კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

მეფე ერეკლესთან მოხუცი დედაკაცი მისულა წყალობის სათხოვნელად. მეფემ ქალი დაასაჩუქრა, თან ამბავი გამოჰკითხა: შვილები არა გყავსო? შვიდი შვილი მყავს, შვიდივე ვაჟიო.

– მერედა, შვიდი ვაჟის პატრონს სამოწყალო რა გაგჭირვებია? – გაოცდა მეფე.

– ნეტავი ერთი მყავდეს და შენისთანა, – მიუგო დედაკაცმა. აქედან წამოვიდა ანდაზაც: „ბევრი რად უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი“.

***

სხვიტორში აკაკის ერთი მეზობელი გლეხი ჰყავდა, გვარად იაკობაშვილი. ერთ საღამოს დაიბარა და სთხოვა, ხვალ დილით, ძალიან ადრე, ჭიათურაში უნდა გამეგზავნოო. ბატონი ბრძანდებიო, – უთხრა მეზობელმა.

მეორე დილას დიდხანს უცადა აკაკიმ, მაგრამ იაკობაშვილი აღარ გამოჩნდა. ბოლოს, მოთმინება რომ გამოელია, ბიჭი გაუგზავნა – ამოდი ჩემთანო.

სადილობისას მოვიდა ის კაცი.

– სად იყავი, შე კაცო, აქამდე? – ჰკითხა აკაკიმ.

– ჭიათურაში გახლდით, თქვენ არ გამგზავნეთ?

– კი გაგგზავნე, მაგრამ, რას გაბარებდი, არ უნდა გეკითხა? – გაეცინა აკაკის, – გზაზე არავინ შეგხვედრია?

– როგორ არა, სამი ღორი ბალახს ძოვდა...

– მერე, იმათ მაინც არ გკითხეს, რა საქმეზე მიდიხარო?

იაკობაშვილმა ქეჩო მოიფხანა. ის იყო და ის, აკაკის აღარაფერი დაუვალებია მისთვის.

***

ერთხელ ირაკლი აბაშიძე „ცეკაში“ ნაცნობს ეძებდა,  დერეფანში მიდიოდა და ერთი კაბინეტის კარზე წარწერას მიაქცია ყურადღება. აბრაზე ეწერა: „ადამიანი“ – ერთ-ერთი ინსტრუქტორის, სომეხი ეროვნების პიროვნების ოთახი იყო – ალექსანდრე ადამიანის. ირაკლი აბაშიძემ გაოცებული სახე მიიღო და თქვა: ხედავთ, თურმე, „ცეკაშიც“ ნამუშევარან ადამიანებიო!

***

კართლოს კასრაძე ყვებოდა:

– რედაქციაში ნოდარ დუმბაძეს ერთი უხეირო ფელეტონი მივუტანე დასაბეჭდად. გურული მოქცევით მისაყვედურა:

– ძამა, დაგიბეჭდავ, მარა, ქართლოს კასრაძეს ნუ მოაწერ. მტერი თუ გყავს ვინმე ან ვინმეს ჯინი თუ გჭირს, მისი გვარი და სახელი მოაწერე!

скачать dle 11.3