კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

გრძნეული გლეხის ჯადო უფლისადმი აღვლენილმა ლოცვამ და ჯვარმა გააქარწყლა

მოჟაისკის ოლქის, სოფელ ლოკოტნიას მღვდელი, ნიკიტა მარკოზის ძე ჩესნოვი, თავისი ცხოვრებიდან ერთ შემთხვევას მოგვითხრობს: „ჩემს მრევლში ერთი შეძლებული გლეხი იყო, რომელიც ხე-ტყით ვაჭრობდა. ხალხი მის შესახებ ამბობდა, გრძნეული არისო. დიდი მარხვა რომ დადგა, ეს კაცი ჩემთან აღსარებაზე მოვიდა. როგორც მზრუნველი მამა, საუბრის დროს მის შესახებ გავრცელებულ ჭორს შევეხე. მან მომისმინა და მოიღუშა. გავიდა ხანი და შევიტყვე, რომ მას ჩემ შესახებ ხმები დაუყრია – ჯადოქარიაო. ღვთის წყალობით, ამ საშინელი უბედურებისგან ყოველთვის განშორებული ვიყავი. წმიდა აღდგომის დღეც დადგა. მრევლთან ერთად, ხატებით, მოსალოცად ამ გლეხთან მივედით. მან თავაზიანად მიგვიღო და პარაკლისის დამთავრებისთანავე (რომელიც იქ აღვავლინეთ) სუფრასთან მიგვიპატიჟა. მე რაღაც უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა და დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ ჩემ გარდა ყველას, იქ დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა. მათ ნებას დავყევი. ოთახში ქალაქურად ლამაზად გაშლილი მაგიდა იდგა. მივხვდი, რომ, თუ ჩემს ნებას ავყვებოდი, თანამოძმეებს გავანაწყენებდი და, საბოლოოდ, გადავწყვიტე, სუფრაზე დავწვეოდი. როდესაც საზრდელის მიღების წინ საუფლო ლოცვას ვკითხულობდი, რაღაც ძალის განგებით, თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული გულმოდგინებით წარმოვთქვამდი, შევთხოვდი რა უფალს დაცვასა და შეწევნას. როდესაც ლოცვა დავასრულე, სახლის პატრონმა შემომთავაზა: „მამაო, სასმელზე დამეწვიეთ“. მე შევთავაზე, პატარა ჭიქაში მოცხარის ნაყენი ჩამოესხა. ამ დროს გულში უფალს შევღაღადე, რომ ცხოველმყოფელისა და პატიოსანი ჯვრის ძალით დავეცავი და დავეფარე ყოველგვარი გარემოდგომილებისა და უბედურებისაგან. კაცს თითქმის უკვე ჩამოსხმული ჰქონდა სასმელი, როდესაც ხელით ჯვარი გამოვსახე და ჩემთვის გონებაში წარმოვთქვი: „სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა“. ამ დროს გლეხის ხელში ბოთლი და ჭიქა ქვიშად გადაიქცა, ხოლო არაყი მტვრად იქცა, თითქოს ვიღაცამ ჩაქუჩი დაარტყა და ყველაფერი დაფშვნაო. სახლის პატრონი თავდაპირველად კანკალმა აიტანა, შემდეგ კი გაშეშდა. ჩვენ დავემშვიდობეთ მასპინძელს და სახლს გავშორდით.

 

ხილვები ხშირად დემონებისგან მოდის

რამდენიმე ძმა ამბა ანტონისთან გაემგზავრა, რათა თავიანთი ხილვების შესახებ მისთვის მოეთხროთ და გაერკვიათ, ეს ხილვები ჭეშმარიტი იყო თუ დემონებისგან მოდიოდა. თან სახედარი ჰყავდათ, მაგრამ, გზაში მოუკვდათ. როდესაც ძმები ანტონისთან მივიდნენ, მან დაასწრო და ჰკითხა: „რატომ მოგიკვდათ სახედარი?“ ძმები გაოცდნენ – „საიდან იცი, ამბა?“ მან უპასუხა: „დემონებმა გამაგებინეს!“ „ჩვენც მაგის საკითხავად მოვდიოდით შენთან. ისეთი ხილვები გვაქვს, რომლებიც ხშირად ცხადდება ხოლმე და, არ გვსურს, რომ ცდომილებაში ჩავცვივდეთ“. წმიდა მამამ მაგალითად სახედრის ამბავი მოიტანა და დაარწმუნა, რომ მათი ხილვები დემონებისგან იყო შთაგონებული.

 

скачать dle 11.3