კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჯრედებით მონატრებული

თუმცა მიუნჰენში ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა გაგვიმხილა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება აღარ აინტერესებდა და აშშ-ში გალექტორებამდე შარლ დე გოლის სტილშიც დაგვემშვიდობა: უნდა დავისვენოთ ერთმანეთისგანო, აღმოჩნდა, რომ საქმე მთლად ასე უნუგეშოდაც არ ყოფილა.

კერძოდ, იგი მაიდანზე გამოჩნდა (ვითომ უკრაინის პოლიტიკურმა ცხოვრებამ დააინტერესა?!), შეკრებილთ სიტყვითაც მიმართა და სატელევიზიო ეთერებითაც გაიბრწყინა (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: კაკ ვ სტარიე დობრიე ვრემენა), მათ შორის, ჩვენებურითაც და ამჯერად ჩვენი მიტოვების სულ სხვა ვერსია შემოგვთავაზა: „ჩემი გადაწყვეტილება, რომ ამერიკაში წავსულიყავი ბევრი მიზეზის გამო საქართველოდან, დროებითია. ბევრი მიზეზია და ამაზე თავის დროზე ღიად ვილაპარაკებ. ეს გავაკეთე არაპირადი მოტივებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა აქტიური საქმე და მე ვერ დავჯდებოდი და პენსიონერებს ვერ დავიჭერდი და ვენახის გასხვლით ვერ დავიკავებდი თავს.“

ოღონდ არ დაგვიმალა, რომ „საქართველო ყველა უჯრედით ენატრება.“ რაც მთავარია, ჩვეულებისამებრ, წინამორბედი ბ-ნი შევარდნაძეც ახსენა, ოღონდ ისე, რომ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“ ვინაობა არ დაუკონკრეტებია: „მე ვარ ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებით წარსული ქართველი პოლიტიკოსებისგან, მთელი ჩემი ცხოვრება და კარიერა გავაკეთე საქართველოში. არა ისე, რომ მე ვიყავი ვიღაცის მინისტრი, მე ვიყავი ვიღაცის თუნდაც წამყვანი თანამდებობის პირი (ისევ ვერ გამოვიდა მისი ჩრდილიდან?!).“

თუმცა ყველაზე ამაღელვებელი მაინც ის პასაჟი იყო: „მე ნამდვილად არ მინდა ეს გავცვალო თუნდაც ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მნიშვნელოვან ფიგურობაზე“, ანუ „არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს უკვდავებისა ხეზედაო.“ 

ხოლო თუ გავიხსენებთ, რომ ნაკეისრალი დიოკლიტიანე ამაყობდა პოსტიდან წასვლის შემდეგ მოყვანილი თავისი კომბოსტოებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბ-ნ სააკაშვილს მთლად სანაქებო ვენახიც ვერ გაუშენებია?! 

скачать dle 11.3