კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დააწერეს საქორწილო ბეჭდებზე სალომე ჭაჭუამ და გიორგი ვარდოსანიძემ და როგორ გადაირია ნეფე პატარძლის კაბის ნახვისას

სულ ცოტა ხნის წინ სალომე ჭაჭუამ და გიორგი ვარდოსანიძემ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს, რამაც, როგორც პრესის, ასევე, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ქორწილმა სწორედ ისე ჩაიარა, როგორც შეყვარებულ წყვილს ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ ვრცლად და ექსკლუზიურად თავად მშვენიერი პატარძალი გვესაუბრება. მე კი სალომესა და გიორგის კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას, ბედნიერება და სიყვარული არ მოჰკლებოდეთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში!

სალომე ჭაჭუა: ქორწილმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც  მე და გიორგის გვინდოდა: მოკრძალებული უნდა ყოფილიყო, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. ვფიქრობ, ყველანი კმაყოფილები დარჩნენ. რადგან უცბად გადავწყვიტეთ ჯვრისწერა, ამიტომ, ყველაფერი უცებ გავაკეთეთ.  მამამ და დედამ სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი და ამიტომ ჩვენც სვეტიცხოველი ავირჩიეთ. თუმცა, მე მინდოდა, ქაშუეთში დამეწერა ჯვარი, სადაც მამა სოგრატმა მომნათლა, მაგრამ, მამა სოგრატი ამჟამად შეუძლოდ არის. ნათლობის შემდეგ მამა სოგრატმა სახლიც გვიკურთხა და ჩემზე თქვა: ძალიან კარგი ბავშვი იქნება, სახელიც – სალომე, ძალიან მომწონს, რადგან, დედაჩემს ეს სახელი ერქვაო. 

– ჯვრისწერის წინ განსაკუთრებულად ნერვიულობს ხოლმე ნეფე-პატარძალი. 

– კი, გამიგია ეს, მაგრამ, ისეთ გადარბენებში ვიყავი, რომ, მგონი, ნერვიულობაც ვერ მოვასწარი. გიორგი ნერვიულობდა ძალიან, აფორიაქებული იყო, გიჟივით დარბოდა აქეთ-იქით. თან, იმ დღეს მე სიცხე მქონდა და ისეთი გათიშული ვიყავი, ვერაფერს ვგრძნობდი. დიდხანს მომიწია ლოდინი და მცხეთაში ისე გავიყინე, ერთი სული მქონდა, როდის დავიწერდით ჯვარს. მანამდე სახლში მოვიდნენ ჩემთან, დაგვლოცეს და შემდეგ წავედით ეკლესიაში. 

– შენმა კაბამ ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა, თანაც, ძალიან გიხდება. დაახლოებით ასეთი კაბა ცოტა ხნის წინ ბიონსეს ეცვა. 

– როცა კაბას ვარჩევდი, იმ დროს „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალი იყო. ბიონსეს კაბა ძალიან მომეწონა, გავგიჟდი და, გადავწყვიტე, დაახლოებით ასეთი სტილის კაბა შემეკერა. დიდი მადლობა „მარიონელას“, რომ ასე კარგად შემიკერეს. ზუსტად ისეთი არ გამიკეთებია, ცოტათი შევცვალე და, ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა. გიორგიმ დაახლოებით იცოდა, როგორ კაბას ჩავიცვამდი, თუმცა, გავითვალისწინე ტრადიცია და არ ვაჩვენე. „პრიმერკაზეც“ კი არ წამიყვანია, სახლში ამოსვლამდე არ უნახავს. სამაგიეროდ, რომ ნახა, გაგიჟდა და გადაირია, ძალიან მოეწონა. თვითონ საქორწილო კოსტიუმი მაღაზიაში იყიდა, მე დავეხმარე შერჩევაში. რადგან ჩემი კაბა „მოღებულია,” ასე ეკლესიაში ვერ შევიდოდი, ამიტომ, „მარიონელაში“ შემირჩიეს თეთრი მანტო, რომელიც ასევე ექსკლუზიური მოდელია, მარგალიტებით გაწყობილი, ძალიან ლამაზი. სასაცილო ის იყო, რომ საქორწინო ბეჭდების დამზადება ძლივს მოგვისწრეს. არ მინდოდა, „ბუბლიკის“ ფორმის ყოფილიყო, ამიტომ, ჩვენ დავამზადებინეთ, შიგნიდან ქართულად ჩვენი სახელებიც დავაწერეთ. ჯვრისწერის დღეს გამოიტანა გიორგიმ ხელოსნისგან. ჯვრისწერის შემდეგ „შობა ლაუნჯში“ გადავიხადეთ ქორწილი. დაახლოებით 50 კაცამდე იყო, ვიწრო წრე – ჩემი და გიორგის მეგობრები. ტრადიციული და თანამედროვე სტილის ქორწილი გამოგვივიდა, რადგან, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით. მეგობრებთან ერთად მე და გიორგიც ძალიან კარგად გავერთეთ. ზაფხულში ვაპირებთ ხელის მოწერას და უფრო დიდი ქორწილის გადახდას, შემდეგ კი თაფლობის თვეს მოვიწყობთ – სადმე წავალთ. მინდოდა, ქორწილში სიურპრიზი გამეკეთებინა – ცეკვა დამედგა, მაგრამ, არ მეცალა და არ გამოვიდა. ის, რაც მე და გიორგიმ ვიცეკვეთ, არ იყო ცეკვა, ჩვეულებრივი იმპროვიზაციაა. 

– ვალენტინობაზე გიორგის ლეკვი აჩუქე. როგორ გრძნობს თავს თქვენი პატარა „შვილობილი“? 

– ციმბირული ჰასკია, ჯერ ძალიან პატარაა და გიორგის მთელი ღამე არ აძინებს. თეთრია და ცისფერთვალება, ძლივს ვიშოვე. ჯერ მინდოდა, პატარა ძაღლი მეყიდა, „ბოს“ ჯიშის, სამსახურშიც რომ მეტარებინა, მაგრამ, გიორგიმ აიტეხა, „ლაიკა“ მინდაო. ორი კვირით ადრე მე და ჩემმა დაქალმა ძლივს ვიშოვეთ. ყველაფერი გიორგის უჩუმრად ხდებოდა, აზრზე არ იყო და  გადაირია. ახლა მეგობარს ჰყავს, რადგან, ჩვენ სახლში არ ვართ. ცოტა რომ გაიზრდება, წამოვიყვანთ, სკოლაში უნდა მივიყვანოთ. დღისით  სძინავს, ღამით კი ღვიძავს და წკმუტუნებს. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ, მეგობარმა, ვისთანაც ახლა არის, დილით რომ გაიღვიძა, ლეკვი არ დახვდა და გადაირია. შემთხვევით სარეცხ მანქანაში შეიხედეს და შიგნით იჯდა – თურმე, ურბენია, დაღლილა და დაუძინია. 

გიორგიმ ვალენტინობის დღეს ლამაზი სამკაული მაჩუქა, ძალიან მომეწონა. ერთმანეთს, ძირითადად, ისეთ რაღაცეებს ვჩუქნით, რაც ორივეს გვესიამოვნება.

 

скачать dle 11.3