კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* კომპანია „შაილს ვილსმა“, რომელიც საქონელს ქალი მძღოლებისთვის აწარმოებს, შეიმუშავა „დასაკეცი“ ფეხსაცმელები – მაღალი ქუსლი, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „შეკეცოთ“.

* სამოციან წლებში, აკრობატი ჰორსტ კლაინი აძვრა ელექტროგადამცემ ბოძზე, გამორთო მაღალი ძაბვა, მავთულზე 30 მეტრი გაიარა და აღმოჩნდა დასავლეთ ბარლინში – მან ამ ხერხით გადალახა ბერლინის კედელი.

* თანამედროვე ინგლისურ ენაში გამოიყენება პროდუქციის სახელის დაწერის ორი ვარიანტი, იმის მიხედვით, თუ სად იწარმოება ის: შოტლანდიურ, კანადურ და იაპონურ ვისკის აქვს წარწერა – whisky, ხოლო ირლანდიურსა და ამერიკულს, სიტყვა – whiskey.

* მეცხრამეტე საუკუნეში ლიბერია არ იყო შავკანიანი მონების მიერ დაარსებული ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა აფრიკაში; მეორე იყო, მერილენდის რესპუბლიკა, რომლის დროშა – 7 შავი და 6 ყვითელი ზოლით, მოგაგონებთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, მეზობელი ლიბერიის დროშას. სწორედ მის შემადგენლობაში შევიდა მერილენდი 1857 წელს. 

* მომწამვლელი ნივთიერება ლუიზიტი ადვილად ორთქლდება ბრძოლის ველიდან და სწორედ ამიტომ უწოდეს მას სიკვდილის ნამი (ცვარი). 

* ფრანგმა შარლოტა ლემანმა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა და პუშკინის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო, სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა – მას საკუთარი მამის სიძულვილი აეკვიატა. სხვათა შორის, მის მამას ჟორჟ დანტესი ერქვა.

* პარიზის ერთ-ერთი ციხის ახლად დანიშნულმა უფროსმა თხოვნით მიმართა ქალაქის მერიას, ფასადიდან ჩამოეხსნათ წარწერა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, იმ მოტივით, რომ მოწოდება დაცინვის ელემენტებს შეიცავდა.

* „გინესის რეკორდების წიგნის“ თანახმად, რეკორდსმენი, ინგლისელი როი ლომას ყველაზე მაღალი სიხშირის ხმას გამოცემს (122,5 დეციბალი). „ბულბულ-ყაჩაღის” სტვენის ბგერათა სიხშირე კი 192 დეციბალამდე აღწევს და ადამიანისთვის სასიკვდილოა.

* კარავაჯოს ნახატი „იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა“ 5 მეტრი სიგრძისაა და ლა-ვალეტეს ტაძრის მთელი კედელი უკავია. მხატვარს უნდოდა, მნახველს გამოსახულება ისე აღექვა, თითქოს მოქმედება მის თვალწინ ხდებოდა. ამიტომაც, ხელოვნებათმცოდნეები მას კინოეკრანს ადარებენ.

скачать dle 11.3