კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აისიდან – დაისამდე

„ჩემი ოქრო ჩემთან“

 

მოვლენები იმდენად ელვის უსწრაფესად განვითარდა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ჯერ კიდევ კიევში მეტ-ნაკლებად მყარად მჯდომმა ბ-ნმა იანუკოვიჩმა ოლიმპიადის დაისზე უკვე რფ-ს სთხოვა შეფარება (რფ-ს უარი არ უთქვამს, პრინციპით, „ჩემი ოქრო ჩემთან“). მეტიც, გასული კვირის მიწურულს პრესკონფერენციაც გამართა, ოღონდ, გაგიკვირდებათ და – როსტოვში. 

ამის პარალელურად, რუსი დეპუტატები ინიციატივით გამოვიდნენ და ითხოვენ, რომ გამარტივდეს რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების მიღების წესი.

თუმცა ჯერჯერობით რფ-ში შემდეგი ნორმა მოქმედებს: რუსეთის ფედერაციისთვის მეორე სახელმწიფოს ან იმ სახელმწიფოს ნაწილის მისაერთებლად საკმარისია ორივე მხარის თანხმობა, ოღონდ საერთაშორისო შეთანხმებით გამაგრებული. ახლა კი „დუმელები“ ითხოვენ, რომ მიერთების პირობად საკმარისი იყოს „ხალხის მიერ ნების გამოხატვა“, მაგალითად, რეფერენდუმზე.

უფრო მეტიც, მაგალითად, „დუმის“ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ამას წინათ რფ-ს სისხლის სამართლის კოდექსშიც მოითხოვა ცვლილებების შეტანა „ნაციზმის რეაბილიტაციისა“ და მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის მოქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ეს ინიციატივა „დუმის“ კომიტეტის თავმჯდომარეს უკრაინის მოვლენებმა შთააგონა. მისი აზრით, უკრაინელები (ბუნებრივია, ის ნაწილი, რომელსაც იანუკოვიჩი და საბაჟო კავშირი არ მოსწონს) „ფაშისტურად“ იქცევიან.

თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე ჩრდილოეთში „ფაშისტებად“ მხოლოდ ჩვენ განგვიხილავდნენ, სასიამოვნოა, რომ გავმრავლებულვართ. 

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, როგორც წესი, გამთხრელი თავად აღმოჩნდება ხოლმე ორმოში: თუკი რეფერენდუმი საკმარისია რფ-სთვის სხვა სახელმწიფოს ნაწილის მისაერთებლად, რფ-ს რომელიმე ავტონომიისთვის (ან ყველასთვის ერთად) რატომ არ უნდა იყოს საკმარისი რეფერენდუმი რფ-სგან გამოსაყოფად?! 

скачать dle 11.3