კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (50)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: შევიძინე ზუსტად ჩემი მეგობრისნაირი მანქანა, რომელიც რეალურად, სულ სხვაგვარი გამოდგა. მეგობრის მანქანის საჭესთან რომ ვიჯექი, ვფიქრობდი, ეს ავტომობილი ჩემთვისაა შექმნილი-მეთქი და ჩემს ავტომობილს ვერაფრით მოვერგე. რისი ბრალია ეს? იქნებ ჩემი ავტომობილი ცუდადი ნახმარია და წინა პატრონი არ უვლიდა?

პასუხი: როგორი ნახმარია ამას, არსებითად, მნიშვნელობა არ აქვს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე დაზიანებული არ არის. ავტომობილის სიუხეშეს, სირბილეს და მანევრს, მისი სავალი ნაწილის კომპლექტაცია იწვევს, ხოლო სიმძლავრეს, მისი ძრავისა და ელექტრონული სისტემის კომპლექტაცია. როდესაც ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, თუ წინასწარ, თეორიულად გაეცნობით ინფორმაციას. მწარმოებელი ამ მოდელის რა ვარიანტებს გთავაზობთ. შესაძლოა, თქვენ, თქვენი მეგობრისგან სრულიად განსხვავებული კომპლექტაციის ავტომობილი შეიძინეთ და მიზეზიც ესაა. მაგალითისთვის, ავიღოთ ყველასთვის ნაცნობი „ე კლასის”, იგივე მრგვალფარებიანი „მერსედესი”. ვიზუალურად, მისი სხვადასხვა მოდელი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძნელად გასარჩევია, იმდენად მიზერულია განსხვავება მათ შორის. არადა, ამ მოდელის თუნდაც ერთი ვარიანტი ბევრ ქვევარიანტს შეიცავს – მაგალითად, ამორტიზატორების სირბილის და სიუხეშის კოეფიციენტს. ვარიანტების ცვლასთან ერთად, იცვლება როგორც ძრავის სიმძლავრე, ასევე მანევრირებადობა და რა თქმა უნდა, კომფორტის დეტალები სალონში. ამ ტიპის ავტომობილი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება, ას კილომეტრზე ხუთ-ექვს ლიტრ საწვავს მოიხმარდეს (სწორედ ასეთ მოდელებს იყენებენ ტაქსებად გერმანიაში) და შეიძლება ყოველ ას კილომეტრზე ოცი ლიტრიც კი დასჭირდეს. (AMG-ის ტუნინგით შესრულებული მოდელები). 

კითხვა: მყავს „ოპელ კალიბრა”, 1995 წლის. ამ ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ „იქცევა” – დაბალ ბრუნებზე სიჩქარეების კოლოფიდან ხმაური ისმის, მაშინაც კი, როცა დგას და კოლოფს დატვირთვა არ აქვს. დაძვრისას, რაღაც ბრუნებამდე ხმაური გრძელდება, მაღალ ბრუნებზე ხმაური წყდება, მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ისევ იწყებს ხმაურს. თან, ყველაფერთან ერთად, ხანდახან დაძვრის დროს, თითქოს მოდების ქუროში რაღაც გაეჩხირაო და თუ კარგად დაიძრა გაურკვეველი ინტენსივობით, უფლებას არ მაძლევს, სიჩქარეებში გადავრთო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ეს სიჩქარეების კოლოფზე მეტად მოდების ქუროს დაზიანებას ჰგავს. ეგრეთ წოდებულ „ცეპლენიის პლიტას” შეიძლება, მოტეხილი ჰქონდეს რამდენიმე ფრთიდან ერთ-ერთი, რომელიც, სავარაუდოდ, მოდების ქუროსთან ჩავარდა და სწორედ ეს ნაწილია დაბალ ბრუნებზე რომ ხმაურობს. მაღალ ბრუნებზე კი ერთ რომელიმე მხარეს ეკრობა და აღარ ხმაურობს. სწორედ ამით აიხსნება „ცეპლენიის” არასტაბილური მუშაობაც. მოტეხილი ნაწილი ხან ისეთ ადგილას აღმოჩნდება, რომ გადაბმულობის განცალკევებას აფერხებს. რაც შეიძლება, მალე უნდა მოხსნათ მოდების ქურო და აღმოფხვრათ ეს გაუმართაობა, რადგან ის დააზიანებს ეგრეთ წოდებულ „მახავიკს” და მოდების სხვა დეტალებს. ის კი არა, ამან შეიძლება, სიჩქარეების კოლოფის დაზიანებაც კი გამოიწვიოს, რადგან გაუთიშავი „ცეპლენიით” სიჩქარეში გადართვა, სიჩქარეების კოლოფის დეტალებს იოლად აზიანებს. 

 

скачать dle 11.3