კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს გოგა ბარბაქაძე და რატომ გაიმეტა ის „კაგებემ“ მოსაკლავად

„ჯიდიესმა“ თავი დაიმკვიდრა როგორც ტელეკომპოანიამ, რომელიც სხვა ქართული არხებისგან სრულიად განსხვავებულ პროდუქტს გვთავაზობს. ხშირ შემთხვევაში, პროდიუსერები მიდიან რისკზე და ხელს ისეთ პროექტს კიდებენ, რაც ძალიან ხარისხიანია და იმას არ აქცევენ ყურადღებას, არის თუ არა ეს პროდუქტი გათვლილი მასაზე. სერიალმა „პანიკის გარეშე“ მოახერხა გარღვევა და დაამტკიცა, რომ თუნდაც ფანტასტიკული სერიალი, რასაც ქართველი მაყურებელი მიუჩვეველია, შეიძლება, გახდეს სუპერპოპულარული და დაიპყროს სოციალური ქსელები. „პანიკის გარეშეს“ მსახიობები – გოგა ბარბაქაძე და მარიამ ნადირაძე სერიალის მეორე სეზონისთვის ემზადებიან.

 

მარიამ ნადირაძე: სერიალზე მუშაობა გასულ ზაფხულს დავიწყეთ. პირველ სეზონში იყო ხუთი სერია და ახლა მუშაობა დავიწყეთ მეორე სეზონზე. გადაღებები უკვე დაწყებულია. პირველ სეზონს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. პირადად მე, ყოველდღე მეკითხებიან, როდის დაიწყება ახალი სეზონიო და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო მაგარი იქნება. 

– რა განასხვავებს ამ სერიალს სხვა კომედიური სერიალებისგან, რაც აქამდე გვინახავს?

გოგა ბარბაქაძე: ბევრი რამით. უპირველესად,  იმით, რომ პირველი ფანტასტიკურ-კომედიური სერიალია, სადაც იუმორიც არის, სევდაც და თან, ძალიან კარგი მსახიობებია. მხიარულია, ცხოვრებისეულიც და ბევრია თბილისური მომენტებიც. ეს არ არის სადმე ნანახი ან გადმოღებული სერიალი, რომელიმე სხვა სერიალიდან – თავიდან ბოლომდე დამზადებულია საქართველოში. ასეთი ხერხისთვის ჯერ არავის მიუმართავს საქართველოში.

 – გოგა, შენ გმირზე მომიყევი. რა მისია გაქვს?

– შეუსრულებელი მისია (იცინიან). ვანსახიერებ გარდაცვლილ ბაბუას, რომელიც ბრუნდება ქვემოდან და არა ზემოდან, ანუ ჯოჯოხეთიდან...

– ჯოჯოხეთი ნამდვილად იცით, რომ ქვემოთ არის?

– ალბათ. შუაში რომ არ არის, ფაქტია. ჯოჯოხეთი კომუნიზმთან ასოცირდება. ძალიან ჰგავს კომუნისტურ პერიოდს და ესეც კარგი დეტალია. ხალხი რომ ბნელი იყო, იმ დროს გარდავიცვალე და ვბრუნდები, რომ ჩემი ცოდვები მოვინანიო და რაც იქ არ მასვენებდა, ის გამოვასწორო... მომცეს ამის შანსი. მინდა, ჩემი შვილიშვილიც სწორ გზაზე დავაყენო, რომელიც ცოტა არეულად ცხოვრობს, დეპრესიულია, სვამს. 

მარიამი: ამბობენ, წინაპრების ცოდვები შთამომავლობაზე გადადისო და...

გოგა: ამდენი არ ვიცი, მაგრამ სერიალში ეს ხაზიცაა – ბაბუის საქციელები შვილიშვილს არ ასვენებს, ოღონდ ისე, რომ ეს თვითონაც არ იცის. ჯოჯოხეთიდან მომყვება ერთი წარმომადგენელი, სპეციალურად გამოაგზავნეს, რომ ჩემი მიზნების შესრულებას ხელი შეუშალოს. ამის გამო, ამბები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ცელქი ბაბუ ვარ, მოკლედ.

– ბავშვობაში სულების არსებობის თუ გჯეროდა, ან თუ გეშინოდა?

– კი, მჯეროდა. მით უმეტეს, ჩვენს ბავშვობაში ცოტა იყო გასართობი. თუმცა, სულები არ გამომიძახია და თეფში არ დამიტრიალებია. მაგრამ, ვიღაცეები ამას აკეთებდნენ და გამიგია, კიდეც ამის შესახებ. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გამომეძახებინა (იცინის).

– რას ჰკითხავდი ბაბუის სულს?

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, ეგ აზრი რომ არ დამებადა, იმიტომაც არ გამომიძახებია, თორემ, რამე კითხვა რომ გამჩენოდა, პასუხის მიღებასაც შევეცდებოდი. რამ შეიძლება დამაინტერესოს უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან? წარმოდგენა არ მაქვს.

მარიამი: მე, მაგალითად, ბაბუაჩემს ვკითხავდი, პირადად ჩემზე და ჩემს თაობაზე, რას ფიქრობს. ის, რაზეც ვფიქრობ და ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება, მისი თაობისთვის მიუღებელია. დამაინტერსებდა მისი აზრი. ამ დროს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად დამაინტერესებდა ეს საკითხი. ჩემს წარმოსახვაში ჯოჯოხეთი იმ ადგილს ჰგავს, საიდანაც გოგა მოვიდა (იცინის).

– შენ და გოგა ერთ-ერთ სერიალში შეყვარებულებს ასახიერებდით. ახლა ვინ ხარ მისთვის?

 – შვილიშვილის მეგობარი. ვასახიარებ 20-24 წლის გოგოს, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ დროს არის დაბადებული გოგასგან, სულ სხვანაირად აზროვნებს და ბევრი მისი საქციელი გოგასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. რაც დღეს ისედაც ხდება და ალბათ, ჩვენც არ მოგვეწონება ბევრი რამ მომავალ თაობებში. ეს თაობათა დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ეს არის ძალიან მხიარული და მეგობრული გოგო, რომელიც ეხმარება თავის მეგობარს პრობლემების გადალახვაში. ბაბუის გამოჩენის შემდეგ კი, ყველაფერი იხლართება.

 – რა ცოდვები აქვს ბაბუას ასეთი მძიმე?

გოგა: საბჭოთა კავშირის დროს ვიყავი „კაგებეშნიკი“ და „კაგებესგან“ მქონდა დავალებული, შემემოწმებინა წერილები: ვინ ვის რას სწერდა, უნდა გამომეტანა შინაარსი და თუ რაიმე საეჭვოდ მომეჩვენებოდა და ეწინააღმდეგებოდა დიად საბჭოთა იდეას – ნამგალსა და უროს, უნდა გადამეგზავნა „კაგებეში.” მერე მათ იჭერდნენ, ან აციმბირებდნენ – როგორც ხდებოდა მაშინ. 

მარიამი: ძალიან კარგად არის ასახული ეს საკმაოდ მძიმე თემა იუმორისტულ სერიალში.

გოგა: ამას გარდა, ფიგურირებს განძის თემაც. ერთ-ერთ წერილში ბაბუა წააწყდა საინტერესო თემას, სადაც წერია, რომ ამა და ამ ადგილას აღმოაჩინეს დიდძალი განძი – ოქროულობა, ბრილიანტები და ყველაფერი კარგი. ეს წერილი უკვე აღარსად აღარ გადავაგზავნე და ჩემთვის შევინახე. „კაგებე“ ამას მიხვდება, მესვრიან, მომკლავენ და დამაგდებენ ძაღლივით.

 – და ახლა გინდა შვილიშვილს ეს განძი აპოვნინო?

– ჰო, აბა, რა, კაცო. აბა, მე რად მინდა, „იქ“ ხომ ვერ წავიღებ?!

მარიამი: საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სიუჟეტია, რის ხარჯზეც ამ სერიალს საკმაოდ ხარისხიანი მაყურებელიც ჰყავს – ვისი აზრიც მაინტერესებს, ვინც ჩემთვის კორექტული და მნიშვნელოვანია. იდეიდან დაწყებული, გრიმით დამთავრებული – მართლა ძალიან ხარისხიანი სერიალია და ჩვენი მიზანია სწორედ ამ ხარისხს შევაჩვიოთ მაყურებელის ფართო მასები. ხუთმა სერიამ იმხელა გამოხმაურება მოიპოვა, რომ დარწმუნებული ვარ, წინ დიდი ამბები გველის.

 – გოგა, სერიალების მიმართ ცოტა სკეპტიკურად იყავი განწყობილი და აღარ გინდოდა მონაწილეობის მიღება...

გოგა: მთავარი ფაქტორი იყო რეჟისორი – ლევანი. მასთან ერთადაც ჯერ „შუა ქალაქში“ ვიმუშავე, ოპერატორი იყო. მერე გადაიღო ჩემი უსაყვარლესი ზღაპარი „ანო და ვანოს თავგადასავალი“, რაზეც ასევე ერთად ვიმუშავეთ. მჯერა მისი, ვიცი, როგორი მუშა ადამიანია და საერთოდ, თავს არ ზოგავს. როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, არ ვიცი – არ ჭამს, არ სძინავს.. ორი თვე ისე იმუშავებს, რომ შენ დაგღლის და თან, არასდროს წუწუნებს. ენერჯაიზერია. რადგან ლევანმა შემომთავაზა ეს ამბავი, თან სცენარი რომ წავიკითხე, მომეწონა, დავთანხმდი. დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს ხალხი იყო ჩართული, ცუდი არ გამოვიდოდა. 

– შენ რას იტყვი?

მარიამი: ჩემთვის სერიალები ძალიან საინტერესოა. მე იმხელა გამოცდილება არ მაქვს, როგორც გოგას, თუმცა ჩემს პირველ სერიალში, სწორედ გოგა იყო ჩემი პარტნიორი. ვფიქრობ, ოცდდამეერთე საუკუნეში სერიალებმა სრულიად ახალი დატვირთვა მიიღო. ბევრი სერიალი, რომელსაც ინტერნეტით ვიწერთ, ველოდებით სეზონებს, ხშირად ფილმებს ჯობია. უკვე ნამდვილ კინოს უტოლდება. ჩემთვის ეს საპნის ოპერა არ არის. ჩვენი სერიალიც ფილმზე მუშაობას უდრის. ლევანთან ამ დოზით შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემთან დაკავშირებითაც იგივე ფაქტორმა იმუშავა. არსებობს რაღაცეები, რასაც ერთი შეხედვითვე ხვდები, რომ კარგია და იქიდან კარგი რაღაც გამოვა. თან, მსახიობებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი ფილმი და სერიალი იყოს ხარისხიანი. 

– გოგა, თეატრში, კინოში რა ხდება?

გოგა: ახლა მქონდა პრემიერა თავისუფალ თეატრში. დაიდგა „რიჩარდ მესამე“.

მარიამი: გოგა თამაშობს რიჩარდ მესამეს.

გოგა: ვცდილობ. ძალიან რთული სამუშაო რეჟიმი გვქონდა, ოცდაოთხი საათი იქ ვიყავით და ახლა ცოტა ხანს ვისვენებთ. ბატონი რობერტ სტურუაა წასული არგენტინაში. საინტერესო თემებზეა ლაპარაკი და ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. რაც შეეხება კინოს, დიდი ხანია, არანაირი შემოთავაზება არ მქონია. სამწუხაროდ, ისე ხდება, რაც უფრო პოპულარული ხარ, მით უფრო ნაკლებად გაკავებენ კინოში. ასე მარტო საქართველოში ხდება. რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი, ჩემთვის ამოუხსნელია. ახალი სახის ძებნა არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც ერთს გააკეთებ, სხვა რამის გაკეთების საშუალება აღარ მოგეცეს. 

– ოჯახში რა ხდება?

– ველოდებით მეორე შვილს და ვართ. 

 

скачать dle 11.3