კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერტილოსკოპია – ბუნებრივი უმოკლესი გზა უშვილობიდან დედობამდე

საქართველოში ხშირია უშვილობის პრობლემა. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემის წინაშე ყოველი მეცხრე წყვილი დგას. დღესდღეობით უშვილობის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად” აღიარებული ფერტილოსკოპია მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებშია დანერგილი. თბილისში მდებარე „პროფესორ ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრი – „დომინანტი” პირველია აღმოსავლეთ ევროპაში და ჯერჯერობით ერთადერთი ამიერკავკასიაში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით სრულფასოვნად ტარდება. ამ მაღალტექნოლოგიური სუპერპროექტის ავტორმა, ფრანგმა ანტუან ვატრელოტმა, განსაზღვრა ის როგორც ერთმომენტიანი ფერტილობის კლინიკის კონცეფცია. დღეს ევროპაში ამ მეთოდიკას ფლობს ოთხი სპეციალისტი: თვით კონცეფციის ავტორები ანტუან ვატრელოტი (საფრანგეთი), პროფესორი შტეფან გორდსი, (ბელგია) პროფესორი ივო ბროსენსი (ბელგია) და პროფესორი ივანე მგალობლიშვილი (საქართველო). ეს თანამედროვე ტექნოლოგია პირველად საქართველოში  10 წლის წინ დაინერგა პროფესორ ივანე მგალობლიშვილის მიერ და მას შემდეგ ეს მეთოდი სწრაფად განვითარდა. დღესდღეობით მიკროქირურგიული აღდგენითი ოპერაციები საშვილოსნოზე და მილებზე მხოლოდ კლინიკა „დომინანტში” ტარდება და ამ ინოვაციის ავტორი არის პროფესორი ივანე მგალობლიშვილი. ჩვენი რესპონდენტი აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერათა დოქტორი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეპროდუქტოლოგთა და მცირე ინვაზიურ ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სრული პროფესორი ივანე მგალობლიშვილია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, ადამიანის რეპროდუქციულობის პრობლემებზე მუშაობს.

– ბატონო ივანე, დღეს უამრავი წყვილი კარგავს ძვირფას დროს უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად. მათგან ბევრი მიიჩნევს, რომ უშვილობა არის ავადმყოფობა და, შესაბამისად, იმედიც დაკარგული აქვთ, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შესაძლებელია. რეალურად, რა არის უშვილობა და რას გვეტყვით მისი გამოკვლევისა და მკურნალობის შესახებ?

– უშვილობა ავადმყოფობა ნამდვილად არ არის, რადგან, ხშირ შემთხვევაში, უშვილო წყვილები ჯანმრთელები არიან. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა. მაგალითად, უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდია ფერტილოსკოპია, რაც შესაძლებელს ხდის, პრაქტიკულად, ყოველგვარი გართულებების გარეშე, უმოკლეს ვადაში დაისვას უშვილობის დიაგნოზი და, იმავდროულად, ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგს. 

 ფერტილოსკოპია არ არის უბრალოდ ოპერაციის ტექნიკა, რომლის დაუფლებაც შესაძლებელია; ეს არის კონცეფცია, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ერთდროულად ხდება უშვილო ქალის რეპროდუქციული სისტემის შეფასება და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა, ანუ, ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა, რაც გულისხმობს დაორსულების საშუალებას ბუნებრივი გზით. ფერტილოსკოპიის კონცეფციის დასაუფლებლად აუცილებელია სპეციალური მომზადება და არანაკლებ 5 წელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. 

– იმასაც ამბობენ, რომ სხვა კლინიკებშიც ხდება ფერტილოსკოპიის მეთოდით უშვილობის მკურნალობა. ეს მართალია? 

– ის გაურკვევლობა, რაც წარმოიშვა ამ ბოლო ხანებში, თითქოსდა, თბილისში, კიდევ სადმე ტარდება ფერტილოსკოპია, განპირობებულია იმით, რომ გავხსენით ახალი კლინიკა – „დომინანტი”, პაციენტები კი ამას აკავშირბენ ჩემს ძველ სამუშაო ადგილთან. ფერტილოსკოპია – ეს არის სწრაფად განვითარებადი მიმართულება მედიცინაში. ძველი კლინიკის პირობები უკვე აღარ აკმაყოფილებდა, თანამედროვე მოთხოვნებს; თანაც, აპარატურას, რომლის სრულყოფაშიც მე მუდმივად ვიღებ უშუალო მონაწილეობას, ესაჭიროებოდა გამოცვლა. ჩემი კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, რომელსაც მსოფლიოში არ აქვს ანალოგი, სპეციალისტების გუნდი – ჩემი მოსწავლეები – 10 წლის განმავლობაში ხვეწდნენ ფერტილოსკოპიის უნიკალური მეთოდის ტექნიკას, ტაქტიკასა და სტრატეგიას. დღესდღეობით ყველა სპეციალისტი, ვინც კი უშუალოდ მონაწილეობდა ფერტილოსკოპიის პროცესში, ჩემთან ერთად გადმოვიდა ჩემს ახალ კლინიკაში, რომელიც მდებარეობს თბილისში. ეს ერთადერთი კლინიკაა საქართველოში და ამიერკავკასიაში, სადაც ამ უნიკალური მეთოდით – ფერტილოსკოპიით ხდება უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.  

კლინიკის მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი ¹14ბ, ტელ.: +99532 230-00-90. მობილური  +995 599 74-22-47.

скачать dle 11.3