კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოგროვდა სანდრო ჟღენტის სახლში ექვსი ძაღლი და ვისთან იყენებს ის საკუთარ ძალას

საქართველოში კარგი ანიმაციის კეთების გამოცდილება გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მრავალწლიანი პაუზის შედეგად, არ ვიცი, კადრების სისუსტისა თუ ტექნიკური რესურსების არქონის გამო – თანამედროვე ქართული კარგი მულტფილმი აღარ მინახავს. ოცდამეერთე საუკუნეში, „პიქსარის“, „დისნეის“ და სხვა გიგანტების პარალელურად, საქართველოში პოლიტიკურ-ანიმაციური სერიალების შექმნის ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, რომლებიც ასევე დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა. თუმცა, როდესაც გავიგე, ტელეკომპანია „ჯიდიესმა“ ანიმაციურ სერიალზე მუშაობა დაიწყო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, შედეგი ძალიან კარგი იქნებოდა. ახალგაზრდული არხი, სადაც საქართველოს ყველა საუკეთესო გრაფიკოსი მუშაობს და ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, ამის საფუძველს მაძლევდა. ასეც არის... ყოველ შაბათს, საღამოს ცხრის თხუთმეტ წუთზე პატარებს შეუძლიათ, უყურონ „სუპერბიბას“, რომელსაც სანდრო ჟღენტი ახმოვანებს.

 

სანდრო ჟღენტი: „წუნა და წრუწუნას“, „ყურშა გაყოყოჩდა“ და „ბომბორას“ შემდეგ, კარგი მულტფილმები საქართველოში არ მახსენდება. შეიძლება იყო და არ გამიგია, მაგრამ არ მახსენდება. ახლა კი, „ჯიდიესმა“ დაიწყო საბავშვო ანიმაციური სერიალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვისაა – ერთ კარგ ბიჭზე, სუპერგმირზე, რომელიც დიდი ბავშვია. ამ არხზე დიდი ხანია ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რასაც ისინი გააკეთებდნენ, ის აუცილებლად კარგი იქნებოდა. თან, ყოველთვის ძალიან მინდოდა მულტფილმის გახმოვანება. ამაზე სულ ვოცნებობდი. ჯერ ერთი, მაგრად მიყვარს მულტფილმები და დღემდე ვუყურებ კუ ნინძებსა და სხვა სუპერგმირებს. ჩემმა მეგობარმა ბიკენტიმ მითხრა: მოდი, აისრულე შენი ოცნება და გაახმოვანე სუპერგმირიო. 

– კინოში არაფერი გაგიხმოვანებია აქამდე?

– რაღაცეები კი, მაგრამ აღარ მახსოვს ისეთი არასაინტერესო იყო. რაღაც უაზრო  ხმებს გამოვცემდი, ვითომ ცხოველების. გმირი არასდროს გამიხმოვანებია. აქ კი მთავარი გმირი მყავს სუპერბიბა. 

– მომიყევი ამ ბიჭზე.

– ეს არის ბავშვი, ძალიან დიდი და ძლიერი, სუპერგმირის თვისებებით. სუპერბიბას ზრდის ბებია და ბაბუა. მშობლები სულ პატარა რომ იყო, მაშინ გაქრნენ. რატომ გაქრნენ მაგას არ ვიტყვი, მულტფილმს უნდა უყურო, რომ გაიგო. კარგი ტიპია, მხიარული და ძალიან მიამიტი. ერთი გოგო უყვარს და ვერ უმჟღავნებს. 

– იოლად ატყუებენ?

– კი, მიამიტია. ბავშვია. წარმოიდგინე, სუპერგმირია და კომიქსების მაღაზიაში მუშაობს. კომიქსებს ყიდის და ძალიან უხარია. დაბადებიდან იცის თავისი ძალების შესახებ. რომ დაიბადა, აკვანი გაანგრია, წამოხტა და თქვა: მე ფეხზე უნდა ვიდგეო. უსაყვარლესი ბიჭია, მოკლედ. ძალიან მაგარი სამსახური აქვს, ეგრევე სახლთან. ჩაიცვამს, კარს გააღებს, წავედი სამსახურშიო და უკვე სამსახურშია. 

– კეთილი საქმეების კეთება დაიწყო?

– კი, პირველივე სერიაში მოერია ბოროტებას. არის ვიღაც ტიპი, რომელიც არ ჩანს და სიბოროტეებს აკეთებს, ბავშვებს იტაცებს. ბავშვების გადასარჩენად ბიბა ყოველთვის მზად არის. პირველი შერკინება უკვე ჰქონდა საშინელ მადამ ენთან. მადამ ენი ძალიან დიდია და სულ შია. ეს იმ უხილავმა სიბოროტემ შექმნა, ასეთი ბოროტი სუპერგმირია, რომელსაც სულ შია. სუპერბიბამ ცხვირ-პირი მიუნგრია. მაგარი ჩხუბი იყო. ჩემი მეგობარია ბიბა, ძალიან მაგარი ტიპი.

– რეალურ ცხოვრებაში რამდენად სუპერგმირობ, ხარ დაჩაგრულების მხარეს?

– სუპერგმირი?! არ ვიცი, არა მგონია. საკმარისი ძალა კი მაქვს, მაგრამ ძაღლები მიყვარს ძალიან და დაჩაგრულ ძაღლებს ვიცავ ბოროტი ადამიანებისგან, ადამიანებს კი – ნაკლებად. ექვსი ძაღლი მყავს სახლში. ძალიან მიყვარს პატარა ძაღლები და ქუჩის ძაღლები. რომ დავინახო, ვინმე ქუჩაში ძაღლს ჩაგრავს, დავჩმუჩნი. სახლშიც ასე ავედი ექვსამდე. ორი ჩემთან, წყნარად ცხოვრობდა და დანარჩენი ოთხი – ქუჩიდან მოვიყვანე, მიგდებულები იყვნენ, გარეთ ვიპოვე. აი, ასე. დებილი ადამიანები უსაყვარლეს ძაღლებს ქუჩაში ყრიან, მაგრამ რა გასაკვირია, ბავშვებსაც კი ყრიან. 

– მგონია, რომ შენც ბიბასნაირი ტიპი ხარ, კეთილი, ბავშვური და ძლიერი.

– მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. კომიქსების მაღაზიაში არ მიმუშავია, მაგრამ...

– სად გიმუშავია ყველაზე უცნაურ ადგილას?

– მუყაოს ყუთების გადამამუშავებელ ქარხანაში. დილის ხუთი საათიდან „კარდონის“ ყუთებს ვამზადებდი. დიდი აგრეგატი იყო, ის უშვებდა მუყაოებს, რომელიც მე უნდა დამეკეცა. ასე მოდიოდა და მოდიოდა დილის ხუთი საათიდან გიჟივით (იცინის), არ მთავრდებოდა. პირველ დღეს სამუშაოდ რომ მოვედი, დაბნეული ვიყავი. ამიხსნეს, რომ რამდენი ყუთიც ჩამოვა, უცებ უნდა დაკეცო – დადო, დაკეცო – დადო... მე კიდევ ვუყურებდი უაზროდ და გაივსო იქაურობა „კარდონებით“, კინაღამ გადავწვი ის აგრეგატი. 

– ფიზიკურ ძალას ხშირად იყენებ?

– რა თქმა უნდა (იცინის). პროფესიული სპორტით არა, მაგრამ ფიზკულტურით დაკავებული ვარ – „ფიზკულტურნიკი“ ვარ. მაგრამ, მაინც ძნელია ჩემი მუშტებამდე მიყვანა... გააჩნია, შეიძლება, ისე გამაბრაზონ, ეგრევე მუშტებისკენ გავიწიო. ეს მაინც იშვიათად ხდება. ბოლოს აღარც მახსოვს, როდის იყო – ესე იგი, დიდი ხანი გავიდა. ჩხუბიც გამომდის, მარტო ძალა არ არის, ჩხუბიც უნდა იცოდე. ჩემი სუპერბიბა მოჩხუბარი არ არის, უბრალოდ, დიდი ძალა აქვს და ებრძვის სიბოროტეებს.

– ზებუნებრივი ძალები აქვს, ფრენა და ამბები შეუძლია?

– ქსელები, მახეები, ჯერ არ ყოფილა. ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან, ძალიან დიდი ძალის დემონსტრირება მოახდინა.

– ვისზეა შეყვარებული?

– მეგობარი ჰყავს, იუკი ჰქვია, საყვარელი გოგო. საშინლად იბნევა მის დანახვაზე. ძლიერი და თამამი კი არ არის, ქუჩაში რომ ამაყად იაროს, პირიქით, საშინლად მორცხვია. ეს გოგო, რომელიც უყვარს, პაემანზე დაპატიჟა და მთელი შეხვედრის განმავლობაში პირდაღებული უყურებდა. 

– შენს პაემანზე მომიყევი.

– არ ვიცი, პაემანზე რა მოგახსენოთ. კარგია, მშვენიერია კარგი პაემნები. 

– რა არის ბიბას მთავარი მიზანი?

– ბიბას მიზანია, იპოვოს მშობლები, რომლებიც რაღაც საოცრად გაქრნენ და მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. ამ გზაზე კი მას უამრავი ბოროტი გმირი, დაბრკოლება და ფათერაკი შეხვდება. 

 

скачать dle 11.3