კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

არავითარი ულტიმატუმი

 

როცა ხვდებით, რომ დააშავეთ და საყვარელ ადამიანს ტყუილუბრალოდ ატკინეთ გული, უნდა შეეცადოთ და სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ შემოატრიალოთ. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ინსტინქტურად, პირდაპირ თავდაცვაზე გადადიან. ეს შეცდომაა, რომელსაც, არცთუ იშვიათად, ურთიერთობის გართულებამდე ან სრულ დანგრევამდე მივყავართ. მაგალითად, არ უნდა უთხრათ თქვენზე გაბრაზებულ ადამიანს: „შენც კარგი ვინმე ხარ“, „გაჩუმებულიყავი და მეც აღარ აგყვებოდი“... რა დროს ბრალდების წაყენებაა, როცა მისი შერიგება გინდათ?! შეიძლება, რაღაც წყენა მართლაც გაქვთ გულში, მაგრამ, მიზანი რა არის – შერიგება თუ ხელახალ კონფლიქტში შესვლა?! არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ. ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თქვენი გაღიზიანება სწორი არ არის. თუმცა, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ფიქრობთ – არც ისეთი დამნაშავე ვარო. გასაგებია, მაგრამ, იფიქრეთ საბოლოო შედეგზეც: რა მოხდება, თუ სიჯიუტეს გამოიჩენთ და არ დათმობთ?! – შეიძლება დაკარგოთ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ღირებულია თქვენთვის. ასე რომ, არავითარი ულტიმატუმი, თუკი, რა თქმა უნდა, მარტო დარჩენა არ გინდათ…

 

არც ისე ძნელი…

 

თუკი ხვდები, რომ დააშავე, პატიება უნდა ითხოვო. მით უმეტეს, როცა იმ ადამიანის დაკარგვა არ გინდა, რომელთანაც რაღაც გაუთვალისწინებელი შეგემთხვა. სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია – პატიების თხოვნა ძალიან გვიჭირს, მაშინაც კი, როცა ამის სურვილი გვაქვს. ამიტომაც გამოვიგონეთ ჯერ წერილები, ახლა კი – მესიჯები, ანუ, ვცდილობთ, პატიება ისე ვითხოვოთ, საკუთარ პერსონას ნაკლები „ზარალი“ მივაყენოთ. ზოგჯერ პატიების თხოვნა ისე გვაკომპლექსებს, ერთი შეხედვით მარტივი სიტუაციაც კი ჩიხში შეგვყავს.

მაინც, რატომ არის ასეთი რთული, ბოდიში მოვიხადოთ იმ საქციელისთვის, რითაც ჩვენს ახლობელ, საყვარელ ან თუნდაც კარგად ნაცნობ ადამიანს გული ვატკინეთ?! სულს ეჭვი გვიღრღნის: ბოდიში რომ სისუსტეში ჩამითვალონ? მე ხომ, რეალურად, ძლიერი ვარ… ასეთ დროს არ გვახსენდება, რომ პატიების თხოვნა სწორედ ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს არ უჭირთ. სიჯიუტესა და უაზრო პრინციპულობას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია იდეალური ურთიერთობისთვისაც კი… ქალები არ სთხოვენ მამაკაცებს პატიებას იმიტომ, რომ, ეშინიათ, იმ კაცმა მერე უფრო მეტი არ გაუბედოს… არ დაამციროს ის და არ დასცინოს. ანუ, ეჭვი იმისა, რომ ჩვენ მიერ ნათქვამ ბოდიშს ისე არ გაიგებენ, როგორც საჭიროა – რეალურია. რაც შეეხება მამაკაცებს, მათთვის ბოდიშის თქმა იგივეა, რაც თანამდებობის დაკარგვა ან სოციალური სტატუსის უარესობისკენ შეცვლა. ერთი სიტყვით, მდგომარეობა რთულია, თუმცა, არცთუ უიმედო. უბრალოდ, უნდა გააცნობიეროთ და მიხვდეთ, რა უკეთესია – მოიხადოთ ბოდიში, ითხოვოთ პატიება მაშინ, როცა რეალურად დამნაშავე ხარ, თუ, ჯიუტად ამტკიცო საკუთარი სიმართლე, რომელშიც თავადაც ეჭვი გეპარება. თუ მოინდომებთ, სწორი არჩევნის გაკეთება არც ისე ძნელია…

 

უხილავი „მკვლელები“...

 

ურთიერთობა ფაქიზი და ყურადსაღები თემაა. მას მოფრთხილება და მუდმივი ზრუნვა სჭირდება, თუკი, რა თქმა უნდა, მისი ჰარმონიულობის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი. ურთიერთობასა და სიყვარულს ბევრი „უხილავი მტერი“ ჰყავს. ისინი საკმაოდ ვერაგულად ჩაგვისაფრდებიან ხოლმე და, ვერც კი ვგრძნობთ, ისე გვიქმნიან სერიოზულ პრობლემებს. ხშირად კი მათი უნებლიე დამხმარენი თავად ვხდებით. როცა ბრმად ვყვებით სტერეოტიპებს.

მაგალითად, ამბობენ, რომ რუტინა კლავს რომანტიკას. ანუ, თუ წყვილს რომანტიკული ურთიერთობა არ აქვს ოჯახში თუ მის გარეთ, წასულია მათი საქმე. არადა, სულაც არ არის ასე. „მოუწყვეთ საყვარელ ადამიანებს სიურპრიზები“ – ეს, თითქოსდა, ნორმალური და სასარგებლო რჩევაა, მაგრამ, ზოგჯერ სიურპრიზი არც ისეთი სასიამოვნოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და, შეიძლება, ჩხუბის მიზეზიც კი გახდეს. ანუ, თუ ეჭვიანი ქმარი გყავთ, არავითარი ეროტიკული შოუ, თორემ, ინანებთ...

თუ გიყვარს, მისი უსიტყვოდაც უნდა გესმოდეს... – ვითომ, რატომ გეზარებათ ლაპარაკი, მით უმეტეს, ადამიანთან, რომელიც გიყვართ?! გამოხედვით, წარბის აწევით და ერთი სიტყვით აგებინებენ ძაღლებს, ადამიანებთან კი უფრო გულითადი და თბილი ურთიერთობებია საჭირო. გაჩნდა პრობლემა? – სასწრაფოდ დაიწყეთ ლაპარაკი ამაზე. წყვილმა ერთმანეთში აუცილებლად უნდა გაცვალოს ინფორმაცია. გაუზიარეთ მეუღლეს თქვენი ემოციები, შთაბეჭდილებები, განვლილი დღის ამბები და სიახლეები; იყავით ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი; იარეთ ერთი მიმართულებით და ნუ გახდებით „უხილავი მკვლელების“ თანამოაზრე – მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

 

ნუ ილაპარაკებ ამაზე...

 

ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცის. მაგრამ, ნამდვილად ასეა?! ცუდია ის, რომ ხშირად არ ვლაპარაკობთ გრძნობაზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების მთავარი სტიმულია. მაგალითად, თუ მეუღლეები იშვიათად ელაპარაკებიან ერთმანეთს, ისინი თანდათან შორდებიან ურთიერთს და ეს სრული რეალობაა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მთავარი არა საუბრების რაოდენობა და სიხშირეა, არამედ – ხარისხი. ანუ, მთავარია „გადაკვეთის“ წერტილების სიმრავლე. სწორედ ეს წერტილები გვაერთიანებს და გვაახლოებს ერთმანეთთან, რაც ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ალბათ, წაგიკითხავთ სტერეოტიპული მოსაზრება – ქორწინებაში ყველაზე რთული მეშვიდე წელიაო! დავიჯეროთ ეს და ბრმად და შიშით ვიკანკალოთ მეშვიდე წლის მოახლოვებაზე?! რა თქმა უნდა, არა! საქმე კონკრეტიკაში არ არის. ციფრი 7, თავისთავად, ვერაფრით იქნება პრობლემა. ფსიქოლოგებმა იმსჯელეს და ექიმებთან ერთად ტანდემში დაადგინეს: კონკრეტული ადამიანის გვერდით რამდენიმეწლიანი მუდმივი თანაცხოვრების შემდეგ, ჩვენი ტვინი სულ უფრო ნაკლებ დოფამინს (ბედნიერების ჰორმონს) გამოიმუშავებს – აი, რა აფუჭებს ყველაფერს. მაგრამ აუცილებელი არ არის, თქვენ უღალატოთ ქმარს ან მან გიღალატოთ. ფანტაზია, რომანტიკა და განცდა იმისა, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ყველაზე, ყველაზე ძვირფასია, აუცილებლად შეგივსებთ დოფამინის დეფიციტს. რაც მთავარია, არ იწუწუნოთ და არ ილაპარაკოთ იმაზე, რომ თქვენი სიყვარული ძალიან მალე „მოკვდა“.

скачать dle 11.3