კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ათასპროცენტიანი ორკაბინეტიანები

ანუ გრავიტაციადაურღვევლები

 

რაკი ყველას თავისი სამრეკლო აქვს და თავიც საკუთარი გასჭირვებია, მაშინ, როდესაც, აშშ  და რფ მზად არიან, ვეფხი-მოყმესავით შეიბნენ უკრაინისთვის, ჩვენებური პოლიტიკური ელიტა იმას განიხილავს, უნდა გადმოინაცვლოს თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობამ თბილისში, უკიდურეს შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც.

სახელდობრ, უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის კომიტეტის სხდომების თბილისში განახლების შემთხვევაში მასში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ რუსთაველის 8 ნომერში სამუშაო კაბინეტებში არ შევა!

პრეზიდენტის მრჩევლის ძმა და „ნაცმოძრაობის“ ოდითგანვე ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი თვით ათასი პროცენტითაა დარწმუნებული, რომ „თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის კაბინეტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გამოიყენებენ (ნეტავ, რათა?!).“ თუმცა ჩემთვის უცნობია და არც ბ-ნ მაჭავარიანს უცნობებია, სად იმუშავებენ, თუ არა კაბინეტებში (საკითხავიც აი, ეს არის)?! 

ასეა თუ ისე, იგი ბრძანებს (მისი ბაგეებით კი „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს), რომ ვაჭრობას არ აპირებენ! ამას გარდა, მოტივაციასაც ფრიად ემოციურად გადმოგვცემს: „არ მესმის, ვერ მუშაობს პარლამენტი ქუთაისში?! შენობა არ არის?! პირობები არ არის?! გრავიტაცია დარღვეულა ქუთაისში?! ფულის ხარჯვაზე ჩვენ გვედავებიან და თბილისში, პარლამენტის შენობისათვის უკვე დახარჯულია რამდენიმე მილიონი ლარი. ვინმემ ამიხსნას, რად უნდა პარლამენტის წევრს ორი კაბინეტი? – ესე იგი, ცალკე კაბინეტი ექნებათ თბილისში და ცალკე – ქუთაისში და რა საჭიროა ეს ფუფუნება?!“

არგუმენტები არც მთლად უსაფუძვლოა (მართლაცდა, რად უნდა პარლამენეტის წევრს ორი კაბინეტი?!), თუმცა ითხოვს შემხვედრ რიტორიკულ კითხვებს, მათ შორის, ასეთსაც: რა საჭირო იყო ქუთაისის პარლამენტისთვის 400 მილიონამდე ლარის დახარჯვა, როდესაც თბილისში უკვე არსებობდა პარლამენტის შენობა?

რაც შეეხება პასაჟს – „რად უნდა პარლამენტის წევრს ორი კაბინეტი?“: ერთობ უცნაურია, რომ ეს ჩვენი რჩეული ფუფუნებად მხოლოდ ორ კაბინეტს განიხილავს.

скачать dle 11.3