კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოლივიე ჟირუ ღალატში გამოიჭირეს

ვლადიმირ კლიჩკოს სასიყვარულო უიკენდი

ვლადიმირ კლიჩკომ თავის საცოლეს, ჰაიდენ პანეტიერის, ვალენტინობაზე საჩუქარი გაუკეთა და ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კუთვნილი კუნძული შაბათ-კვირას იქირავა. კუნძული პეტრა ნიუ-იორკიდან 80 კილომეტრის დაშორებით, ტბა მეიკოპზე მდებარეობს და მისი დაქირავება კლიჩკოს 200 ათასი დოლარი დაუჯდა. კუნძულზე მდებარეობს სახლი სამი საძინებლით, ექვსი ბუხრითა და ვერტმფრენის დასაჯდომით. კუნძული 2013 წელს ანჯელინა ჯოლიმ თავის მეუღლეს, ბრედ პიტს, 50 წლის იუბილეზე აჩუქა.

 

ოლივიე ჟირუ ღალატში გამოიჭირეს

ლონდონის „არსენალის” ფრანგი ფორვარდი გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა” ღალატში გამოიჭირა. გაზეთის ცნობით, ჟირუმ თავის მეუღლეს ცნობილ ინგლისელ მოდელთან, სილია კეისთან უღალატა. ჟირუმ „კრისტალ პალასთან” მატჩის წინა ღამე საკლუბო სასტუმროში გაატარა და ნომერში მასთან ერთად მოდელი იმყოფებოდა. მოგვიანებით ჟირუმ „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განცხადება განათავსა, რომელშიც ბოდიშს უხდის თავის ოჯახს, მეუღლეს, მეგობრებს,  „არსენალის” ქომაგებსა და თანაგუნდელებს. ჟირუს თქმით, იგი აპირებს, იბრძოლოს სიმართლის დასადგენად და კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირს მოდელთან. ცნობისთვის, „მეთოფეების” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ფეხბურთელის დასჯა მოითხოვა.

 

რონალდო მეივეზერს რინგზე იხმობს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 37 წლის რონალდო ნაზარიო დე ლიმამ, წონის დაკლების ახალი პროგრამა შეიმუშავა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა საკრივო დარბაზში დაიწყო ვარჯიში და ამას წინათ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განათავსა განცხადება, რომ სულ მალე რინგზე ფლოიდ მეივეზერს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალ მოკრივეს გაუწევს კონკურენციას. ზედმეტი წონის პრობლემა რონალდოს საფეხბურთო კარიერის ბოლო წლებშიც აწუხებდა, ამჟამად კი ის ნაკლებად წააგავს იმ ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიო გრანდებს.

 

ირინა შეიკის მორიგი შოკის მომგვრელი იმიჯი

კრიშტიანუ რონალდუს საცოლე, რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, მიჩვეულია გულახდილ კოსტიუმებში პოზირებას და მისი ფოტოები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და მოდურ პრიალა ჟურნალების პირველ გვერდებს ამშვენებენ. ამჯერად შეიკმა საზოგადოების ყურადღება ჟურნალ „სპორტს ილუსტრეიტედის” 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ წვეულებაზე მისული გულახდილი შავი კაბით მიიქცია. შეიკი თამამ კაბაში გამოჩნდა და უმალ იქცა წვეულების არაოფიციალურ დედოფლად, მიუხედავად იმისა, რომ იქ არაერთი სახელოვანი ლამაზმანი იყო მიწვეული, მათ შორის: პეტრა ნემკოვა, შანელ იმანი, ლილი ოლდრიჯი, კრისტი ბრინკლი და რეიჩელ ჰანტერი.

скачать dle 11.3