კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ გადავეჩვიოთ სხვის განკითხვას?

პასუხი: თუ ვინმეს განიკითხავთ, ასეთი წესი დაიდგინეთ: იმ დღეს სამი მეტანია მაინც შეასრულეთ მისთვის, ვინც განიკითხეთ შემდეგი ლოცვით: „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა (სახელი) და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე – ცოდვილი“. ამის შემდეგ უფალი დაგეხმარებათ, რათა განეშოროთ განკითხვის ცოდვას.

კითხვა: როდესაც აღსარებას ვამბობთ, მხოლოდ ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ?

პასუხი: სინანული იმ შემთხვევაში გმართებთ, თუ მაგალითად, ესა თუ ის კეთილი საქმე არ მოიმოქმედეთ, ან ამა თუ იმ კეთილი საქმის გაკეთება ვერ შეძლეს სხვებმა თქვენი მიზეზით.

კითხვა: რადგან ჩემს ოჯახს მატერიალურად უჭირს, გადაწყვიტე ჩემი მცირე დანაზოგი პროცენტით გავასესხო. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება ეს საქციელი?

პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების თანახმად, ფრიად კეთილი საქმეა ფულის სესხება იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, მაგრამ მევახშეობა – ანუ სესხით საკუთარი თავისთვის სარგებლის მიღება ცოდვად ითვლება.

კითხვა: ხშირად მინახავს, რომ ხატების კუთხეში ადამიანები თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების სურათებს ათავსებენ. რამდენად სწორია ასეთი საქციელი?

პასუხი: ხატებს ცალკე გამოყოფილი კუთხე უნდა ჰქონდეთ ოთახის აღმოსავლეთ მხარეს და სასურველი არ არის ამ კუთხეში არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი ახლობლების სურათების მოთავსება.

скачать dle 11.3