კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ეს საინტერესოა

საოცარი კორპი

 

„საცობის“ პირველადი დანიშნულება სულაც არ იყო, რაიმე ჭურჭლის თავსახური. კორპი თავდაპირველად, სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. პირველი „საცობი“ ბერმა პერინიონმა შამპანურის ბოთლის დასაცობად გამოიყენა, რათა ღვინოს გემო არ დაკარგვოდა. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ ბუნებაში კორპის ხე ნატურალური ფორმით არსებობს. მას უნიკალური თვისებები აქვს – არ სველდება წყალში და არ ატარებს ჰაერს. ზოგიერთი ხის, მაგალითად, ხავერდის ხის გადამუშავებითაც მიიღება ხელოვნური კორპი. კორპისმაგვარი მუხა მარადმწვანე ხეა. ის აფრიკის კონტინენტის ხმელთაშუა ზღვის რაიონში უკვე 60 მილიონზე მეტი წელია, იზრდება. აქა-იქ გვხვდება ევროპის სამხრეთ-დასავლეთშიც, მაგალითად, პორტუგალიაში. სწორედ ეს ქვეყანა ლიდერობს კორპის წარმოებაში. მასზე მსოფლიო წილის 50 პროცენტი მოდის. კორპის მუხა 150-200 წელი ცოცხლობს. მისგან, ძირითადად, ღვინის ბოთლების საცობებს ამზადებენ. თუმცა, ეს კიდევ არ არის ყველაფერი...

კორპის უნიკალური თვისებების შესახებ ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის წინ შეიტყვეს. კორპის სახურავებს ამფორების დასაბეჭდათ რომაელები და ბერძნები იყენებდნენ. კორპის საცობი მართლაც უნიკალურია თავისი თვისებებით, ის ღვინოს გემოს არ უცვლის და მრავალი წლის განმავლობაში არ უკარგავს არომატს. თანაც, ელიტური ღვინოების საცობები ბევრად გრძელია. ამასაც მნიშვნელობა აქვს. 40-45 წლის განმავლობაში ინახება ასე დაბეჭდილი ღვინო.

გინახავთ კორპისგან დამზადებული ფეხსაცმელი? ძალიან დიდი იშვიათობაა. თუმცა კორპის ძირზე შეკერილი ფეხსაცმელი გამოირჩევა გამძლეობით და კომფორტულობით.

ბერი პერინიონი პირველი იყო, რომელიც მიხვდა, რამდენად სასარგებლო იყო ღვინის ბოთლის კორპის საცობით დაბეჭდვა. ამით ორჯერ შევიდა ისტორიაში, როგორც შამპანურის გამომგონებელი, ისე კორპის გამოყენებით მისი გადამრჩენი.

ეს საინტერესოა

 

* კატა ადამიანმა ძაღლზე გაცილებით ადრე მოიშინაურა. აქამდე მიჩნეული იყო, რომ ფისუნია ათასი წლის წინ ეგვიპტელებმა მოაშინაურეს, მაგრამ გაირკვა, რომ ეგვიპტელებს ჩინელებმა დაასწრეს. კატამ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაცილებით ადრე დაიწყო, დაახლოებით, ხუთი ათასი წლის წინ, თანაც ცენტრალურ ჩინეთში. იმ კატის ნაშთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც ჩინეთის პატარა სოფლის მახლობლად, გათხრებისას მიაკვლიეს, კატა და ადამიანი უკვე 5 500 წლის წინ დამეგობრდნენ. კატა მაშინაც თაგვებზე ნადირობდა და ადამიანისთვის ძალიან საჭირო სამსახურის გაწევა შეეძლო.

* თიხის ფირფიტებზე აღმოჩენილმა წარწერებმა, რომლებიც 3900 წლისაა, დაადასტურა, რომ ნოეს კიდობანი ნამდვილად არსებობდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წელს მესოპოტამიაში, შუმერის მეფემ აგრამა ხარისმა მიმართა ღმერთს და სთხოვა წყალობა კიდობანის ასაგებად, რომ თავისი ხალხი გადაერჩინა. თანაც, აღმოაჩინეს ნახაზები, რომელმაც კიდობანზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა. ის არ ყოფილა უზარმაზარი ხომალდი. უფრო წააგავდა ყუთს, დიამეტრით – 66 მეტრი. კედლები ლერწმის ჰქონდა, ხოლო კარკასი – ხის. ძველშუმერული კიდობანი ორსართულიანი იყო. თოკები, რომლითაც ის გახლდათ შეკრული, ფისით იყო გაჟღენთილი. არქეოლოგებს მიაჩნიათ, შუმერული კიდობანი არ იყო გათვლილი იმაზე, რომ მისი საშუალებით ეცურათ. მას უნდა ეტივტივა წყლის ზედაპირზე იქამდე, სანამ წყლის დონე არ დაიკლებდა.

 

скачать dle 11.3