კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა ულტიმატუმი წაუყენა თემურ ყვითელაშვილმა ბალერინა ცოლს და რამდენ ხანს გრძელდება მისთვის ეიფორიული პერიოდები

ის, რომ თემურ ყვითელაშვილი საოცრად ნიჭიერი გიტარისტია, ამაზე არავინ დავობს. მან მსოფლიოს არაერთ ცნობილ დარბაზში გამართა კონცერტი და მსმენელი თავისი შესრულების მანერით შოკში ჩააგდო. თუმცა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ არსად საუბრობს და, შესაბამისად, არავინ იცის, როგორი ქმარი, მამა და მეგობარია. ამ თემებზე საუბარს, მართალია, თავს არიდებს, თუმცა, ამჯერად, ჩვენი ჟურნალისთვის გამონაკლისი დაუშვა. თემური თბილისის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს და, როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის დიდი პატივი და ორმაგი პასუხისმგებლობაა.

 

თემურ ყვითელაშვილი: ბავშვობაში მინდოდა, ფეხბურთელი ვყოფილიყავი, მაგრამ, საბოლოოდ არჩევანი მაინც მუსიკაზე შევაჩერე. ამ სფეროში უფრო მეტად ვხედავდი ჩემს თავს. თუმცა, მიშა მესხს ძალიან მოსწონდა ჩემი თამაში და ამბობდა, კარგი მონაცემები გაქვს, შენგან კარგი ფეხბურთელი გამოვაო. 

– ესე იგი, თქვენი სახით თბილისის „დინამომ” კარგი მოთამაშე დაკარგა?

– ვერ გეტყვით, თბილისის „დინამომ” რა დაკარგა ჩემი სახით, მაგრამ, ფაქტია, ბურთს გიტარა ვამჯობინე (იცინის). ბავშვობიდან მოწესრიგებული ადამიანი ვიყავი, მიყვარდა დისციპლინა და ახლაც ასეთი დავრჩი. 

– ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი მოსაზრებით იღებთ. არ გიყვართ გარშემო მყოფებისგან რჩევების მიღება?

– არასდროს მიყვარდა ზედმეტი კითხების დასმა და გადაწყეტილებებსაც ყოველთვის თავად ვიღებდი, თუმცა, სხვების რჩვებსაც ვითვალისწინებდი. ასე რომ,  რჩევებს იშვიათად ვეკითხები გარშემო მყოფებს და ყოველთვის თავად ვარ იმ ნაბიჯზე პასუხისმგებელი, რომელსაც ვდგამ. არც ჯიუტი ვარ. მე ინტუიციას ვენდობი და ის არასდროს მღალატობს. სანამ რამეს მოვიმოქმედებ, ბევრს ვფიქრობ, ვაანალიზებ და, ამიტომაც, უმეტესად, არ ვცდები. 

– საკმაოდ ემოციური ადამიანი ხართ და ეს თქვენს შესრულებაშიც იგრძნობა. ამბობენ, როცა თემური სცენაზე დგას, მისთვის ეს სამყარო აღარ არსებობს, სხვა განზომილებაშიაო. ასეა?

– ნამდვილად ასეა. არა მარტო სცენაზე დგომის დროს ვხვდები სხვა განზომილებაში და ვწყდები ამ სამყაროს, არამედ, სანამ სცენაზე ავალ. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მეწყება ეიფორია, არ ვარ დედამიწაზე და სულ სხვა სამყაროში ვხვდები. სულ მიკვირს ჩემი კოლეგების, კონცერტის წინ სხვა რამეზე რომ ფიქრობენ ან სხვა საქმეს აკეთებენ. 

– და, რამდენ ხანს გრძელდება ასეთი ეიფორიის დღეები?

– მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი ეიფორიის დღეები არ დგას?! (იცინის) ჯერ გულში ვალაგებ ყველაფერს, მერე გონებაში, მერე ყველაფრის რეალიზებას ვახდენ და, საბოლოო ჯამში, ასე გავდივარ სცენაზე. უბრალოდ, საჩვენებლად არ უნდა გამოხვიდე ხალხის წინაშე – ამას მაყურებელი გრძნობს, იცის რამდენად გულწრფელი და როგორი განწყობით ხარ მის მიმართ. 

– არ მიწყინოთ და, ვფიქრობ, ცოტა რთული ადამიანი ხართ. არ მეთანხმებით?

– გააჩნია ვისთვის. მე არ მიყვარს ურთიერთობაში თამაში, პირფერობა და ორპირობა. ყალბი ურთიერთობა გამორიცხულია ჩემთვის. ვერავის ვერ გავუღიმებ იმის გამო, რომ მისგან რამეს ველი. ამიტომ, ზოგისთვის რთული კი არა, ურთულესი ვარ, ზოგისთვის მიუწვდომელი და ზოგისთვის – ძალიან ნორმალური. ყველასთვის მისაღები და კარგი ადამიანი, ჩემთვის ყველაზე დიდი ნაძირალაა, რადგან, ბუნებრივად, ასეთი ვერ იქნები. დამიჯერეთ, არაფერი ჯობია გახსნილობას, სიხალასეს, წესიერებას, პუნქტუალობას და ერთგულებას. თუ ეს ფაქტორები არ არის, მაშინ, რა აზრი აქვს ურთიერთობას ადამიანებთან?! მე ასე არ შემიძლია. მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და იქ ვარ, სადაც ჩემი ნახვა უხარიათ. მე ჩემი პოზიცია, კონცეფცია და ჩემი ხელწერა მაქვს ცხოვრებასა და ხელოვნებაში. ასეთი ვარ და ვერ გარდავიქმნები იმის გამო, რომ ვიღაცისთვის მოსაწონი გავხდე. არიან ადამიანები, რომელთა გვერდით ვერ დავჯდები, მათთვის „დაკეტილი ზონა” ვარ, მაგრამ, მყავს საახლობლო, რომლებმაც იციან, ვინც ვარ და ეს საკმარისია. 

– საკმაოდ წარმატებული ბრძანდებით. კარიერაში გაგიმართლათ, ცნობილი ხართ, აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ. თუმცა, პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობთ. 

– დიახ, შემოქმედებითად ნამდვილად ბევრს მივაღწიე და, ვფიქრობ, დამსახურებულად. თუმცა, გამართლებას იმ შემთხვევაში ვიტყოდი, ჩემი დაუზოგავი შრომით ბევრი ფული რომ მეშოვა. ხშირად ვატარებ საქველმოქმედო კონცერტებს, მიყვარს ქველმოქმედება და, მინდა, დავეხმარო გაჭირვებულებს, მოხუცებს, ავადმყოფებს, მიუსაფარ ბავშვებს. ფინანსურად შეძლებული რომ ვიყო, პირველ ყოვლისა, მათ დავეხმარებოდი. გაჭირვება გავლილი მაქვს და სულ ვამბობ: მინდა, ერთი ხელის მოსმით შევძლო ამდენი გაჭირვებულის დახმარება-მეთქი. მინდა, უანგაროდ ვეხმარებოდე ხალხს, ანუ, სიკეთე ქვაზე დავდო და უკან არ მივიხედო, როდის დამიბრუნდება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. თუმცა, გეტყვით, რომ არასდროს ვყოფილვარ „დედიკოს ბიჭი” და არც ფუფუნებაში გავზრდილვარ. მამა 17 წლის ასაკში გარდამეცვალა. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და ადვილი ცხოვრების გზაც არ გამომივლია. გაცილებით გვიან მივაღწიე წარმატებებს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რაც უნდა მქონოდა 20 წლის ასაკში, გაცილებით გვიან მქონდა. შემოქმედებას რომ თავი დავანებოთ, ისეთი პრინციპების მქონე ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ნამდვილად არ ყოფილა ადვილი საკუთარი ცხოვრების მოწყობა. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ასაკში გეწვევა წარმატება კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, მთავარია, ეს სამართლიანი და დამსახურებული იყოს. რომ გადახედავ განვლილ ცხოვრებას, არ უნდა შეგრცხვეს საკუთარი ნაბიჯების. მე ჩემი ცხოვრებით ვამაყობ და დავიმსახურე ის, რაც მაქვს. არავინ შემიწუხებია, არავისთვის არაფერი მითხოვია, არც არავის ვალი მაქვს და ამის გამო ქუჩაში ამაყად დავდივარ, თუმცა, მაინც მოკრძალებულად. 29 წლის დავოჯახდი, ჩემი მეუღლე კი 21 წლის გახლდათ. ლანა საკმაოდ წარმატებული ბალერინა იყო. ჩემი აზრით (ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ, ჩემი შეხედულებაა), დღეში ორი რეპეტიცია, ოჯახი, ქმარი, შვილები – შეუთავსებელია და მიუღებელი. ლანას ეს ულტიმატმი წავუყენე. ისიც დამეთანხმა – მიატოვა კარიერა ოჯახის სასარგებლოდ და ორი არაჩვეულებრივი შვილიც გაზარდა. რასაკვირველია, ამაში დიდმა სიყვარულმაც დიდი როლი ითამაშა. 

– იმაზე არ გიფიქრიათ, რომ, შეიძლებოდა, ეს ულტიმატუმი გამხდარიყო ოჯახის დანგრევის მიზეზი? ცოტა მკაცრი ქმრის შთაბეჭდილებას ხომ არ ტოვებთ?

– აუცილებლად იქნებოდა კიდეც, მაგრამ, ლანამ ოჯახი ამჯობინა. რაც შეეხება სიმკაცრეს, დიახ, მკაცრი ქმარი ვარ, აბა, როგორ?! (იცინის) ჩემთვის წარმოუდგენელია, შვილები, ქმარი, ოჯახი დატოვო და გასტროლებზე გაემგზავრო.

– შეიძლება, სხვისგან გამკვირვებოდა მსგავსი საუბარი, მაგრამ, არ დაგიმალავთ, ხელოვანი ადამიანისგან ასეთი აზროვნება მიკვირს.

–  ხელოვანი, პირველ ყოვლისა, პიროვნება უნდა იყოს და, თუ ოჯახზეა საუბარი, ჩემი აზრით ასეა სწორი; მაგრამ, არის ოჯახები,  რომლებსაც სულ სხვანაირად ესმით ცხოვრება, რაც მათი უფლებაა და მათი გადასაწყვეტია, ამიტომ, არავის ოჯახს არ ვეხები; მაგრამ, მე მინდა ისეთი ოჯახი, როგორიც მაქვს. 

– თემურ, ვიცი, სამომავლოდ დიდი გეგმები გაქვთ, თუ არ ვცდები, კლიპის გადაღებას გეგმავთ. იქნებ ამაზეც ვისაუბროთ?

– დიახ, მომავალში დიდი გეგმები მაქვს. კერძოდ, იგეგმება კლიპის გადაღება ერთ კომპოზიციაზე, რომელსაც მივუძღვნით 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას; ასევე, მეორე კლიპი უნდა გადავიღოთ, „ჰერიო, ბიჭებოს” კომპოზიციაზე. უწმიდესის სურვილითა და ლოცვა-კურთხევით, ვამუშავებ  მის მიერ შექმნილ „ავე მარიას” გიტარისთვის. უწმიდესმა გამოთქვა სურვილი, შემხვდა, მესაუბრა და მე ამას სიხარულით შევხვდი. როცა ბოლომდე დავასრულებ, პირველად პატრიარქი მოუსმენს მას და ეს ჩემთვის დიდი პატივია. 

 

скачать dle 11.3