კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უჯდებათ საცხოვრებლის სარემონტო ხარჯები პავლე კუბლაშვილსა და მის მეუღლეს

აწ უკვე სამი მოწვევის პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი 1976 წელსაა დაბადებული ტყიბულში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევების პარლამენტის წევრი კი სამივეჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გახდა.

შრომითი საქმიანობაც სახელმწიფო ასპარეზზე დაიწყო: 1997-2000 წლებში საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატში მუშაობდა. 2000 წელს საქართველოს საგადასახადო სამინისტროში გადავიდა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი გახდა. 2000 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაიწყო მუშაობა იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად.  2001-2004 წლებში საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ექსპერტი იყო. 2004 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში გადაინაცვლა, სადაც მისი ბოლო თანამდებობა ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორობა გახლდათ. იმავე წელს უშიშროების სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა იქ მხოლოდ ერთ თვეს შეყოვნდა, 2004 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივნად დაინიშნა. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოს აგერ უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია.

ბ-ნი კუბლაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება. ოჯახის წევრებად მიუთითებდა 1974 წელს დაბადებულ მეუღლეს, თამილა აბუთიძეს და ქალიშვილს – ნუცას. ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება შემოიფარგლებოდა ერთი ავტომანქანით (15 000 ლარის ღირებულების), რომელიც პავლე კუბლაშვილს ეკუთვნოდა და მისივე კუთვნილი 45 000 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინით. რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში პავლე კუბლაშვილმა, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ექსპერტმა, 27 090 ლარი მიიღო; როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელმა – 1 250 ლარი, გრანტის სახით კი – 1 200 აშშ დოლარი. თამილა აბუთიძის, როგორც ფინანსთა სამინისტროს სპეციალისტის ხელფასმა 2 750 ლარი შეადგინა. 

2008 წლის დეკლარაციაში ბ-ნი კუბლაშვილი მიუთითებს, რომ შეეძინა ვაჟი – ალექსანდრე. იმხანად ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, პავლე კუბლაშვილის კუთვნილ 200 000 ლარად ღირებულ ბინაში. მასვე ეკუთვნოდა იმავე მისამართზე მდებარე 5 000 ლარად ღირებული ავტოსადგომი. ასევე, ფლობდა მიწის ნაკვეთს გრიგოლეთში, თუმცა წილის მხოლოდ ნახევარს. მცხეთის რაიონში მიწის ნაკვეთი ჰქონდა თამილა აბუთიძესაც და მასაც წილის მხოლოდ ნახევარი ეკუთვნოდა. მას, აგრეთვე, ჰყავდა 2000 წლის ავტომანქანა „სუძუკი გრანდ ვიტარა“. 2007 წლის განმავლობაში პავლე კუბლაშვილმა, როგორც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, 50 136 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „ტაოპრივატბანკის“ მარკეტინგისა და სარეკლამო განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა – 25 403 ლარი. იმავე წელს პავლე კუბლაშვილის სამივლინებო ხარჯებმა 23 943 ლარი შეადგინა.

2009 წლის დეკლარაციით, პავლე კუბლაშვილის პარლამენტარის წლიური შემოსავალი 50 736 ლარით განისაზღვრა, მისი მეუღლის – 41 250 ლარით. 2010 წლის დეკლარაციის უძრავი ქონების ნაწილში ის ცვლილებაა, რომ თამილა აბუთიძეს ახლა უკვე 2008 წლის „ტოიტა პრადო“ ჰყავს. მათი შემოსავლები კი შემდეგნაირია: პავლე კუბლაშვილი – 56 676 ლარი, თამილა აბუთიძე – 39 800 ლარი. 2011 წლის დეკლარაცია მიუთითებს, რომ პავლე კუბლაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 68 674 ლარი მიიღო, თამილა აბუთიძის, როგორც „ტაოპრივატბანკის“ განყოფილების გამგის შემოსავალმა 48 554 ლარი შეადგინა. იმ წელს შვილების სწავლისთვის მათ 3 000 ლარი დახარჯეს, ბინის რემონტისთვის – 20 000 ლარი.

2012 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ თამილა აბუთიძეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სახლი აუშენებია, ოღონდ ისევ წილის ნახევარს ფლობს. იმ წელს ის უმუშევარი იყო, თუმცა პავლე კუბლაშვილის სადეპუტატო ხელფასმა 69 049 ლარი შეადგინა. იმ წელს შვილების სწავლისთვის პავლე კუბლაშვილმა 6 500 ლარი გადაიხადა, ხოლო თამილა აბუთიძეს სარემონტო სამუშაოები 2 500 ლარი დაუჯდა. 2013 წლის დეკლარაციით, თამილა აბუთიძე „ჭიათურმანგანუმჯორჯიას” მარკეტინგის სამსახურის უფროსად მუშაობს და ამ საქმიანობამ 2012-ში 20 625 ლარი მოუტანა, ბ-ნი კუბლაშვილის სადეპუტატო შემოსავალმა კი 67 799 ლარი შეადგინა. შვილების სწავლისთვის 8 500 ლარი გაიღეს, სარემონტო სამუშაოებისთვის – 5 500. 

 

скачать dle 11.3