კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როდის ემართებათ „გადაკეტვები“ მარიტა როხვაძესა და გვანცა ჯაფარიძეს და რა შემთხვევაში ტოვებენ ისინი ადამიანებს „ნიხვატკაში“

მარიტა როხვაძე და გვანცა ჯაფარიძე ქართველმა მაყურებელმა გაიცნო მუსიკალური პროექტებიდან „ჯეოსტარი“ და „საქართველოს ვარსკვლავი“: მარიტა „ჯეოსტარის“ ბოლო გამარჯვებულია, გვანცამ კი „საქართველოს ვარსკვლავიდან“ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. ეს ორი ნიჭიერი მომღერალი პარასკევს და შაბათს „ურბანში” მღერის და იქ დამსწრე საზოგადოებას თავისი არაჩვეულებრივი ხმით, უსაზღვრო ემოციებითა და ნიჭიერებით ანიჭებს სიამოვნებას, ხოლო, ხუთშაბათს და კვირას კარაოკეზე მისულ სტუმრებს პროფესიონალ მომღერლებად აგრძნობინებს თავს. 

 

გვანცა ჯაფარიძე: ახლახან ჩამოვედი პარიზიდან და მას შემდეგ რეალობის შეგრძნება მაქვს დაკარგული: სული პარიზში დამრჩა, სხეულით კი თბილისში ვარ. საოცარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი, აქ დეპრესია დამემართა. მიმაჩნია, რომ წინა ცხოვრებაში პარიზელი ქალი ვიყავი და „მულენ რუჟში“ ვცეკვავდი. როგორც იცით, ამჟამად ვარ მძლეოსნობის ფედერაციის სახე და, ასევე, „თბილისი 2015-ის“ ანუ, ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის, რომელიც 2015 წელს ტარდება, ღონისძიებების დეპარტამენტში ერთ-ერთი ივენთ-მენეჯერი. ალექსი ახველდიანმა, ჩვენმა უფროსმა, თანამშრომლები გაგვიშვა პარიზში. თავიდან ცოტანი ვიყავით, მერე დაგვემატნენ და, საბოლოოდ, თხუთმეტნი შევგროვდით.

მარიტა როხვაძე: მე, ალბათ, ვისურვებდი რომში წასვლას. მგონია, რომ წინა ცხოვრებაში რომაელი ვიყავი, დედოფალი და ადამიანები ჩემ გამო დახოცავდნენ ერთმანეთს – ეს ბავშვობიდან მხიბლავდა. ახლა მე და გვანცა წავალთ ერთად. ჩემი სიახლეები მთლიანად გვანცას უკავშირდება. ჯვარიც კი დავიწერე მასზე, „ურბანში“ გვქონდა ხელის მოწერა, ქორწილიც იქ გადავიხადეთ.  

– როგორ დაიწყო თქვენი ტანდემი? 

– ჩვენმა მენეჯერმა, პროდიუსერმა, მამამ, კახაბერ ხოშტარიამ შეგვახვედრა ერთმანეთს. ორივე კახას ფავორიტები ვართ და ჩვენც კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ერთნაირები ვართ.

– რით ჰგავხართ ერთმანეთს?

გვანცა: სიგიჟით, ხასიათის ბევრი თვისებით. კონკურენციის მომენტი არ გვაქვს, ყველანი, როგორც მე და მარიტა, ასევე, ბენდის წევრებიც, ერთად ვართ, ერთად ვაკეთებთ საქმეს.

– მარიტა, მითხარი, ბავშვობიდან მხიბლავდა, როდესაც ჩემ გამო ბიჭები ჩხუბობდნენო.

მარიტა: იყო სკოლის უკან გაყვანები: „ეს გოგო მე მომწონს, არა – მე”... მაშინ პატარა ვიყავი, 16 წლის და მომწონდა ასეთი რაღაცეები, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ არ შეიძლება ასეთი რამ. დღეს 16 წლის ბიჭები რეციდივისტები იზრდებიან, უნდა მოერიდონ ერთმანეთს. ზოგჯერ მეც ცუდად ჩავრეულვარ, გამიქეზებია, მაგრამ, ახლა ყველას ვეუბნები, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

გვანცა: ჩემ გამოც მომხდარა ასეთი რაღაცეები, მაგრამ, ეს ძალიან ცუდია. ბავშვობაში ამას ვერ აცნობიერებ, მოგწონს კიდეც, მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხვდები, რომ არ შეიძლება. ვერ ვიტან, ბიჭებმა რომ იციან ჩარტყმები – იმიტომ  გირტყამ, რომ ძალიან მიყვარხარო. მე ამას ვერ ვხვდებოდი და უკან ვუბრუნებდი; არ მესმოდა, სვანი ვარ. ძალიან რომ გავბრაზდები, რომ დამიგროვდება, მერე ყველას ცუდად აქვს საქმე. ბოლო ხმაზე ვყვირი, ბოდიში, ქართულო საზოგადოებავ, მაგრამ, ისეთი სიტყვებით ვიგინები, ვერ გეტყვი. შეიძლება, ავიღო რაღაც და, ჩვეულებრივ, გადავარტყა ადამიანს.

– მარიტა, შენც გაქვს ასეთი „გადაკეტვები“?

მარიტა: ფეთქებადი ხასიათი მაქვს და, თუ ადამიანი პიკამდე მიმიყვანს, მერე ძალიან არაადეკვატური ვხდები – შემიძლია, ნებისმიერი საგანი ვესროლო. ასეთი შემთხვევა მქონია კიდეც და არც ამიცილებია. ეჭვიანობის ნიადაგზე გაბრაზდა, ვეღარ მოვითმინე და იქ დაიწყო მაგიდის ამოტრიალებები. 

– როგორც ვიცი, შეყვარებულს დაშორდი. რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი? 

– სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ვიღაც ინკოგნიტოდ წერდა რაღაცეებს ზურას, ასევე, მეც მწერდა. ვფიქრობ, ეს ერთი და იგივე პიროვნება იყო, სავარაუდოდ, ვიცი, ვინც არის. თან, „ფეისბუქმეგობარია,” ფოტოებსაც მილაიქებს, მაგრამ, ძალიან ბოღმიანი გოგოა და, ვურჩევ, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. 

– შენი და „მისტერ ვალენტინის“ ამბავიც ჭორი იყო? 

– სიმართლე ის იყო, რომ „ჰოლიდეი ინში“ ვიყავით ერთად, „კატრინის“ ჩვენებაზე. მე ჟიურის წევრი ვიყავი, მაქსი – როგორც მოდელი. ფოიეში ვისხედით ორივე, ვსაუბრობდით და მეორე დღეს დაწერეს ჩვენ შესახებ სტატია. მაქსმაც ისეთი ინტერვიუ მისცა, რომ, დასაეჭვებელი კი იყო, მაგრამ, ჩვენ შორის არ ყოფილა არაფერი. ამ შემთხვევის შემდეგ მე და ზურა ისევ ერთად ვიყავით. ახლახან, ანუ, იანვარში ჩამოვიდა ამერიკიდან და მაშინ დავშორდით. 

– მახსოვს, საქმრო და საცოლე იყავით და ამერიკაშიც აპირებდი მასთან წასვლას. რა მოხდა? 

– გარემოებამ მოიტანა ყველაფერი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები ენებს ატლიკინებენ – არ იციან, რომ ამით სხვას აყენებენ ზიანს. ამანაც განაპირობა, თუმცა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩვენ შორის აღარ იყო ძველი გრძნობა. ძველი გრძნობა რომ ყოფილიყო, ჩვენს ურთიერთობას ვიღაცის ენები ვერ მოერეოდა. 

– სხვა ადამიანი არ გამხდარა თქვენი დაშორების მიზეზი? 

– არა. არც მინდა სერიოზული ურთიერთობა. რამდენიმე თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ, მირჩევნია, ამ ეტაპზე კარიერას მივხედო. თან, მე და გვანცა კლიპების გადაღებას ვაპირებთ, ბევრი გეგმა გვაქვს. 

გვანცა: ორივე, იცით, როგორები ვართ? არ გვიყვარს ვალდებულებები, უცებ ჩარჩოებში მოქცევები, სერიოზული ურთიერთობები, სახელების დარქმევები: საქმრო, შეყვარებული – ასეთი რაღაცეები ჩემგან შორს არის. არაფერს არ ვგეგმავ დიდი ხნის განმავლობაში. ბოლომდე ჩემს კარიერაზე და აქედან წასვლაზე ვარ ორიენტირებული. შეიძლება, ცუდად გამომდის, მაგრამ, არ შემიძლია სერიოზული ურთიერთობები. რაც მთავარია, არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემი კარგად ესმის და, ზუსტად ვიცი, რომ გვერდში დამიდგება და ჩვეულებრივად გადმოერთვება ჩემზე.

მარიტა: პირდაპირი მნიშვნელობით, ორივე კარიერისტები ვართ. ესეც გვეხმარება ერთად კარგად მუშაობაში. 

– ერთნაირი იმიჯიც გაქვთ.

– რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი იმიჯი და გარეგნობა? ხომ გაგიგიათ: თვალი სვამს და თვალი ჭამსო, ხომ უნდა მოუნდეს ადამიანს შემოსვლა?!

გვანცა: უნდა ნახოთ, რას ვაკეთებთ სცენაზე, ოღონდ, ეს სპონტანურად ხდება. თან, თუ ხალხისგანაც მოდის ემოციები, ვერნაირი ნარკოტიკი ვერ იმოქმედებს ჩემზე ისე ძლიერად, როგორც ამ დროს მუსიკა მოქმედებს. ვგიჟდები და ჩვეულებრივი არანორმალური ვხდები.

მარიტა: რაც მთავარია, ამით ჯერ საკუთარ თავს ვანიჭებთ სიამოვნებას და მერე სხვა იღებს. 

გვანცა: ხალხი, ვინც „ურბანში“ შემოდის, თავიდან ცოტა სხვანაირად გვიყურებს, მაგრამ, მერე, „გრადუსში“ რომ შედიან, გიჟდებიან, გვაჩერებენ: არ ვიცი, თქვენ ვინ ხართ, რაებს აკეთებთო. არ იცი, სცენაზე როგორი ჩაცმის კულტურა გვაქვს, ყოველთვის „ფოე-ფოე” კაბები გვაცვია; ვერ წარმოიდგენ, გარდერობში რამდენი კაბა მიდევს. როდესაც ადამიანი „ურბანში“ მოდის შენს მოსასმენად და ფულს ხარჯავს, სიამოვნება უნდა მიიღოს როგორც სიმღერის მოსმენით, ასევე, ესთეტიკურადაც. 

– ბიჭებთან დაკავშირებით ემთხვევა თქვენი გემოვნება?

მარიტა: ზოგჯერ – კი, ზოგჯერ – არა. ძირითადად, ისეთი ტიპები მოგვწონს, რომლებიც მხოლოდ „ფუტლიარები” არიან. 

გვანცა: მე მეზიზღებიან „ფუტლიარები”. მე  არა, მარიტას მოსწონს დაკუნთული, ქერა ბიჭები. მე კი ზუსტად ვიცი, ასეთ ბიჭებს რამხელა ტვინი უდევთ თავში, ამიტომაც, ხმას რომ ამოიღებენ, იქვე მთავრდება ყველაფერი. გამხდარი და ჩხირი მეც არ მომწონს, მაგრამ, მიზიდავს საინტერესო და გემოვნებიანები, ინდივიდუალური ჩაცმის სტილით რომ გამოირჩევიან. თუ ადამიანს თავისი სტილი აქვს, ის ძალიან ღრმა, საინტერესო პიროვნებაა და, ჩემთვის მხოლოდ მისაღები კი არა, ჩემიანია.

მარიტა: მე მომწონს სიმპათიური ბიჭები, თუმცა, ტვინიც უნდა უმოძრავებდეს თავში, აქტიურიც უნდა იყოს, გემოვნებიანი. „ურბანშიც“, შეიძლება, მივიდეთ მაგიდასთან და ვუმღეროთ ადამიანს, მაგრამ, იქ მთავრდება ყველაფერი. ის მოსულია სიამოვნების მისაღებად როგორც ჩვენი ვიზუალისგან, ასევე, სიმღერისგან. როცა წავა, უნდა გაჰყვეს იმის „ნიხვატკა“, რომ შემდეგ კიდევ მოვიდეს.

 

скачать dle 11.3