კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი მისი საიმპერატორო და სამეფო უმაღლესობა, თურქეთის პრინცესა ნილუფერი და ვის პატივსაცემად ჰქვია მას ქრისტიანული სახელი – ეკატერინე

 საბერძნეთის ორი კუნძულის – ქიოსისა და იუნუსისის საპატიო მოქალაქისა და ჰომეროსის ოქროს მედლის მფლობელის, ისტორიკოს მანანა ხომერიკის მეგობრობა შვეიცარიაში მცხოვრებ თურქეთის პრინცესებთან – ირინასა და ნილუფერთან დიდი ხნის წინ დაიწყო. ერთმანეთთან მათ დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მისმა საიმპერატორო უმაღლესობამ, პრინცესა ნილუფერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ჯერ ფრანგულ, შემდეგ კი თურქულ ენებზე გამოვიდა, მანანა ხომერიკის შესახებაც დაწერა.  2011 წელს კი პრინცესა ნილუფერმა მანანა ხომერიკი სტამბულის „ფეშენ-ვიქზე“ მიიწვია, რაც მათ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

მანანა ხომერიკი: პრინცესა ნილუფერის ტიტულია: მისი საიმპერატორო და სამეფო უმაღლესობა.  „საიმპერატორო“ ოსმალეთის იმპერიიდან მოდის, ხოლო „სამეფო“ – უნგრეთიდან. 1526 წელს, სულთან სულეიმანის დროს (რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თურქული სერიალიდან „დიდებული საუკუნე“  – ავტორი),  თურქებმა სასტიკად დაამარცხეს უნგრეთი, რამაც მისი დაყოფა და დამოუკიდებლობის  დაკარგვა გამოიწვია, ხოლო სულთან სულეიმანის ტიტულს უნგრეთის მეფის ტიტულიც მიემატა. უნგრეთის ახალი მეფე, იანოშ ზაპოლიაი თურქეთის  სულთნის ვასალი გახდა.  1541 წელს თურქებმა დაიპყრეს ბუდა და პეშტი. უნგრეთის მიწების დიდი ნაწილი ოსმალთა ბატონობის ქვეშ მოექცა და ორგანიზაციულად ბუდის საფაშოდ ჩამოყალიბდა, რომელშიც რამდენიმე სანჯაყი შედიოდა. თავის მხრივ, ავსტრიელი ჰაბსბურგების წინააღმდეგობამ გამოიწვია უნგრეთის მიწების დაყოფა თურქულ და ავსტრიულ ნაწილებად. ოსმალთა ადმინისტრაციული  ხელისუფლება უნგრეთში 1699 წლამდე გაგრძელდა, თუმცა უნგრეთის სამხრეთში მდებარე მიწები მხოლოდ 1718 წელს გათავისუფლდა. 

– როგორც ცნობილია, თურქეთის პრინცესებს – ირინას და ნილუფერს ქართველი წინაპრები ჰყავდათ.  პრინცესა ირინას დიდი ბებია ეკატერინე გურამიშვილი იყო.

– ბატონიშვილმა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონმა 2005 წლის აპრილში გამაცნო თურქეთის პრინცესები, რომლებიც მასთან ერთად საქართველოში ორი კვირით ჩამობრძანდნენ. მათ საიმპერატორო უმაღლესობა – პრინცესა ირინასა და მის ქალიშვილ, პრინცესა ნილუფერთან შეხვედრისთანავე, დედა-პრინცესამ განმიცხადა, რომ მისი დიდი ბებია იყო ეკატერინე გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდა. „თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით?“ – ვკითხე მე, რაც პრინცესა ირინამ დამიდასტურა. ის ემიგრაციაში დაბადებულა და შემდეგ თურქეთიდან განდევნილ პრინცს გაჰყოლია ცოლად. გენერალი დიმიტრი სტაროსელსკი ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე კი, ქალაქ ბაქოს გუბერნატორი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დიმიტრი სტაროსელსკი ღირსეულად ამოუდგა გვერდში ილიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში. ის 1884 წელს თბილისში გარდაიცვალა. მას და ეკატერინეს ოთხი ვაჟიშვილი დარჩათ. ირინა ივანეს ასული სტაროსელსკაია ემიგრაციაში, საფრანგეთში დაიბადა. ის 1952 წელს ცოლად გაჰყვა ოსმალეთის იმპერიის სულთანთა შთამომავალს. უკანასკნელი სულთანი მეჰმედ მეექვსე ვაჰიდედდინი (1918-1922 წლები) სასულთნოს გაუქმების გამო ოსმალეთიდან გაიქცა. თურქეთში დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანთა დინასტიის პრინცი – აბდულმეჯიდი. 1923 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ქემალ ათათურქი. 1924 წელს სახალიფოც გააუქმეს და დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნეს. პრინცესა ირინასგან შევიტყვე, რომ თურქეთის სულთანთა საგვარეულოს წარმომადგენლებისთვის მატარებელი გამოუყვიათ. ისინი იმ იმედით ტოვებდნენ სამშობლოს, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. ეგონათ, მალე ეს ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. პრინცესა ირინას მომავალი საქმრო, პრინცი ბურგანედინ ჯემი 4 წლის იყო, სამშობლო რომ დატოვა. მამამისი, პრინცი იბრაჰიმ თევფიკი იყო სულთან აბდულმეჯიდ პირველის (1839-1861) შვილიშვილი და ოთხი სულთნის ძმისშვილი გახლდათ. სულთან აბდულმეჯიდის ექვსი ვაჟიდან ოთხი სულთანი გახდა. პრინც იბრაჰიმ თევფიკს ცოლად ჰყავდა შადიე ჩურუქსულუ, რომლის მამა – გენერალი ბაჰრი ფაშა, პრინცესა ირინას თქმით, წარმოშობით ქართველი ყოფილა. პრინცი იბრაჰიმი 1929 წელს ნიცაში გარდაიცვალა, ხოლო მისი ქვრივი – შადიე, ამერიკელ სამხედროზე გათხოვდა. თურქეთის პატარა პრინცს ხან ევროპაში უხდებოდა ცხოვრება, ხან ნიუ-იორკში დედასთან და მამინაცვალთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის შეხვდა ირინა სტაროსელსკაიას. მათ ორი შვილი შეეძინათ: ნილუფერი და სელიმი. პრინცესა ნილუფერი პირველად 1980-იან წლებში ესტუმრა თურქეთს. მისმა მოხუცმა ბებიამ, შადიემ 1984 წელს სტამბულში დაბრუნება მოისურვა, რათა იქ გაეტარებინა სიცოცხლის დარჩენილი წლები. პრინცესა ნილუფერს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი – პრინცესა ტატიანა, რომელიც 2000 წელს, 16 წლის ასაკში დაიღუპა დიაბეტისგან, როგორც მის ახლობლებს მიაჩნიათ, ექიმების უყურადღებობის გამო. შვეიცარიაში მცხოვრებმა პრინცესა ნილუფერმა გადაწყვიტა, შვილის ხსოვნის პატივსაცემად, დაეარსებინა ფონდი, რომელიც ობოლ და ავადმყოფ ბავშვებს დახმარებას გაუწევდა. ასე დაარსდა „მისი საიმპერატორო უმაღლესობის, პრინცესა ნილუფერ სულთნის ასოციაცია”. თურქეთის ბავშვებისთვის გაწეული დახმარებისთვის თურქეთის მთავრობამ სპეციალური ბრძანება გასცა, რომლის ძალითაც, გამონაკლისის სახით, ნილუფერის პასპორტში შეიტანეს შემდეგი ჩანაწერი: „ეს პასპორტი ეკუთვნის ოსმანლის დინასტიის პრინცესას. 22 ნოემბერი, 2004 წელი”. პრინცესა ნილუფერმა ეს ჩანაწერი პირადად მაჩვენა და ისიც დასძინა, რომ ტიტული თავისი ძმის, პრინც სელიმის პასპორტშიც კი არ არის აღნიშნული. პრინცესა ირინასა და პრინცესა ნილუფერს ავადმყოფი ბავშვების გადარჩენისთვის, რომში ყოფნისას, გადაეცათ მედალი „სიცოცხლისთვის”. ეს ის მედალია, რომლითაც დაჯილდოებული იყო დედა ტერეზა.

– როგორც ცნობილია, პრინცესა ნილუფერი მართლმადიდებლურ ტრადიციებზეა აღზრდილი. 

– პრინცესა ნილუფერს არ მოსწონს ნათესავებსა და მით უმეტეს, ბიძაშვილებს შორის ქორწინება, ვინაიდან მართლმადიდებლურ ტრადიციებზეა აღზრდილი. პრინცესა ირინამ  არ მიიღო ქმრის სარწმუნოება – მუსლიმანობა, ქალიშვილიც მართლმადიდებლურად მონათლა. ხელთ მაქვს ამონარიდი მონტერეის წმიდა სერაფიმის ეკლესიის 1953 წლის სამეტრიკო წიგნიდან, საიდანაც ირკვევა, რომ პრინცესა ნილუფერის ქრისტიანული სახელი ყოფილა – ეკატერინე, ეკატერინე გურამიშვილის პატივსაცემად. ისინი ხშირად აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, სადილებს, რომელთა შემოსავალი ობოლ ბავშვებს ხმარდება. მათ, ასევე, გადაწყვიტეს საქართველოში მცხოვრები ობოლი და ავადმყოფი ბავშვების პრობლემებსაც გაეცნონ და შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ. ორივე პრინცესას გაცნობიერებული აქვს, რომ ქართული წარმომავლობის არიან. აქ აქვთ ძირები და ეს ეამაყებათ კიდეც. ისინი რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, გამაცნეს თავისი გენეალოგია და მითხრეს, რომ ნილუფერის ბებია წარმოშობით ქართველი იყო, მამა კი – ბაჰრი ფაშა, ჩურუქსულელი გახლდათ. მე ვუთხარი, რომ ჩურუქსულუ იყო ქობულეთის დასახელება და ვივარაუდე, რომ ქობულეთიდან იქნებოდა. 2011 წელს ნილუფერმა სტამბულში გამაცნო გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოსული ნათესავი, მხატვარი, სახელად ფეასი. ის იყო ბაჰრი ფაშას ძმის, ალიმ ფაშას შთამომავალი. ჩემი ვარაუდი გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ თავდგირიძეები, ანუ პრინცესა ნილუფერს არა მარტო გურამიშვილების, თავდგირიძეების სისხლიც ურევია. 

– რა ბედი ეწიათ ეკატერინე გურამიშვილისა და დიმიტრი სტაროსელსკის შთამომავლებს? 

– მათი ერთ-ერთი ქალიშვილი, ნინო სტაროსელსკაია, გათხოვილი იყო იოსებ შალიკაშვილზე. ნინოს და იოსებს ორი ვაჟი ჰყავდათ: დავითი და დიმიტრი (დიმა), რომლის მეუღლე გახლდათ ვარშავაში მცხოვრები, გრაფინია  მისს რუდიგერ-ბელიაევი. მათი შვილები არიან ოთარ და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილები. დიმიტრი სტაროსელსკის ვაჟებიდან უმცროსი – ვსევოლოდი გენერალი გახლდათ. ის კაზაკების ბრიგადას მეთაურობდა. ნიკოლოზ მეორემ გაგზავნა ირანში აჰმედ-შაჰის დასახმარებლად. მან დააწინაურა ერთი გაუნათლებელი სამხედრო, რომელიც შემდეგში ირანის ახალი შაჰი გახდა.

– რამდენიმე წლის წინ პრინცესა ნილუფერმა სტამბულში მოდის კვირეულზე მიგიპატიჟათ. 

– ჩვენი გაცნობის შემდეგ, ისინი კიდევ ჩამოვიდნენ საქართველოში, მიმიწვიეს თავისთან და ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყვეს. ასევე, პრინცესები ჩამოვიდნენ მაშინაც, როცა ბატონიშვილი ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა. ბოლოს კი მათ ბატონიშვილ დავით ბაგრატიონის ქორწილში შევხვდი. სამი წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. პრინცესა ნილუფერმა გამოთქვა სურვილი, კვლავ შევხვედროდით ერთმანეთს და საამისო მიზეზიც მოიძებნა. 2011 წელს თურქეთში ტარდებოდა „ისტამბულ ფეშენ-ვიქი”, სადაც პრინცესა აპირებდა ჩასვლას და მეც მთხოვა, იქ ჩავსულიყავი. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით პრინცესას მეგობარ დიზაინერს, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. წარმოშობით ის თურქია და მოღვაწეობს ვენაში. ჩვენ მის ჩვენებას დავესწარით. სპეციალურად, ამ ივენთისთვის ვენიდან ჩამოვიდა პრინცესა კამილა ჰაბსბურგი, რომელიც დიზაინერისა და პრინცესა ნილუფერ სულთნის ახლო მეგობარია. ასევე, ჩამოვიდნენ მაიკლ ჯეკსონის ძმა, ზემოხსენებული ფეადისი და ევროპაში სამოდელო სააგენტოების მფლობელები. ჩემი სავიზიტო ბარათი – ნილუფერის მეგობრობა იყო. სხვათა შორის, პრინცესამ ძალიან საინტერესო ამბავი მიამბო. მისი ახლო მეგობარი დაფნა ზიმანი, იმავდროულად, არის ჰილარი კლინტონის ახლო მეგობარიც. მან პრინცესას გაუწია რეკომენდაცია, რომ ამერიკის კონგრესში გამოსულიყო. ასეთი რამ უთხრა პრინცესა ნილუფერს: „თქვენ ეხმარებით ისრაელისა და პალესტინის ბავშვებს, ჰილარი კლინტონს სჭირდება თქვენნაირი ადამიანი, რომელიც თურქია და ამავე დროს, ამერიკელიც“. ზაფხულში გამოვიდა კონგრესში, ისაუბრა თავისი ასოციაციის შესახებ და ასევე, ახსენა ქართველი ბავშვები. უდეში დანგრეული იყო სკოლა, ბავშვები ვერ დადიოდნენ და პრინცესები იქ მოღვაწე მამა გრიგოლს დაეხმარნენ, რომ დანგრეული შენობა აღედგინათ. ასევე, მათ დაიქირავეს ბავშვებისთვის მასწავლებლები და შეძლებისდაგვარად, შეიძინეს წიგნები. ამ თემამ ამერიკის კონგრესზე გაიჟღერა. იქვე შეხვდა ის მაიკლ ჯეკსონის ძმას, ჯერომ ჯეკსონს, დამეგობრდნენ და ჯეკსონი თურქეთშიც ჩამოვიდა „ფეშენ-ვიქზე”. იმ სასტუმროში მოვიდა დაცვით, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. პრინცესას გადაეხვია, მე მოშორებით ვიდექი. თვითონ გამოემართა ჩემკენ, გადამკოცნა. შემდეგ ყველანი წავედით დეფილეზე. „ფეშენ-ვიქზე” უამრავი ხალხი დაგვხვდა, ჩვენთვის საპატიო ადგილები იყო პირველ რიგში შენახული. ამის შემდეგ „ფეშენ-ფართიზე” წავედით. პრინცესები ძალიან თბილი ადამიანები არიან, მთავარია, მიგიღონ. მეორე დღეს დიზაინერმა რესტორანში დაგვპატიჟა. პრინცესამ მითხრა, ჯერომი ძალიან დაინტერესდა იმით, რომ ისტორიკოსი ხარ და უნდა, გაგესაუბროს, მის გვერდით დაჯექიო. მან ბევრი არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ. მე ვუთხარი, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩემი ნათქვამი ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და მითხრა, გახსოვს, რუსეთმა ავღანეთს რა უქნაო. გამახსენდა, რომ მას ცოლად ულამაზესი ავღანელი ქალბატონი ჰყავდა. მან ისიც მითხრა, რომ ავღანელები ძალიან კარგი ხალხიაო, რაც მეც დავუდასტურე. 

ნილუფერი 2013 წელსაც ესტუმრა სტამბულს, სადაც მიწვეული იყო ფატიჰ დამპყრობლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.  ფატიჰ დამპყრობელი – „კაცი, რომელმაც შეცვალა ევროპის ბედი“. მან დაიპყრო ბიზანტია, რამაც უდიდესი უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ბედზეც, მაგრამ, ცხადია, თურქები მისით ამაყობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმიც უჩვენებიათ: ახალგაზრდა ფატიჰი ავლენს ამბიციას – გახდეს მეორე ცეზარი, მეორე ალექსანდრე დიდი. იწყება  ოსმანთა  სახელმწიფოს ოსმანთა იმპერიად გადაქცევის პროცესი. ფილმის რეჟისორმა პრემიერაზე მიიპატიჟა ნილუფერ სულთანი. ნილუფერი ჩავიდა და რაც მთავარია, ამ დღეს მას ევროპარლამენტის წევრი ჰყავდა წაყვანილი სტამბულში.

 

скачать dle 11.3