კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხარჯვანი ფულისანი...

გაყინული ჯადოქრობა

ზაფხული ყველას გვიყვარს, მაგრამ შეუძლებელია, არ ვაღიაროთ ყინულისა და თოვლის სპეტაკი მშვენიერება...

* ინგლისელი მხატვარი საიმონ ბეკი ყოველ ზამთარს საკმაოდ დიდ დროს ატარებს ფრანგულ კურორტ ლესარესში. იცვამს წყლის თხილამურებს და თოვლზე გამაოგნებელი სილამაზის ნაყშები და მაქმანები გამოჰყავს. ერთი შედევრის შექმნას საიმონი ექვს საათს ანდომებს.

* შარშან ზამთარს მსოფლიოში ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: იანვრის ბოლო კვირას ახალი დღესასწაული – თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თოვლი ადამიანის ფანტაზიას აძლიერებს და ზოგიერთი განსაცვიფრებელ შენობებსა და სკულპტურებს ქმნის ამ თეთრი, ბუნებრივი მასალისგან, რასაც აღფრთოვანებაში მოყავს მნახველები.

* იაპონიაში დიდი თოვლი არ აშინებთ. ისინი 4-5 მეტრი სიმაღლის თოვლში გამაოგნებელ ლაბირინთებსა და სვეტებიან დარბაზებს ჭრიან.

* მოქანდაკე ბრენტ კრისტენსენი ყინულის კოშკების შენებაში დაოსტატდა. უნიკალურია მისი მეთოდი – ის საშენ მასალად ყინულის ლოლუებს იყენებს. მისი ყინულის კოშკი 7,5 მეტრი სიმაღლისაა. იქ გამოქვაბულიც არის, გვირაბებიც, უზარმაზარი სლოდ-შოუ, ბარი და გასართობი – საციგურაო დარბაზიც. ღამე ეს კოშკი ჯადოსნური სანახავია.

* ფიფქი ჯადოსნური „ქმნილებაა“. არც ერთი ფიფქი არ ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, ისინი იქამდე დნებიან, სანამ ბოლომდე აღიქვამ მათ მშვენიერებას. პირველი ადამიანი, ვინც სცადა, ფიფქის უნიკალურობა  დაეფიქსირებინა და „შეენახა“, იყო უილსონ ბენტლი.

მან ამ საქმეს ლამის მთელი ცხოვრება შეალია. დღეს ბენტლის მიერ გადაღებული ფიფქების ფოტოები გამოფენილია მსოფლიოს ცნობილ გალერეებში და თითოეული 4 800 დოლარად არის შეფასებული.

* ეგვიპტელების მინიმუმ სამ თაობას თოვლი მხოლოდ ფილმებში აქვს ნანახი, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოხდა საოცრება და 2013 წლის ბოლოს აფრიკის ამ ნაწილში, პირველად 120 წლის განმავლობაში, მოთოვა ისე, რომ პირამიდებიც კი თოვლმა დაფარა. ვარაუდობენ, რომ კიდევ 120 წელი გავა, ვიდრე ეგვიპტეში ხელმეორედ მოთოვს.

 

ხარჯვანი ფულისანი...

არ იცით, რაში დახარჯოთ ფული? ცოტას დაგეხმარებით, თუკი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად არ იცით, სად წაიღოთ ის. დავიწყოთ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტით: ერთი ამერიკელი მხატვარი ფულს იმით შოულობს, რომ გაბერილი საჰაერო ბუშტებისგან სხვადასხვა ცხოველის  გამოსახულებას ქმნის. როგორ ფიქრობთ, რამდენის შოვნა შეიძლება ამ საქმიანობით? ნამდვილად ვერ გამოიცნობთ. 2013 წლის ნოემბერში მხატვარმა ჯოზეფ კუნსმა ფორთოხლისფერი გაბერილი ყვავილი 58,4 მილიონ დოლარად გაყიდა. მართალია, ყვავილი მხოლოდ ჰგავს გაბერილი ბუშტებისგან შექმნილს, სინამდვილეში ის ლითონისაა, ოღონდ ძალიან მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული, თანაც, საკმაოდ მოზრდილი – მომცრო ოთახის ზომის. მაგრამ, როგორი გიჟი უნდა იყო, რომ, თუნდაც ხელოვნების ნიმუშ  ყვავილში თითქმის  60 მილიონი გადაიხადო...

ხელოვნების შედევრად არის მიჩნეული პლასტმასისგან დამზადებული ადამის თავის ქალა, რომელიც 8 601 ცალი ბრილიანტის ქვით არის მოჭედილი... შედევრიც,  მგონი, ამიტომ არის და ფასიც შესაბამისი აქვს – 100 მილიონი დოლარი.

გარდა თანამედროვე გენიოსებისა და მათი შედევრებისა, ფული წარმატებით შეგიძლიათ დახარჯოთ, მაგალითად, პოლ სეზანის ტილოებში. მისი ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ნამუშევარი, „კარტის მოთამაშეები,“ 259 მილიონ დოლარად შეიძინა ბერძენმა მილიარდერმა გეორგ ემბირიკოსმა. ისევ მოდაშია ედუარდ მუნკი – მისი ბოლო რეკორდი 119 მილიონი დოლარია...

საწყალი პიკასო, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად დააფასებდა საკუთარ ფუნჯს, რომლის ერთი მოსმითაც 107 მილიონი დოლარი იშოვა – სწორედ ამ ფასად გაიყიდა ბოლოს აუქციონზე მხატვრის ნამუშევარი „გაშიშვლებული მწვანე ფოთლები და მკერდი“ – ეს ნახატი პიკასომ ერთ დღეში შექმნა. საინტერესოა, რა დრო მოანდომა მისმა მყიდველმა 107 მილიონის მოგროვებას...

 

скачать dle 11.3