კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდიდან ითვლება საბანკო გარანტია გაცემულად, ანუ, როდის შედის ის ძალაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება საბანკო აკრედიტივის გახსნა და რა უფლება-მოვალეობები წარმოეშობათ აკრედიტივის გახსნით მხარეებს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი) ვალდებულია, კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა ან გაანაღდოს რემიტენტისაგან გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი ან/და დაავალოს სხვა ბანკს ამ ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს საინკასო დავალება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების  ან/და აუცილებლობის შემთხვევაში  გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება სანაძლეოს სახით ან თამაშის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების საკითხი, ანუ, წარმოშობს თუ არა წაგებული თამაში ან სანაძლეო სამართლებრივ ვალდებულებებს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  თამაში ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება ასევე სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშის ან სანაძლეოსათვის, ასევე, საბირჟო ან ამის მსგავს გარიგებებზე საქონლის ან საბირჟო ქაღალდების მიწოდების შესახებ, რომელსაც თამაშის ან სანაძლეოს ხასიათი აქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, წარმოშობს თუ არა სამართლებრივ ვალდებულებებს ლატარიის გათამაშება, ანუ, შემიძლია თუ არა, მოვთხოვო ლატარიის გამთამაშებელს მოგებული თანხა სასამართლოს მეშვეობით, თუ იგი ამ თანხის მოცემაზე თავს იკავებს?

პასუხი: გაცნობეთ, რომ ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან გავაფორმო სხვა პირის, მოცემულ შემთხვევაში – ოჯახის წევრის დაზღვევისთვის?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისთვის.  ამასთან, თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.

скачать dle 11.3