კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რა მადლის დახმარებით იკურნებიან ადამიანები და როდის ამრავლებენ ისინი საკუთარ თავზე ცოდვებს

– ეკლესია ფლობს მადლს, რომლისგანაც მორწმუნენი სულიერად იკურნებიან. რაც მთავარია, ადამიანები ამ მადლს უნდა იღებდნენ თავმდაბლობით, მორჩილებით, წესრიგით – სხვანაირად მრევლის სულიერი საკითხების მოწესრიგება ვერ მოხდება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ეკლესიაში მადლის მისაღებად მიდის, სხვანაირად ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ეკლესიაში უხილავად მყოფობს უფალი და ქრისტიანმა არა მხოლოდ უნდა მიიღოს მადლი, არამედ უნდა წაიღოს კიდეც. ჩვენ ვიცით, რომ მადლი ყველას ეძლევა გარკვეული სახით, მცირე თუ დიდი რაოდენობით, მისი საქმეების, რწმენის შესაბამისად. დღეს ბევრი სწორედ იმისთვის მოდის ეკლესიაში, რომ მადლი მიიღოს, მაგრამ, ხშირად ისე იქცევიან, რომ, არათუ არ იღებენ მადლს, არამედ, ცოდვასაც ამრავლებენ. მაგალითად, ადამიანი ტაძარში დგას გონებაგაფანტული, არ ლოცულობს, არ იღებს სულიერ მონაწილეობას წირვაში, ღვთისმსახურებაში; პირიქით, შეიძლება, ის ამ დროს გვერდით მდგომს ესაუბრება, არ უსმენს ლოცვას. მამები ამბობენ, როდესაც მორწმუნე დგას ტაძარში, მისი დგომა უნდა იყოს მოკრძალებული, პირჯვრის გადაწერაც კი არ უნდა იყოს ზედმეტი, რათა მისმა ქცევამ სხვა არ დააბრკოლოს ან ხელი არ შეუშალოს ლოცვაში. ბევრი ლოცვას ისე ხმამაღლა კითხულობს, რომ ამით სხვა მორწმუნეს უშლის ხელს. ეს ყველაფერი ელემენტარული ქცევის წესებია, რომლებიც ტაძარში შესულმა ყველა მორწმუნემ უნდა დაიცვას.  ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ ყოველთა მეუფესთან, უფალთან, ყველაზე აღმატებულთან, რომ ვისაუბროთ მასთან – ლოცვა ხომ უფალთან საუბარი, სულიერი ურთიერთობაა. იმის ნაცვლად, რომ ვილოცოთ, ვისაუბროთ უფალთან, მივიღოთ მადლი, პირიქით, როგორც წმიდანები ამბობენ, ვსაუბრობთ მტვერთან, მიწასთან, ჩვენნაირ მოკვდავებთან. ანუ, გვავიწყდება ზეციური მეუფე და, აქედან გამომდინარე, ვემსგავსებით ფსევდოქრისტიანებს.

– მამაო, დღეიდან აღდგომის დიდმარხვა დაიწყო, რომელიც საეკლესიო მსახურებითაც განსხვავებულია. მარხვის დაწყების პერიოდში, ვიდრე ბრწყინვალე აღდგომამდე, სადაგ დღეებში არ აღესრულება მსახურება, ლიტურგია, ოთხშაბათსა და პარასკევს ტარდება პირველშეწირულის ლიტურგიები. რას გვეტყვით ამის შესახებ? 

– სინანულის მსახურება ცალკე, განყენებული ცნებაა მსახურებისა და, ამიტომ, არ შეიძლება, მარხვის დღეებში, გარდა პირველშეწირული ლიტურგიისა, სხვა მსახურების ჩატარება როგორც ცოცხლების, ასევე, გარდაცვალებულთათვის. ჩვენ, ადამიანები, იმიტომ განვიცდით სინანულს, ვგოდებთ ჩვენს ცოდვებზე, რომ ბოლოს ყველანი შევუერთდეთ იმ სიხარულს, რასაც უფლის ბრწყინვალე აღდგომა ჰქვია. მარხვა ადამიანს შეახსენებს, რომ ის სამოთხიდან არის დევნილი და იქ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ისინი, ვინც ამქვეყნად თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, ბოლომდე ვერ გააცნობიერებენ თავიანთ ცოდვებს, დაცემულ მდგომარეობას. არადა, თუ ადამიანი არ ითავისებს იმას, რატომ დაკარგა აღმატებული მდგომარეობა; თუ ჰგონია, რომ ის ამქვეყნად ყოველთვის იქნება, არ შეუერთდება ოდესმე უფალს, არ შეუერთდება თავის საწყის სამშობლოს, ასეთ შემთხვევაში, ძნელია, სწორ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამქვეყნად დროებით ვართ და ოდესმე უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სახლში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავაგროვოთ სულიერი ნიჭები, რასაც უფალი უხვად გვაბერტყავს და ამის მერე დავბრუნდეთ მამისეულ წიაღში.  მსახურების წლიური ციკლი მოიცავს და აწესრიგებს მარხვის დღეებს, დიდმარხვის მსახურების აღსრულების წესს და ჩვენ იქ გარკვევით ვკითხულობთ, რომ მარხვის დაწყების პერიოდში, ვიდრე ბრწყინვალე აღდგომამდე, სადაგ დღეებში არ აღესრულება მსახურება, ლიტურგია. სამაგიეროდ, ამ დღეებში, ანუ მარხვის პირველ კვირაში, ორშაბათსა და ხუთშაბათს, დიდ სერობასა და მწუხრზე იკითხება ანდრია კრიტელის კანონები – სინანულის კანონი. ეს კანონი ადამიანს მოუწოდებს და შეამზადებს არა მხოლოდ ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად, არამედ, უნერგავს გაგებას იმისა, რომ არის ცოდვილი ადამიანი. სადაგ დღეებში არ აღესრულება ლიტურგია, სამაგიეროდ, აღესრულება მწუხრთან შეერთებული მსახურება, რომელსაც პირველშეწირულის ლიტურგია ჰქვია. ის განსხვავდება შაბათ-კვირის, სადღესასწაულო მსახურებისგან. პირველშეწირულის ლიტურგიაზე არ ხდება ძღვენის შეწირვა, პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნა, არამედ, კვირას ნაკურთხი ტარიგით აღესრულება ლიტურგია და მისით ხდება ადამიანების ზიარება. თუ ქრისტიანი მარხვის განმავლობაში არ ესწრება ამ მსახურებას, ის ბოლომდე ვერ ითავისებს მარხვისეულ სულს. ის განცდა, სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სინანული ჰქვია, არ დაეუფლება ადამიანს, თუ ის არ დაესწრება ამ ლიტურგიას, არ მოისმენს ანდრია კრიტელის კანონს. თუ მორწმუნე მარტო შაბათ-კვირის მსახურებას დაესწრება, მისი მდგომარეობა, განწყობა მხოლოდ სადღესასწაულო იქნება, ამიტომ მისთვის მარხვისეული მდგომარეობა შეუცნობელი დარჩება. პირველშეწირული ლიტურგია, როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავებულია, ის ღრმად განმსჭვალავს ქრისტიანის სულს, აღუძრავს მას სინანულის განცდას; ის, ასევე, ტიპიკონითაც ძალიან განსხვავებულია. ლიტურგიკულ ძეგლებში სადღესასწაულო ლიტურგიას ღმერთი-უფლის მსახურება, სიხარულის მსახურება ეწოდება; ხოლო პირველშეწირული ლიტურგია, საერთოდ, მარხვისეული მსახურება, არის ალილუიას მსახურება, როცა ადამიანი განიცდის იმ მდგომარეობას, იმ სულიერ შემუსვრილობას, რასაც სინანული, საკუთარი ცოდვების განცდა ჰქვია. პირველშეწირულის მსახურების ბოლოს ორჯერ ზედიზედ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც არის სახე, გარანტი იმისა, რომ ადამიანი უკვე მონაწილეობს მარხვის მსახურებაში. როცა კანონებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ უფალს ჩვენთვის არც ერთი კანონი არ დაუდგენია. მათ ჩვენ დავარქვით სახელები: რომ ეს არის კანონი, ეს არის რჯული, მოთხოვნა, წესი, რომელიც უნდა დავიცვათ. სინამდვილეში ღმერთს ჩვენთვის არც ერთი კანონი არ დაუდგენია. შესაბამისად, არც ერთი კანონი თავისი კონკრეტული შინაარსით არ არის კანონი, ეს არის მხოლოდ უფლის სიყვარულის გამოხატულება და ზრუნვა ადამიანებზე. ეს არის არა კანონი, არამედ, მაგალითი ადამიანებისთვის. ვისაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ის ეკლესიურია, გააჩნია სათანადო მომზადება, ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება, მაშინ მასთან კანონებზე, მოთხოვნებზე საუბარი ზედმეტია. მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. თუ ჩვენ ამ კონტექსტიდან განვიხილავთ საკითხს, ღმერთი კანონებს კი არ გვიდგენს, ის ჩვენთან მიმართებაში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანი გახდეს ადამიანი. როგორ გახდება ის ადამიანი, როგორ ისწავლის ადამიანობას, როგორ დაიწყებს მარხვას, თუ არ ჩაუფიქრდება საკუთარ თავს?! 

 

скачать dle 11.3