კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ორმაგი გაუგებრობა

ლიზას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად და ნერვების დასამორჩილებლად.

– გინდა, ახლავე განახვო, რა შემიძლია? ბევრს არაფერს გავაკეთებ, მივალ ლევანთან და ვეტყვი, რომ შენ აქ ჩემს დასაშანტაჟებლად მოხვედი და ამ საშუალებით გინდა მიიღო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს ქმარს შენი ფირმისთვის აქვს გადმოსარიცხი. ფიქრობ, ხელს კარგად მოითბობ და გამოგივა? არც იფიქრო. ძალიან ცუდი თამაში წამოიწყეთ შენ და შენმა მეგობარმა. მეგონა, ჭკუა ეყოფოდა და გაჩერდებოდა, მაგრამ, არა, მაინც არ იშლის თავისას და ახლა შენი საშუალებით ცდილობს, ჩემზე ზეგავლენა მოახდინოს. ცეცხლს ეთამაშებით ორივე. მე კი საერთოდ არაფრის მეშინია, პრობლემას ვერ შემიქმნით.

გიგის ხმა არ ამოუღია. უსიტყვოდ მოისმინა მთელი ეს ტირადა და გაიღიმა:

– მეგონა, იტყოდით, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, ვინ არის ზუკა.

– ვითომ რატომ?

– იმიტომ, რომ ასე გაცილებით მარტივია. „ვინ არის ზუკა? ასეთს არავის ვიცნობ!.. რა გნებავთ, ახალგაზრდავ? წარმოდგენა არ მაქვს, ვისზე ან რაზე ლაპარაკობთ“, – გაპრანჭული ხმით წარმოთქვა გიგიმ და ქალს თვალი ჩაუკრა, – პრინციპში, მომწონს თქვენი ასეთი შემართება. მიყვარს მებრძოლი ქალები – საინტერესოები და ორიგინალურები არიან.

ლიზამ წარბი შეიკრა:

– ნუ თავხედობ, თორემ, ამევსო მოთმინების ფაიალა. ახლავე წადი აქედან!

გიგიმ მხრები აიჩეჩა:

– არ გამოვა. საქმე მაქვს, ხომ არ დაგავიწყდათ?

– სხვა ფირმას მოვძებნით. წადი და ლევანს მე ავუხსნი, რატომ გახდა საჭირო სხვა სარეკლამო კომპანიის მოძებნა.

– გეუბნებით, არ გამოვა-მეთქი. ჩემს ფირმას ჰონორარი უკვე ჩაურიცხა თქვენმა ქმარმა და, რაც მთავარია, მე თქვენი მტერი არ ვარ.

– მართლა? საინტერესოა... მაგრამ, მეგობრად რომ ვერ აღგიქვამ?! ზუკამ მოგაგზავნა?

– არა, ზუკამ არც იცის, აქ რომ ვარ და, საერთოდ, არაფერიც არ იცის.

– მაგალითად, რა არ იცის? „არაფერში“ რა იგულისხმება?

– ის, რომ თქვენთვის ის მხოლოდ სათამაშო იყო და მეტი არაფერი. დარწმუნებულია, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთა. ამიტომ, შეეცდება, თავისი დიდი გრძნობა უკეთ დაგანახვოთ.

ლიზა დაიბნა.

– რაღაც, ვერ გავიგე.

– მესმის თქვენი. თავიდან მეც ვერაფერი გავიგე. რაღაცას ბოდავდა რაინდზე და მის ვალდებულებებზე. რატომღაც, დარწმუნებულია, რომ კიდევ აქვს თქვენთან შანსი.

– ჰმ, კარგად ხარ ინფორმირებული. გეტყობა, მისი გულის მესაიდუმლედ იქეცი. მაშინ, იქნებ აუხსნა შენს ძვირფას მეგობარს, რომ მე ის აღარ მაინტერესებს, თუკი საერთოდ მაინტერესებდა. სერიოზული ჩვენ შორის არაფერი ყოფილა.

– ვიცი და მჯერა, – თავი დაუქნია გიგიმ, – მაგრამ, სამწუხაროდ, ზუკას არ ესმის ეს... უყვარხართ.

ლიზას თვალები აუციმციმდა და ხმამაღლა გაიცინა:

– ვუყვარვარ? რა სისულელეა! რამდენი წლის არის ეგ შენი მეგობარი?

– საქმეც ეგაა, რომ ვერ გაიზარდა. არ ვიცი, რა მოვუხერხო. სულ ვეჩხუბები, ვარიგებ, ჭკუას ვასწავლი... სხვათა შორის, მე იმასაც ვეუბნებოდი, რომ თქვენნაირ ქალთან საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა.

ქალმა თვალები მოჭუტა:

– კარგია, ასე გულახდილად რომ ამბობ შენს სათქმელს.

– ფარისევლობა ჩემგან შორს არის, თანაც, მე მართლა ასე ვფიქრობ.

– საინტერესოა, „ჩემნაირ ქალში“ რა იგულისხმება?

გიგიმ ორაზროვანი მზერით შეათვლიერა გამომწვევად მოღიმარი ლიზა:

– გირჩევნიათ, ისევ გულახდილი ვიყო, თუ...

– გულახდილობის მომხრე ვარ, – სათქმელი აღარ დაასრულებინა ლიზამ.

გიგიმ მიმოიხედა:

– ხომ არ დავმსხდარიყავით? ფინჯან ყავაზეც არ ვიტყოდი უარს. ცოტა არ იყოს, მომშივდა კიდეც.

– ჰო, ზუკას აშკარად არ ჰგავხარ. პირდაპირობა უცერემონიობასა და თავხედობაში გადაგდის, მაგრამ, მე ეს მომწონს კიდეც. პიცას შევუკვეთავ.

– პიცა მიყვარს, – დაეთანხმა გიგი, – მყუდრო კუთხე შევარჩიოთ. აი, იქ, ხელოვნურ ჩანჩქერთან რომ მაგიდაა.

ლიზამ მოშორებით მდგარ ქმარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გიგისთან ერთად მითითებული მაგიდისკენ გაემართა...

***

ქეთიმ ხელსაწყოები სასტერილიზაციო თასში ჩაყარა და ხელთათმანები გაიხადა:

– მორჩა! იმედია, დღეს მეტი პაციენტი აღარ მოვა. ცოტა ადრე მინდა წასვლა.

ლელამ ეჭვით შეხედა:

– რა მოხდა?

ქეთიმ მხრები აიჩეჩა:

– არაფერი. უბრალოდ, ცოტა დავიღალე.

– არა, გატყობ, გუნებაზე ვერ ხარ. მთელი დღეა, გაკვირდები და აშკარად ნერვიულობ რაღაცაზე.

ქეთიმ ამოიოხრა:

– წამოდი, მოვწიოთ და დაგელაპარაკები.

– მოსაწევად და ყავის დასალევად თუ მიდიხართ, მეც გამითვალისწინეთ, – მეორე ოთახიდან გამოსძახა ნატომ, – ახლავე მოვრჩები და შემოგიერთდებით.

ლელამ ყავის აპარატი ჩართო და ჩამოჯდა.

– ჰე, მიდი ახლა, – შეაგულიანა ქეთი, – ისევ ვახო?

– რა ვიცი. შეიძლება, მე... მოკლედ, მგონი, ვახომ რაღაც იცის.

ლელა დაიძაბა და ოთახში იმ მომენტში შემოსულ ნატოს საყვედურნარევი მზერით გახედა.

– „რაღაცაში“ რას გულისხმობ, რა შეიძლება, იცოდეს?

– ნუ, ის ბიჭი რომ მაკითხავდა? ალბათ, ამბავი მიუვიდა ან დაგვინახა... მოკლედ, არ ვიცი...

– მერე რა, რომ გაკითხავდა? ეგ არაფერს ნიშნავს. მეც ხომ არ მიკითხავს, ვინ იყო? არ მიმიქცევია ჯეროვანი ყურადღება, იმიტომ რომ, გიცნობ, ვიცი, რა ტიპი ხარ.

– ხედავ? პრობლემაც მაგაშია...– ამოიოხრა ქეთიმ და სიგარეტს მოუკიდა, – სწორედ ეგ მაწუხებს მეც.

– რაში? ანუ, რა გაწუხებს?

– რადგან ეჭვიანობს, ესე იგი, ვახო არ მიცნობს. ხვდები, რატომ განვიცდი? თან, ბოლომდე არც ამბობს სათქმელს, მაგრამ, ვატყობ, რომ ძალიან ნერვიულობს.

– რაზე შეატყვე?

– სულ მაკვირდება. მაგალითად, იმ დღეს ტელეფონზე ვლაპარაკობდი... შემომისწრო და ნამდვილი დაკითხვა მომიწყო – ვის ელაპარაკებოდი და რატომ გათიშე, როგორც კი დამინახეო. არადა, სპეციალურად არ გამითიშავს, უბრალოდ, საუბარს მოვრჩი და დავკიდე ყურმილი... იცი, რა სახე ჰქონდა? შემეშინდა. არადა, ნატო, შენ გელაპარაკებოდი...

ნატო გაწითლდა და გაოცებით წამოიყვირა:

– ანუ, მე ვარ პრობლემა?

– არა, ეგ რა შუაშია, ფაქტი მოვყევი. ნეტავი, ბოლომდე გაგვერკვია ურთიერთობა. ასე მგონია, ვერ მოვისვენებთ ვერც მე და ვერც ის.

– მერე, რატომ არ გაარკვიეთ? – უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაილაპარაკა ნატომ და ლელას მზერა მოარიდა, – მართლა, დაელაპარაკე და ორივეს მოგეშვებათ.

– შენ გგონია, არ ვცადე? მაგრამ, არ უნდა. მითხრა, ვიცი, კიდევ ვიჩხუბებთ და, აჯობებს, ეგ თემა საერთოდ დავხუროთო. თითქოს ჩემს ნებაზე იყოს დამოკიდებული.

– რატომაც არა. თუკი გითხრა, დავხუროთო. შენც, დახურე, – ლელამ ნატოს შეუბღვირა. ქეთისთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი, – მართალია, ქეთ... საერთოდ ნუღარ წამოსწევ ამ თემას.

– როგორ არ გესმით... – თვალები აუცრემლიანდა ქეთის, – მე არ ვიწვევ, მაგრამ, რანაირად მოვიქცე ისე, რომ ვახოს ეჭვი არ გაუჩნდეს? სულ შემართული და დაძაბული ხომ ვერ ვიქნები?! ხომ იცით, რა ოხერია, ეჭვი? თუ ვახოს უკვე ღრღნის ეჭვიანობა, მე როგორც არ უნდა მოვიქცე, მიზეზს მაინც იპოვის, დამეთანხმეთ.

– ვაიმე, მე კიდევ, დავმშვიდდი, ვიფიქრე, მორჩა, მოაგვარა ქეთიმ პრობლემა-მეთქი და სინდისიც აღარ მაწუხებდა, – წამოსცდა ნატოს და მაშინვე ინანა, მაგრამ, უკვე გვიან იყო. ქეთი რაღაცას მიხვდა.

– მოიცა, შენ რატოღა გაწუხებდა სინდისი? აბა, გამოტყდი. ლელა, შენ მაინც მითხარი, რაშია საქმე, რა უნდა ვიცოდე და არ ვიცი?

– არაფერი. ყურადღებას ნუ მიაქცევ. ნატოს იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენ ორივე ძალიან ვნერვიულობდით, – სიტუაციის გამოსწორება სცადა ლელამ, მაგრამ ქეთიმ არ დაიჯერა და, წამოწითლებული და გაღიზიანებული ფეხზე წამოხტა.

– შენ უთხარი ვახოს, რომ მე თაყვანისმცემელი მყავდა და ვიღაც კაცს ვხვდებოდი? – მიაყვირა ნატოს და დოინჯშემოყრილი წინ გაუჩერდა.

– ქეთი, მოიცადე, არ გვინდა ყვირილი და ჩხუბი, – შუაში ჩადგა ლელა და ნატოს ანიშნა, ახლავე გადი აქედანო. ნატომაც ნელ-ნელა დაიხია უკან და, ისე, რომ არ შეტრიალებულა, კარი გააღო.

– არა, ფეხი არ გაადგა აქედან! ყველაფერი უნდა გავარკვიო... ფეხი არ მოიცვალო-მეთქი, ვერ გაიგე? შენ გელაპარაკები! აი, თურმე, ვინ მყოლია მტერი და ზურგსუკან ჩასაფრებული. საერთოდ არ გრცხვენია? ამ ყველაფრის მერე მოდიოდი და თანაგრძნობით მაძლევდი რჩევებს, მე კი, სულელი, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა შენთვის კარგი და ვახოს შენთვის წვეულებაზე წასასვლელი მოსაწვევიც კი ვთხოვე, ცოტა რომ გამეხალისებინე. უმადურო! – ქეთი უკვე ყვირილზე გადავიდა. ლელა ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.

– დამიჯერე, ნატოს არც უფიქრია შენთვის ზიანის მოყენება... მე ხომ მენდობი... ქეთი, ნუ ყვირი, რა, სირცხვილია. მოდი, ცოტა დავწყნარდეთ და ისე ვილაპარაკოთ.

– რაზე ვილაპარაკოთ ამ ყველაფრის შემდეგ? მე ლამის ისტერიკამდე ვიყავი მისული ნერვიულობისგან, ეს კი, თურმე, ზურგსუკან ორმოს მითხრიდა. მაინც, რა უთხარი ვახოს, მოდი, შენს ბოზ ცოლს მიხედეო? არ გესმის? შენ გელაპარაკები, ქალბატონო და, უმანკო კრავივით ნუ ნაბავ თვალებს, უმჯობესია, შენ თვითონ აღიარო, რა ინფორმაცია მიაწოდე ჩემს ქმარს.

– ნუ მიკივი და სცენებს ნუ მიწყობ! – აყვირდა ნატოც, – როგორ დაგაჯერო, რომ, რაც გავაკეთე, შენს საკეთილდღეოდ გავაკეთე. შეიძლება, ვახომაც იმიტომ მოირბინა ასე სწრაფად. ვინ იცის, იქნებ, შეეშინდა, მართლა რქები არ დაგედგა მისთვის?!

ქეთი გაშრა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. თვალები ისე აუელვარდა, რომ, ლელამ იფიქრა, ახლა კი ნამდვილად თმაში სწვდება ნატოსო და შეშინებულმა ქეთის წელზე შემოხვია ხელები.

– ძალიან გთხოვ, არ გინდა! ძალიან გთხოვ...

ქეთი ერთბაშად მოწყდა, მოეშვა და თითქმის უღონოდ მიესვენა სკამზე. მერე ერთბაშად ისტერიული ტირილი აუტყდა. ქვითინებდა და სლუკუნ-სლუკუნით წარმოთქვამდა სიტყვებს:

– როგორ გამწირეთ... როგორ გამწირეთ ორივემ... არა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნატოს შურდა ჩემი, მაგრამ – შენ? ლელა, შენ რაღა დაგემართა? მე კი ისე გენდობოდით...

ლელამ ამოიოხრა და სასოწარკვეთილმა ხელები გაშალა... 

***

გიგიმ ბოლო ლუკმა ჩაყლაპა და ნასიამოვნებმა ტუჩები ხელსახოცით მოიწმინდა:

– აი, ახლა ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვარ. მშიერ კუჭზე ცუდად ვაზროვნებ.

– გეტყობოდა... – ლიზა ძალიან გაამხიარულა ბიჭის უცერემონიობამ.

– მოკლედ, ასე... ჩვენ, შეიძლება, სერიოზული გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ; თანაც, ორმაგი გაუგებრობის წინაშე...

– აბა, კარგად განმიმარტე, საყვარელო?!

გიგიმ მოწონებით შეხედა ქალს:

– ფეხმძიმედ რომ არ იყოთ და ამ ბოლო დროს ზედმეტად ერთგული მეუღლის როლს რომ არ თამაშობდეთ, აუცილებლად შევეცდებოდი თქვენს ცდუნებას.

– ეგეც გეტყობა, – აკისკისდა ლიზა, – მართალი ხარ იმაშიც, რომ ამ ეტაპზე მარტო ჩემი ქმარი მაინტერესებს. ამ ეტაპზეც და, ალბათ, მერეც.

– „ალბათო“, – მოვისმინე მაგ მშვენიერი ბაგეებიდან, ანუ, პატარა შანსს მიტოვებთ? – თამაშში აჰყვა ბიჭი, მაგრამ, ქალი ერთბაშად დასერიოზულდა:

– არა, არავითარი შანსი! რა ორმაგ გაუგებრობაზე ლაპარაკობდი?

– ზუკა აპირებს, თქვენი კაფე-სალონის პრეზენტაციაზე მოვიდეს. მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ფეთქებადსაშიში სიტუაცია შეიქმნას. ამიტომ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ – მე და თქვენ!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3