კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „აუხტა” გია ბარამიძეს სინამდვილეში სოსო ჯაჭვლიანი

არ ვიცი, სოსო ჯაჭვლიანმა მას შემდეგ, რაც დეპუტატის სკამი მოირგო, ქვეყნისთვის რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ნამდვილად მიიქცია, სულ რაღაც ერთი ფრაზით „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”. მაშ ასე, „ნატვრის ხიდან” „ქართულ ოცნებამდე”, ძალიან სიმპათიური, საყვარელი, დამახასიათებელი სვანური დიალექტით, საინტერესო მოსაუბრე, სვანური იუმორითა და ცოტა სენტიმენტალური გრძნობებით – სოსო ჯაჭვლიანი.              

 

– შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც მინდა, გკითხოთ, როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?   

– პოლიტიკაში მე კი არ მოვედი, თვითონ პოლიტიკამ დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში ბოდიალი. გინდა, არ გინდა, ყველა ჩართული ვართ ამ მოვლენებში. სამწუხაროდ, პოლიტიკამ ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ვერ დაალაგა ისე სიტუაცია, რომ თითოეულმა ადამიანმა, თავის საქმე აკეთოს. მაგრამ, როცა ასეთი რთული სიტუაციაა ქვეყანაში, არ გამოდის, შენთვის იჯდე. მე არსად მივსულვარ და მიჩალიჩია. სახალხო კრებაში ვიყავი. მოხდა ისე, რომ ბატონმა ბიძინამ დაგვიძახა რამდენიმე ადამიანს და გვთხოვა, გვერდით დავდგომოდით, ჩვენც დავუდექით.  ის ცნობილი მოვლენები, რაც ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში ყველას ახსოვს, აი, ამან გადამაწყვეტინა ჩემი წვლილი შემეტანა პოლიტიკაში. სადაც პროტესტის გამოხატვა იყო საჭირო, ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს. 

– მაგრამ, პოლიტიკა მოითხოვს კონკრეტული საქმეების კეთებას. მხოლოდ აზრის დაფიქსირება და ღილაკზე ერთი კაცის თითის დაჭერა, მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის.          

– მე ძალიან კარგად მაქვს  გაცნობიერებული სად მოვედი და რატომ მოვედი. ყველაზე დიდი პოლიტიკა იცი, რა არის?  როცა შენ შეგიძლია, ადამიანებს ელაპარაკო. როცა რაღაც არ იცი, იმის თავი მაინც უნდა გქონდეს, ვიღაცას დაეკითხო და არა ის, რომ გამოხვიდე და ვიღაცას ჭკუის დარიგება დაუწყო. შინაგანი პატიოსნება უნდა გქონდეს. თუ შინაგანი პატიოსნება არ გაქვს, ვერანაირი განახლება, ვერანაირი კანონების ცოდნა, ვერ წარმოგაჩენს. კანონი ყოველთვის მორგებული უნდა იყოს ხალხზე და ყველაზე მისაღებია, როცა ეს კანონი შეზავებულია მორალთან. შეიძლება, შენ ესა თუ ის კანონი შეასრულო, მაგრამ მორალურად არ იყო მართალი. ერთი ახლობელი კაცი მოვიდა და მეუბნება, პატრულმა გამაჩერა, მთვრალი ხარო. წავიდა ცნობის ასაღებად. გააფრთხილეს, თუ ორ საათში არ მოგვიტან ყველა საბუთს, ჯარიმას გავაფორმებთო. პირადობა და ფული რომ უნდა ჩაედო აპარატში, აპარატმა არ მიიღო, მერე სხვისი საბუთები ჩადეს, არც ის მიიღო, თურმე აპარატი ყოფილა გაფუჭებული. მოკლედ, იმდენხანს იტრიალა, თან საღამოხანი იყო, რომ ამასობაში, ჯარიმა გაუფორმეს. არადა, ფული ხომ უნდა გადაეხადა, ისე შემოწმებას არ უტარებდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, კანონი ისეა მიღებული, რომ ზოგჯერ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ხომ შეიძლება, იქ აპარატის ნაცვლად ვიღაც იჯდეს, როგორც ადრე იყო. კანონია ასეთი და რა გინდა ქნა?  

– სულ მინდოდა მეკითხა, სვანურ ანეკდოტებს, რომ ყვებიან, ხომ არ გწყინთ?  

– ანეკდოტზე საერთოდ არ ვბრაზდები, რანაირიც არ უნდა იყოს, მაგრამ აი, „კომედი შოუს” რომ აქვს თავის საკონცერტო პროგრამაში ნომერი, ამან ცოტა გამაღიზიანა. მთელი ქართული კულტურა და ქართული ცეკვები სანაგვე ყუთებში აჩვენეს. მათ იუმორს ძალიან ვაფასებ, კარგი ბიჭები არიან, ნიჭიერები, მაგრად აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რა მიზანი ჰქონდა ამის გაკეთებას? ამით იმას ხომ არ ამბობდნენ, მთელი ქართული კულტურა სანაგვე ყუთშია გადასაყრელიო?! ფილარმონიაში ორიათასი კაცი იჯდა და ამაზე ტაშს უკრავდა. მაშინ, მე მაქვს ასეთი იდეა. ჩვენთან ხომ მუსლიმანებიც არიან – ებრაელები, კათოლიკეები, გრიგორიანები – მოდი რა, მაგათზეც გააკეთეთ რამე საღადაო. თუ მუსლიმანებზე ამას გააკეთებენ, მივალ და პირადად მოვუხდი ბოდიშს. თქვენ მოგეწონათ? მე მაღადავეთ, კაცო.  

– ჩემი აზრით, უბრალოდ, განსხვავებული ქორეოგრაფიული ნომერი აჩვენეს ამ ფორმით. თუმცა, რაღაც ლოგიკა არის იმაში, რასაც თქვენ ამბობთ.         

– მე ხომ ვერ ვარ კარგად და ვერ ვგებულობ იუმორს? ახლა მეორე: 1981 წელს სვანეთში ჩამოწვა ზვავი და ერთ-ერთ სოფელში ოცდაშვიდი კაცი, გვარად ნავერიანი დაიღუპა. ერთი ჩემი მეგობარიც იყო მათ შორის. ოთხი შვილი ჰყავდა, ყველა ზვავმა წალეკა. დილამდე, სანამ ხალხი მოვიდა, ოთხივე შვილი თვალწინ დაეღუპა ცოლ-ქმარს. მაშინ პატიაშვილი იყო „ცეკას“ მდივანი და მე ვნახე, ქალივით ტიროდა. საწყალი ბიჭი, რამდენიმე წელია, გარდაიცვალა, ამ დარდს გადაჰყვა. ამის მერე საქართველოში ასეთი „ანეკდოტი” დადიოდა – წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და სვანებს გაზაფხულზეო. ნავერიანთან ვინმეს რომ მოეყოლა ეს „ანეკდოტი”, ხომ დაბრიდავდა კაცს და იტყოდნენ: სვანია, არ ესმისო. აი, ამაზეა ლაპარაკი. უნდა იცოდე, სად უნდა მოყვე ანეკდოტი, როგორ უნდა მოყვე, როგორ იხუმრო და ამიტომ ვეკითხები იმათ: სანაგვე ყუთში რომ ჩასვეს მთელი საქართველოს ფოლკლორი, რა მიზანი აქვს ამას? თორემ, მე იუმორზე აცრილი კი არ ვარ.   

– ხოო, სვანის გაბრაზება მართლა... ალბათ, მიმიხვდით, ახლა რაც მინდა თქვენგან?       

– მე შეურაცხყოფა დედამიწის ზურგზე არავისთვის მიმიყენებია. თუ მივაყენე, მუხლებზე დავუდგები და ბოდიშს მოვუხდი. მაგრამ, თქვენ თვითონ ხომ ნახეთ ის კადრები, როგორც იყო და რაც იყო. მან დაიწყო დემოკრატიაზე ლაპარაკი უკრაინის მაგალითზე და მე უბრალოდ, დავუწყე ახსნა, რომ შენ ის არ ხარ, ეს რომ გააკეთე... შენ ის არ ხარ ის რომ გააკეთე... შენ ის არ ხარ სვანეთში აფრასიძეების ოჯახს თავს რომ დაესხი და ნელ-ნელა მოვყევი და მოვყევი. ამას რომ ვეუბნებოდი, იქ დიდი ეკრანი იყო და ამ დროს დავინახე ერთ ადგილას მიიდო თითი.    

– შუბლთან – ალბათ, გინდოდათ გეთქვათ.  

– ხო, რა ვიცი, ზოგი შუბლს ეძახის იმას მარა იქ ტ...კი აქვს მაგას და ამან გამომიყვანა წყობიდან. ამით საქართველოს უთხრა – აი, ვერ ხართ თქვენ კარგადო რა... უტიფრობაზე ვღიზიანდები. ნოდარ დუმბაძემ თქვა: ადამიანს შუბლზე ერთი ძარღვი აქვს. ის თუ გაუწყდა, მერე ძალიან ადვილია ცხოვრებაო. 

მეჩვიდმეტე საუკუნეში ერთი კარის მწერალი იყო, ჟან დელაბრუიერი,  მას აქვს წიგნი ქალთა შესახებ, კაცთა შესახებ, სიმდიდრეზე... მეჩვიდმეტე საუკუნეშია დაწერილი, მაგრამ ისე კარგად იკითხება, თითქოს გუშინ დაწერაო. ანუ, დღევანდელობას კარგად ესაბამება. ის წერს: „ეს კაცი რამხელა გვარის წარმომადგენელია, მიდიხარ, მიდიხარ ახლოს და ძალიან ახლოს რომ მიხვალ, რწმუნდები, თურმე, რა არარაობაა...“  ესაა, ალბათ, შენი ავტობიოგრაფია. ავტობიოგრაფიას ჩვენ თვითონ ვქმნით  ქალთან ურთიერთობაშიც, მეგობრებთან, ოჯახთანაც და ასე შემდეგ.  

– „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!” – ეს ფრაზა ყველამ აიტაცა, „ვანოს შოუშიც” გაჟღერდა. მაშინ ძალიან გაბრაზებული იყავით, მაგრამ ახლა ამ სიტყვებზე, ალბათ, თავადაც გეღიმებათ.          

– ეგ არაფერი, კარგია თუ შოუებში გამოჰყავთ ვიღაც-ვიღაცეები, ესე იგი, აქტუალურია. ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, მაგაზე დიდი რეკლამა რა უნდა გამიკეთონ – ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს და სოსო ჯაჭვლიანს ერთი კაცი აღადავებს. მე ამაყი ვარ და დიდ მადლობას ვეუბნები მათ უფასო რეკლამისთვის. ის ბავშვი უნდა ჩავკოცნო მაგრად სადაც ვნახავ, იმას ვენაცვალე. ეგეთ ღადავს ავიტან და ისეთს ვერა, ნაგვის ყუთებსა და ნავერიანებზე რაც გითხარი წეღან. საქართველო ღადაობამ გადაარჩინა. მოდი, ასეთ რამეს ვეტყვი ჩემს მკითხველს, მამაჩემის სიტყვებით დავამთავრებ. სამამულო ომის მონაწილე იყო, მაგარი ნაომარი. ცრემლს არ გადმოაგდებდა, მის თვალზე არასოდეს მინახავს ცრემლი, ისეთი ძლიერი სულის პატრონი იყო. სხვათა შორის, მამაჩემს დავემსგავსე, ვერ მატირებდნენ, ამით ვიყავი ცნობილი. რომ წაიკითხავენ ახლა ამას ჩემი ბავშვობის მეგობრები, დამეთანხმებიან.  მე და ჩემი ძმა მივდიოდით ფესტივალზე ამერიკაში. მამაჩემმა ჭიქა აიღო და გვეუბნება: ბიჭო, ექვსი შვილი მყავხართ. რა გზა არ გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში, არაფრის მეშინია, გარდა ერთისა – როცა მოვკვდები, ყველა მომენატრებითო. მოდი, ისე ვიცხოვროთ, ეს გრძნობა გვქონოდეს ერთმანეთის მიმართ. როცა აღარ ვიქნებით ერთმანეთი გვენატრებოდეს.        

– რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება?            

– მე და ჩემი ამხანაგები თვითმფრინავს ვაკეთებდით, უნდა გავფრენილიყავით და უკვე რომ ავაშენეთ, ერთი დეტალი დამჭირდა,  ის დეტალი ერთი ადგილიდან მოვიპარე და მაშინ ისე დავისაჯე იმ დეტალის მოპარვისთვის... ოღონდ ამას ფილმში გაჩვენებთ, როცა გადავიღებ, ახლა ვერ გაგიმხელთ.

– რომელ ფილმში? „შერეკილების” გადაღებას თქვენც აპირებთ?  

– არა, „შერეკილები” არ იქნება, სხვა ფილმიზეა საუბარი.  მოკლედ, ისე დავისაჯე, რომ მას შემდეგ გადავწყვიტე, აღარასოდეს არაფერი მომეპარა. არადა, რისთვის მინდოდა?! იმისთვის, რომ გავფრენილიყავი. კლასელებს ვუთხარი, აი, ამ დეტალს თუ ვიშოვით, ჩვენ გავფრინდებით-მეთქი.  

– ახლა შეგიძლიათ, პარლამეტარებთან ერთად გააკეთოთ ახალი თვითმფრინავი. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახალისებთ თქვენი იდეა და მხარს აგიბამენ. „შერეკილები” ცოტა არ არიან...                     

– მთელი პარლამენტი გიჟებით და მანიაკებით არ არის სავსე? რაც ალხანაა, ის ჩალხანაო. მე პრობლემა არა მაქვს, მთავარია, უკიდურესობის ზღვარს არ გადახვიდე, თორემ იყვნენ გიჟები. ეგღა მაკლია, ვიღაცას ნოტაციები ვუკითხო.        

 

скачать dle 11.3