კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბუნებრივი მოვლა

გაზაფხულზე კანს განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა სჭირდება. სასურველი შედეგი რომ მიიღოთ, შეეცადეთ, მოვლის ყველა საშუალება 100 პროცენტით ბუნებრივი იყოს.

დაიწყეთ საპნით: კოსმეტოლოგთან შეიძინეთ შინ დამზადებული კოსმეტიკური საპონი. დააქუცმაცეთ, ჩააყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და  შესარბილებლად დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ჩაუმატეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, ლიმონის წვენი, ფორთოხლის ცედრა, ნალექიანი ყავა და ხმელი პიტნა, კარგად ამოურიეთ და 5 წუთი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და, რომ შეგრილდება, ხელით დაამზადეთ პატარა ბურთულები და შეინახეთ მშრალ ადგილას. თითო ბურთულა, შეიძლება, 2-3 დაბანაზე გეყოთ. ქაფი სახეზე გაიჩერეთ 10-15 წუთი.

შინაური კოსმეტიკა ახალი ბიუთი-ტრენდია: ის არ შეიცავს კონსერვანტებს, დამზადებულია მთელი მონდომებით და გაჯერებულია თქვენივე ხელების ენერგეტიკით. ამიტომ, შეეცადეთ, თავად დაამზადოთ კოსმეტიკური საშუალებები როგორც სახისთვის, ისე სხეულისთვის. გამოიყენეთ ისევ და ისევ ბუნებრივი კომპონენტები: ახალი ნაღები, ხორბლისა და ქოქოსის ზეთი, ალოეს წვენი და ასე შემდეგ.

დღეს გასწავლით კიდევ ერთ შინაურ რეცეპტს, რომელიც გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას და აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით: სელის ნაჭრისგან შეკერილი ტომსიკა (რვეულის ფურცლის ზომის მაინც უნდა იყოს) გაავსეთ საშუალოდ ცხელი (მშრალი) წიწიბურათი, მაგრად მოუკარით თავი და თქვენი ოჯახის წევრს სთხოვეთ, ამ ტომსიკით დაგიმასაჟოთ ზურგი, მხრებიდან წელისკენ მიმართულებით. ამ პროცედურის შედეგად ხდება კუნთების გახურება და გეუფლებათ სასიამოვნო მოდუნება, რაც მოგიხსნით დაღლილობასა და დაძაბულობას. ხოლო თუ ტომსიკას ერთ-ორ წვეთ ჟასმინის ეთერზეთს დააწვეთებთ, თერაპევტული ეფექტი შეივსება ნეტარებისა და ჰარმონიის შეგრძნებით. გარდა ამისა, ეს პროცედურა აუმჯობესებს კანის ტონუსს და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

კიდევ ერთი შემოქმედებითი ბიუთი-პროცესია შინაური სკრაბის დამზადება: ცოტა მსხვილად დაფქვით ყავის მარცვლები ან ვანილის ჩხირები (შეგიძლიათ, თანაბარი პროპორციით შეურიოთ ერთმანეთს). ამ სკრაბისთვის იდეალური ფუძეა თხევადი თაფლი. ასე რომ, მიართვით თქვენს სხეულს ტკბილი და უვნებელი „დესერტი“.

ზეითუნის ზეთის ღირსებების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ის განსაკუთრებით აქტიურად ებრძვის კანის სიმშრალეს: დაახლოებით 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, მიღებული ნარევი წაისვით პრობლემურ ადგილებზე და შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი, ხელთათმანები ან წინდები.

დილა-საღამოს სახის კანი, ყელი და დეკოლტე გაიწმინდეთ მცენარეული ნახარშებით (ოხრახუში, ნიახური, პიტნა, გვირილა და ასე შემდეგ) და შეშრობისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი კრემი.

скачать dle 11.3