კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილისწინა სიტყვები

პეტრე ბაგრატიონი – მხედართმთავარი

დაჭრილმა ბაგრატიონმა, როცა გაიგო, რომ მოსკოვი ფრანგებმა აიღეს, წამოვარდა ლოგინიდან, დაჭრილი ფეხი იატაკს დაარტყა და სამჯერ დაიყვირა: „მოსკოვი! მოსკოვი! მოსკოვი!..“ შემდეგ წაიქცა და სული განუტევა.

აგრიპინა – ძველი რომის გამოჩენილი მოღვაწე პირველ საუკუნეში 

ის მოკლეს, მისი შვილის, იმპერატორ ნერონის მიერ მიგზავნილმა მკვლელებმა. სიკვდილის წინ აგრიპინამ დაწყევლა ნერონი ასეთი სიტყვებით: „წყეულო საშო“.

ლავრენტი – ქრისტიანი წმინდანი. მისი სხეულის ნაწილები საქართველოშიც ინახება

წმიდა ლავრენტიმ იდეისთვის დაითმინა ტკივილი და როცა კოცონზე წვავდნენ, თვითონ მიიტანა წამების ადგილზე რკინის ცხავი, რაზეც უნდა დაეწვათ, ხოლო როცა ცეცხლი აბრიალდა, მხოლოდ ეს ითხოვა: „შემაბრუნეთ, რადგან ეს მხარე საკმაოდ შეიწვა“.

პეტრე პირველი – რუსეთის იმპერატორი

სიკვდილის წინ მან მოითხოვა ქაღალდი და საწერ-კალამი. მოასწრო ორი სიტყვის დაწერა: „ყველაფერი მიეცით“...

დანტონი – საფრანგეთის რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე

ის რობესპიერმა დასაჯა სიკვდილით. გილიოტინაზე მიმავალმა რობესპიერს მიაძახა: „რობესპიერ, მე გელი შენ!“

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჩემი თავი იმის ღირსია, რომ ფრანგ ხალხს აჩვენოთ, ხოლო გვამი – რობესპიერს“.

აბდელ-კადერი – ალატრელი სარდალი და პოეტი, ფრანგთა წინააღმდეგ აჯანყების სულისჩამდგმელი 

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, მეორედ მოსვლისას ბრმად აღმადგინე, რომ მართლმორწმუნეთა ცქერა არ შემრცხვეს“.

скачать dle 11.3