშვლებიც არიანო? – ჰკითხეს ერთხელ აკაკის.

– ეს იმას ნიშნავს, – მიუგო პოეტმა, – რომ საქმის გარჩევა მსაჯულებისთვის სამსახურია, ადვოკატებისთვის – ბალი და დამნაშავეთათვის კი – აბანოო.

***

ნოდარ დუმბაძის ერთ მეგობარს ქორწილში დანა-ჩანგლის ნაკრები მიართვეს – ყველა ბლაგვი. დახედა ნოდარმა და თქვა:

– ეს დანა-ჩანგალი მხოლოდ იმისთვის გამოდგება, როცა დაგივარდება, გაიგო, სტუმრად ქალი მოდის თუ კაციო.

***

აკაკის იუბილეზე სცენაზე პოეტის სავარძლის გვერდით იაკობ გოგებაშვილი იჯდა. აკაკი მილოცვებს უსმენდა და დროდადრო თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა იაკობს.

სხვა მრავალთა შორის აკაკის პავლე თუმანიშვილმაც მიულოცა. მან ქართული კარგად არ იცოდა და თავისი მისალოცი ადრესის კითხვა ასე დაიწყო: „ჩვენო სასიკადულო მგოსანო...“ რამდენიმე წინადადება წაიკითხა და შემდეგ ადრესის ტექსტი კითხვის განსაგრძობად თავის თანმხლებ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს გადასცა.

აკაკიმ იაკობ გოგებაშვილს გადაუჩურჩულა ღიმილით:

– გაიგონე, რა მითხრა პავლემ? ჩვენო სასიკვდილო მგოსანოო!

скачать dle 11.3