ანეკდოტები
– ექიმო‚ ჩემი ცოლი საშინლად ახველებს. რა წამალი არ დავალევინეთ‚ მაგრამ, მაინც ახველებს...
– ბალახეული არ გისინჯავთ?
– როგორ არა‚ ვსინჯეთ – იცინის და ახველებს...
***
– თუ შენ თამამი ხარ‚ ყველაფრის მცოდნე‚ მიმზიდველი‚ თავისუფალი‚ სექსუალური... წადი სახლში – უკვე საკმარისი დაგილევია.
***
ტერორისტთა ჯგუფი ღვინის ქარხანაში შეიჭრა‚ თუმცა‚ უკვე სამი დღეა‚ თავისი მოთხოვნები ვერ ჩამოაყალიბა...
***
ამერიკელი ურეკავს რუსს:
– ვანია‚ ჩვენთან საშინელი ყინვებია... თქვენ რას აკეთებთ ასეთ დროს?
– დიდები ლუდს ვსვამთ‚ ბავშვები – ნაყინს...
***
– ძვირფასო‚ მე მივდივარ...
– მოდი‚ წასვლის წინ წამოვწვეთ...
***
– რატომ ხარ მოწყენილი‚ რა გჭირს?
– სახლში ვიღაცამ დამირეკა‚ ჩემს ცოლს თავი დაანებე, თორემ, ჩამოგკიდებო...
– მერე‚ შენც დაანებე თავი...
– კი მაგრამ‚ როგორ? არ მითხრა‚ ვინ იყო და...
***
– ექვსი ვაშლი გაქვს‚ ნახევარი შენს ძმას მიეცი‚ რამდენი ვაშლი დაგრჩება?
– ხუთ-ნახევარი
***
– დედა‚ დედა‚ ძიძამ მითხრა‚ სახლში მოჩვენებები დადიანო...
– ვაიმე‚ შვილო‚ სად გვყავს ძიძა?!
***
ბარში ცხენი შევიდა და ბარმენს მიმართა:
– 100 გრამი ტეკილა‚ ტომატის წვენი და „ფისტაშკები‚” თუ შეიძლება...
ყველა გაოცებული უყურებს‚ იქვე მჯდარი მამაკაცი ადგა, მიუახლოვდა და ეუბნება:
– კარგი სამსახური არ გინდათ? 1 000 ლარი თვეში‚ კვება‚ კარგი პირობები...
– უკაცრავად‚ რა ორგანიზაციაა? – დაინტერესდა ცხენი.
– ცირკი...
– მერე, ცირკში პროგრამისტი რაში გჭირდებათ?!
***
– ღმერთო‚ მომეცი მოთმინება‚ ჯანმრთელობა და 50 000 დოლარი – ყოველი შემთხვევისთვის.
***
– თქვენ დაქორწინებული ხართ?
– არა, ეს კატამ დამჩხაპნა...
***
გიღალატეს – ეს იგივეა‚ რომ ორივე ხელი მოგაჭრეს: პატიება შეიძლება‚ მაგრამ, ჩახუტებას უკვე ვეღარ შეძლებ.
***
მეგრელმა ოქროს თევზი დაიჭირა. აკვირდება ოქროს თევზი‚ სანამ მეგრელი სურვილებს მოიფიქრებს.
– მეგრელი ხარ? – ეკითხება.
– კი...
– ჯობია‚ შემწვი!