კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემმა საგოვანამ თითქოს მოიწყინა და ფოთლებიც დაბლა დაუშვა. რით გამოვაცოცხლო?

პასუხი: იმისთვის, რომ მას ახალი ფოთლები ამოუვიდეს და მიძინებულს აღარ ჰგავდეს, საჭიროა, კაშკაშა სინათლეზე დადგათ. საერთოდ, ეს მცენარე ზამთრის ბაღში ყველაზე უკეთ ხარობს. კარგად იზრდება 7-18 გრადუსზე, მშრალ გარემოში კი რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

კითხვა: ციმბიდიუმი უეცრად დამილპა, რა მიზეზით შეიძლებოდა დამართოდა ეს?

პასუხი: ეს ორქიდეა ერთ-ერთი ყველაზე იოლად გასაზრდელი ოთახის მცენარეა. ალბათ, წყალი გადაჭარბებით დაასხით ან ყვავილები დაგისველდათ და ამან გამოიწვია მცენარის ლპობა. მას ზედმეტი წყალი ვნებს, ზაფხულშიც კი, მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება.

კითხვა: ჩემს ნოლინას ქოთანში წყალი ჩაუგუბდა. შეიძლება, რომ ამან მცენარეს რამე ავნოს?

პასუხი: რა თქმა უნდა, ადვილი შესაძლებელია, რომ წყლის ჩაგუბებით მცენარეს ფესვები დაულპეს. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ნოლინა კარგი დრენაჟის მქონე მიწაში ჩარგათ და, რაც მთავარია, სინათლე არ მოაკლოთ.

კითხვა: რით შევუწყო ხელი ცინერარიას, რომ კარგად იყვავილოს?

პასუხი: უპირველესად, ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს, რადგან, მიწის გამოშრობა საგრძნობლად ამცირებს ყვავილობის პერიოდს. ცინერარია ტენსა და სიგრილეში მეტხანს ყვავის. დამატებითი კვება არ სჭირდება, რადგან დაყვავილების შემდეგ ის უნდა გადააგდოთ. ამ მცენარეს ადვილად აზიანებენ ფოთლის პარაზიტები.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს პლატიცერიუმს?

პასუხი: პლატიცერიუმს უყვარს კაშკაშა სინათლე, თუმცა, თუ მაღალ ტენიანობას ვერ უზრუნველყოფთ, მოარიდეთ მზეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი. მასზე ნაკლები, მცენარეს დააზიანებს.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ სანსევიერა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში სანსევიერას მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი – პირიქით, მიწას შეშრობა აცალეთ და იშვიათად მორწყეთ. მცენარის გულში წყალს ნუ ჩაასხამთ. სიცივისა და ბევრი წყლისგან სანსევიერას, შეიძლება, ძირში დაულპეს ფოთლები. მას არ მოსწონს ბევრი წყალი. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე. იზრდება ნელა და გადარგეთ 2-3 წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე.

კითხვა: როგორი ადგილი მოსწონს „ვენერას ქოშს”?

პასუხი: ეს მცენარე მზეს მოარიდეთ და ოდნავ ჩრდილიან ადგილას დადგით. მისთვის კარგია ნაკლებად განათებული ოთახი. რაც შეეხება მის ტემპერატურას, ზამთარში იტანს 13 გრადუსს. დაყვავილების შემდეგ ტემპერატურის 3-4 გრადუსით შემცირება ხელს უწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას.

 

скачать dle 11.3