კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს

ოზონოთერაპიას დღეს რომ განსაკუთრებული როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის, არაერთხელ გვითქვამს. ის ასევე ძალიან ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის დროს. ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონ აზა მჭედლიძეს ვესაუბრეთ, რომელიც „აინო” – ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკის დამფუძნებელია. ის თბილისში, მცხეთის ქუჩაზე 8/90-ში მდებარეობს და უამრავი ადამიანი აკითხავს. იქიდან კი ყველა კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული გამოდის. 

– ქალბატონო აზა, ხშირად მოგმართავენ პაციენტები შაქრიანი დიაბეტის პრობლემით?

– საკმაოდ ხშირად მოდიან ჩვენთან ამ პრობლემით, ან კლინიკაში გვირეკავენ ტელეფონის ნომრებზე:  225 31 39; 571 25 55 33. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, მათ შესაბამის მკურნალობას ვუტარებთ.

– რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს?

– ოზონოთერაპიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შაქრიანი დიაბეტის კომპლექსურ მკურნალობაში. ოზონი ამ დაავადების მრავალ მექანიზმზე მოქმედებს. ხდება გლუკოზის დაჟანგვა საბოლოო პროდუქტებამდე, მცირდება გლუკოზის დონე სისხლში და უჯრედებს უკეთ მიეწოდება, მცირდება ქსოვილების ენერგეტიკული შიმშილი და აღდგება გლუკოზის ძირითადი – ენერგეტიკული ფუნქცია. 

– მკურნალობის პროცესში რა არის, ასე ვთქვათ, საკვანძო მომენტი?

– ოზონის ზემოქმედების შედეგად ერითროციტებში აქტიურდება გლუკოზის ცვლა, უმჯობესდება ერითროციტების მიერ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდება, ძლიერდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება და შესაბამისად, მცირდება ჰიპოქსია, რაც, შეიძლება ითქვას, საკვანძო მომენტია მკურნალობის პროცესში. აუცილებელია, გავითვალისწინოთ ოზონის იმუნომოდულატორული თვისებებიც, განსაკუთრებით, დიაბეტის ინსულინდამოკიდებული ფორმების დროს, როცა დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, ხშირია ქრონიკული ინფექციები და ჩირქოვანი ჭრილობები. ოზონოთერაპია უნდა ჩატარდეს შაქრის კონტროლის ქვეშ, შესაძლებელია, საჭირო გახდეს შაქრის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია, კერძოდ მათი შემცირება 20-40 პროცენტით. 

– რაც შეეხება ოზონოთერაპიას შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული გართულებებისას?

– ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში მომატებული შაქრის დონე იწვევს შეუქცევად ცვლილებებს სისხლძარღვებში, თირკმელებზე, თვალებზე, ნერვულ სისტემაზე. ოზონის გამოყენება დიაბეტური ანგიოპათიების დროს, განპირობებულია მისი თვისებით – დადებითად იმოქმედოს ორგანიზმში ცხიმოვან და ლიპიდურ ცვლაზე. ოზონი აუმჯობესებს სისხლის ძირითად ფუნქციას – ჟანგბადის მიტანას ქსოვილებამდე, აწესრიგებს სისხლის რეოლოგიას – დენადობას.  ოზონი წმენდს ნებისმიერი კალიბრის კაპილარის კედელს და აღადგენს მასში სისხლის მიმოქცევას. კაპილარული  სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ აღდგენის შემთხვევაშიც კი, ავტომატურად აღდგება ყველა ორგანოსა და ქსოვილის სისხლით მომარაგება, მათთან ჟანგბადის მიტანა. დაზიანებულ უჯრედებში აღდგება ნივთიერებათა ცვლა, აქტიურდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები.

– რაც შეეხება კურსის დასრულების შემდგომ პერიოდს?

– ოზონოთერაპიის კურსის შემდეგ, პაციენტები აღნიშნავენ მხედველობის გაუმჯობესებას, მცირდება ტკივილის ინტენსივობა ფეხებში, უმჯობესდება კანის კვება. სისხლში მცირდება გლუკოზის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე.

– რა რაოდენობით კეთდება ოზონოთერაპიის პროცედურები?

– ოზონოთერაპიის პროცედურების რაოდენობა და მათ შორის ინტერვალი ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის და განისაზღვრება მისი ზოგადი მდგომარეობით. პირველივე პროცედურების შემდეგ, მცირდება ტკივილის ინტენსივობა, ცხრება შეშუპება. უმჯობესდება პერიფერიული სისხლის სურათი – სისხლში მცირდება გლუკოზის, ფიბრინოგენის, შარდოვანას, კრეატინინის დონე. ოზონოთერაპიის ფონზე მცირდება მკუნალობის დროც.

 

скачать dle 11.3