კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (83)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ანეკდოტები

– აუ‚ მაგარი სიზმარი მესიზმრა: ოთხ მტვირთავს ჩემი ხელფასი მოჰქონდა...

– ახდენას ტყუილად ნუ ელოდები‚ კუპონების დრო დაგსიზმრებია...

***

გამოიგონეს ახალი საათი – რამდენ გინებასაც „გაიგონებს“‚ 1 დანაყოფით წინ მიდის. დააყენეს რესტორნებში. 24 საათის შემდეგ მივიდნენ იმერულ რესტორანში შესამოწმებლად. ხედავენ, საათი 5 წუთით წინაა; ქართლის რესტორანში – 20 წუთით წინ. კახეთის რესტორანში საერთოდ აღარ დახვდათ. – სად წაიღეთ საათი? – იკითხეს. – ეგა საათი იყო? ჩვენ კიდენა, ვიფიქრეთ‚ ზამთარში ვინტილატორი რა ჩემ...  გვინდაო და მოვხსენით...

***

დაიხსომეთ‚ თუ თქვენი ცოლი დაქალთან საუბრისას ამბობს: „გოგო‚ ჩემიც ეგრე“... – ალბათობა იმისა‚ რომ გაქებენ, ნულის ტოლია.

***

სვანმა პატრულმა ქალი გააჩერა – მართვის მოწმობა მაჩვენეთო.

– ეგ რა არის?

– აი‚ რაზეც თქვენი სახეა გამოსახული.

ქალმა კარგა ხანს იჩხრიკა ჩანთაში და ბოლოს ამოიღო სარკე‚ ჩაიხედა და პატრულს მიაწოდა. პატრულმა დახედა სარკეს:

– მაშინვე გეთქვა‚ პატრული რომ იყავი!

***

ორგანიზაციამ დირექტორის თანაშემწის ვაკანსია გამოაცხადა. მოთხოვნა – საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება‚ კომპიუტერისა და უცხო ენების ცოდნა. 

დაიწყო ქასთინგი. დირექტორთან შედის ძაღლი... ორ ფეხზე‚ ბეწვი უბრწყინავს‚ მიესალმა იქ მსხდომებს‚ დაჯდომის უფლება ითხოვა და სავარძელში მოკრძალებულად ჩაჯდა. 

ყველა გაოცებული უყურებს.

– აბა, გვაჩვენეთ‚ რა შეგიძლიათ‚ – მიმართა დირექტორმა.

ძაღლი კომპიუტერს მიუჯდა‚ ხუთ წუთში შეადგინა შეთავაზებულ თემაზე დოკუმენტი – მოკლედ ჩამოყალიბებული‚ გასაგები აზრით‚ სტილისტურად გამართული და გრამატიკულად უშეცდომო‚ გაგზავნა მითითებულ მისამართზე‚ შემდეგ მცირე პროგრამაც შექმნა. ყველა შოკშია. 

– რომელი უცხო ენა იცით?

– მიაუ...

***

ზარმაცები ყველაფერს აკეთებენ სწრაფად‚ რომ სამუშაო დროზე დაამთავრონ და ხარისხიანად‚ რომ მეორედ არ მოუწიოთ გაკეთება...

***

კითხვაზე: „რას აკეთებ?“ მარტო ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მოისმინო პასუხი: „არაფერს‚ ვმუშაობ“.

***

როცა დალევ‚ აუცილებლად გაგახსენდება‚ რამდენი ადამიანი ელოდება შენს  ზარს სწორედ ახლა... ღამის ორის ნახევარზე...

***

„ხვალიდან ადრე დავიძინებ‚” – ეს იგივეა‚ რაც „ხვალიდან სიგარეტს ვაგდებ‚” ან – „ხვალიდან დიეტაზე გადავდივარ...”

скачать dle 11.3