კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“ კოდი – 124

უნივერსიტეტის მისია

ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, თანამედროვე განათლების უზრუნველყოფა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, გამოცდილი და აგრეთვე, ახალი ფორმაციის სპეციალისტების კვალიფიკაციის მეშვეობით. მათ გააჩნიათ, უშუალოდ მეცნიერებაში, წარმოებასა და სამეწარმეო საქმიანობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის უნარი და ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

თანამედროვე სასწავლო კორპუსი ქალაქის ცენტრში, კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით, კომპიუტერული კლასები, იურიდიული კლინიკა, სასამართლო დარბაზი იმიტირებული პროცესებისათვის, სტომატოლოგიური კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზები.

სტუდენტები პრაქტიკას გადიან ტურისტულ ფირმებსა და სასტუმროებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საადვოკატო ოფისებში. 

წარჩინებული სტუდენტები იღებენ სტიპენდიას.

 

მიმდინარე სასწავლო წლიდან უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Tempus-ის სამწლიან პროექტში 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესკომუნიკაციის თეორიული ცოდნის, სამეცნიერო კვლევის, პროფესიული საქმიანობის, პრაქტიკული უნარის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამა არის 120-კრედიტიანი, რომლის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა შემუშავდა ჰოლანდიის უნივერსიტეტთან – New European University და გაიცემა ორმაგი დიპლომი. 

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მზია ქათამაძე  ევროპის რექტორთა კლუბის წევრია. კლუბის წევრთა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება, რაც უნივერსიტეტს უცხოელ კოლეგებთან, ევროპის  უმაღლეს სასწავლებლებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში ეხმარება. ამ ურთიერთობების შედეგია საქმიანი კონტაქტები და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები საფრანგეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, აშშ-ის და ლატვიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან.   

„ერთი მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ერთობლიობა,” – ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ეს სიტყვები საფუძველია ჩვენი უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრებისა. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი” ესაა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ერთი მთლიანი, მუდამ განახლებადი სისტემა, რომელიც საერთო საქმეს – სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიცემას ემსახურება. ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია  თითოეული სტუდენტი, მათი იდეები და შეხედულებები. გიწვევთ ჩვენთან  სასწავლებლად და სათანამშრომლოდ. გახსოვდეთ – „ჩვენ ვზრდით პროფესიონალებს”! – თქვენი მომავალი გარანტირებულია“. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მზია ქათამაძე.

 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. მეორე ჩიხი ¹5ა

 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

2 91 50 33; 2 10 58 75; 2 91 50 08

www.gorgasali.edu.ge Facebook: www.facebook.com/UniversityGorgasali    

скачать dle 11.3