კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ექევერიამ ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სინათლის ნაკლებობამ შეიძლება როზეტების გადახსნა და დეფორმაცია გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს ნიშნავს, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ. ასე, ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ფოთოლზე ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ ფრთხილად გაწმინდეთ.

კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და პრეტეზიულია თუ არა ის?

პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას სინათლე მუდმივად სჭირდება. მზეს იტანს, თუმცა ზაფხულობით შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. იდეალურია 18-24 გრადუსი სითბო. ყვავილობისთვის ზამთარში რამდენიმე კვირით დაახლოებით 10 გრადუსზე დადგით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირი პრეტენზია არ ექნება. ეცადეთ, მზიანი ფანჯრის რაფაზე დადგათ.

კითხვა: დიდი თუ იზრდება ანანასი და სჭირდება თუ არა ხშირად მოვრწყა?

პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, შეიძლება, თქვენი ბინაც ევიწროოს. თუმცა, თუ საკმარისი ფართი გაქვთ, ინტერიერს დიდი ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განამვლობაში იზრდება. ამიტომ ზაფხულშიც ხშირად მორწყეთ და ზამთრობითაც მიწა ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო ცივია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.

კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა, ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია?

პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და ამის შედეგად დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს, ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხით.

კითხვა: წელიწადის ამ დროს სად არის სასურველი, ფეროკაქტუსის მოთავსება?

პასუხი: ზამთრის ყინვები რომ გაივლის, გარეთ გაიტანეთ და სინათლეზე დადგით. მისთვის შესაფერისი ადგილი სამხრეთის ფანჯარაა. ეს მცენარე, მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს მზეზე, ზამთარშიც კი. იდეალურია ნორმალური ან მაღალი ტემპერატურა, ზამთარში მინიმუმია 7 გრადუსი და კარგი განათება. 

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ბანანი?

პასუხი: ზრდის პერიოდში ნიადაგი რეგულარულად შეამოწმეთ და კარგად მორწყეთ. ზამთრობით მორწყვა შეამცირეთ, ოღონდ მიწას ნუ გამოაშრობთ. გაზაფხულზე და ზაფხულში კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ტოტები, რომლებიც ნაყოფს მოისხამს, გაუხმება, მაგრამ მალევე ამოუვა.

 

скачать dle 11.3