კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ძალიან მინდა კბილების გათეთრება სახლის პირობებში. როგორ მოვახერხო ეს?

პასუხი:  სახლის პირობებში კბილების გათეთრებაზე ბევრს საუბრობენ (ძირითადად გამოიყენება წყალბადის ზეჟანგზე დამზადებული საშუალებები), მაგრამ, ასეთი რამ რეკომენდებული არ არის, რადგან, დოზირების ზუსტი დაცვა ვერ ხერხდება და, ამიტომ შინაურ პირობებში კბილების გათეთრების შემდგომ, ხშირია კბილის ემალის დაზიანება. ისიც უნდა ითქვას, რომ კბილების გათეთრების ნებისმიერ პროცედურას წინ უძღვის კბილების გაწმენდა (სტომატოლოგთან), რომლის ჩატარების შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნადების ფენის ქვეშ იმალებოდა თეთრი მინანქარი (ემალი). ასევე, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კბილების მინანქრის ფერი – შესაძლოა, ის ბუნებრივად სულაც არ არის თოვლივით ქათქათა. 

კითხვა: ვარ 32 წლის მანდილოსანი, გასათხოვარი. ერთი წელია, ამოკვეთილი მაქვს ფარისებრი ჯირკვალი და ვიტარებ შესაბამის მკურნალობას. რა გართულებებია მოსალოდნელი და არის თუ არა შესაძლებელი დაფეხმძიმება ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ უნდა მოხდეს სწორი ჩანაცვლებითი მკურნალობა – ორგანიზმმა პრეპარატების სახით უნდა მიიღოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და მისი მიღება მოგიწევთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პარალელურად, გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკონტროლდეს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. თუ ამ ბალანსს შეინარჩუნებთ და კარგად გააკონტროლებთ, სხვა გართულება არ განვითარდება. მაგრამ, თუ ორგანიზმში მუდმივად გექნებათ ჰორმონის დეფიციტი, მაშინ, განვითარდება ჰიპოთირეოზის კლინიკა და მისთვის დამახასიათებელი ყველა გართულება.

კითხვა: რა არის მონოციტოზი და მონონუკლეოზი?  

პასუხი: მონოციტოზი სისხლში მონოციტების რაოდენობის მატებას ნიშნავს, რაც დამახასიათებელია ინფექციური დაავადებების, სისხლის პათოლოგიებისა და ეგრეთ წოდებული კოლაგენოზებისთვის. მონონუკლეოზი კი ვირუსული ინფექციაა, რომლის დროსაც ვლინდება  ლეიკოციტოზი, ლიმფოციტებისა და მონოციტების რაოდენობის მატება, ედსის ზომიერი მატება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში ატიპიური მონონუკლეარული უჯრედების მატება.

კითხვა: 75 წლის მამაკაცს შემთხვევით აღმოუჩინეს  მუცლის აორტის ანევრიზმა. აორტის დიამეტრი 40 მილიმეტრამდეა. მაინტერესებს, საშიშია თუ არა ამ ზომის ანევრიზმა? თუ სწრაფად მზარდი არ არის (რეგულარულად რომ აკონტროლოს), აუცილებელია თუ არა ქირურგიული ჩარევა?  

პასუხი: აორტის ანევრიზმის მკურანლობა მის ზომებზეა დამოკიდებული. მცირე ზომის (5 სანტიმეტრი) ანევრიზმის დროს, რომელსაც თან არ ახლავს პათოლოგიური სიმპტომატიკა, შესაძლებელია დინამიკაში დაკვირვება, რაც ითვალისწინებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას 6 თვეში ერთხელ ანევრიზმის მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა რიტმის მუდმივი კონტროლი და კარდიოლოგის მიერ ამ მიმართულებით დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება.

თუ ანევრიზმა მაინც იზრდება და წელიწადში 1 სანტიმეტრზე მეტს იმატებს, აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. ოპერაცია აუცილებელია მაშინაც, როდესაც ანევრიზმას თან ახლავს თრომბოემბოლიური გართულებები (ინფარქტი, ინსულტი და სხვა). სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს გასკდომაზე საეჭვო და სწრაფად მზარდი ანევრიზმები. თუ ანევრიზმის ზომა იმატებს და აღწევს 6 სანტიმეტრს, რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა.

 

скачать dle 11.3