კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

თანატოლებთან ურთიერთობა მიჭირს

ამ წერილის მოწერა ჩემმა ერთი წლით უფროსმა დამ გადამაწყვეტინა და დაწერაშიც თვითონ დამეხმარა. მე ასეთი რაღაცეები არ მეხერხება, ის კი ძალიან მოხერხებული და ყოჩაღია. ამიტომ, დამარწმუნა, რომ ასე იყო საჭირო.

ვარ 13 წლის ბიჭი. ვსწავლობ ერთ-ერთ კერძო სკოლაში. კარგ მოსწავლედ ვითვლები, სპორტზეც დავდივარ, არც ჩხუბების დროს ვიხევ უკან და ვერც „დედიკოს ბიჭობას“ დამაბრალებს ვინმე. მაგრამ, იმის გამო, რომ არ ვარ უზრდელი, თავხედი და ცინიკოსი, გოგოებს არ მოვწონვარ, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობითაც არ ვარ სხვაზე ნაკლები. ერთი სიტყვით, ჩემს თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა მაქვს. ბიჭებიდანაც ყველას არ უნდა ჩემთან ძმაკაცობა, მიზეზს კი ვერ ვხვდები: არასდროს მიძუნწია, ყველაფერში გვერდში დავდგომივარ, საკონტროლოების დროსაც დავხმარებივარ და სხვა ბიჭურ ამბებშიც, მაგრამ, ვგრძნობ,  ჩემთან ბოლომდე გახსნილები და გულწრფელები არ არიან. თუ თანაკლასელ გოგოებთან ერთად აპირებენ სადმე წასვლას, მე ისე ცალყბად შემომთავაზებენ, რომ თითქმის პირდაპირ მეუბნებიან: თუ არ წამოხვალ, კარგს იზამო. მათი შემხედვარე, გოგოებიც, მსუბუქად რომ ვთქვა, გულგრილად მიყურებენ. მე კი ამას ძალიან განვიცდი, რადგან, ერთ-ერთი მათგანი – ნუციკო, ძალიან მომწონს, უფრო სწორად, – მიყვარს და, აღარ ვიცი, თავი როგორ მოვაწონო. ვცდილობ, ყველაფერში ყურადღებიანი ვიყო: ყველგან ვაცილებ, მის ჩანთას მე დავათრევ, ყვავილები, პატარა სათამაშოები და საჩუქრები თითქმის ყოველთვის მიმაქვს მისთვის. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ, არც გაცილებაზე და არც საჩუქრებზე მეუბნება უარს, აშკარად ვგრძნობ, არ ვუყვარვარ. უფრო სწორად კი, მეჩვენება, რომ მოვწონვარ, მაგრამ, არ უნდა, ეს დანარჩენმა ბავშვებმა შეამჩნიონ. ამიტომ, სპეციალურად ცივად მექცევა – ალბათ, ეშინია, არ დასცინონ. არადა, მართლა ვერ ვხვდები, რა მჭირს დასაცინი. ჩემი და მეუბნება, ბიჭები იმიტომ გექცევიან ასე, რომ მათზე კარგად სწავლობ, სპორტშიც მეტი წარმატებები გაქვს და შურთ შენიო. ცუდი მოსწავლე და სპორტსმენი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, არც თვითონ არიან ოროსნები და რატომ უნდა შურდეთ? მოკლედ, ვერაფერი გამიგია. ყველაზე მეტად კი ნუციკოს საქციელი მტკენს გულს. ძალიან შეგნებული და ჭკვიანი გოგო მგონია და რატომ უნდა აჰყვეს ფეხის ხმას, თუკი თვითონ კარგი წარმოდგენა აქვს ჩემზე?! თუ ასე არ არის, მაშინ, არც გაცილების უფლებას არ უნდა მაძლევდეს და არც საჩუქრებს მართმევდეს – რაში სჭირდება იმ ბიჭის მორთმეული თუნდაც ერთი ღერი ყვავილი, რომელიც არ მოსწონს და ესირცხვილება?!

ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ ამაზე. ჩემი ერთადერთი მასაიდუმლე ჩემი დაა, რომელიც სულ მამხნევებს და თან, მეჩხუბება: ამდენი დარდით დაკომპლექსდები და მერე მართლა აღარავინ შემოგხედავს და აღარავინ იმეგობრებს შენთანო. მაგრამ, რა ვქნა, თავს რომ ვერ ვერევი?!

არჩილი, 13 წლის.

скачать dle 11.3