კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა არასრულწლოვანი გერისა და მისი მამინაცვლის დაპირისპირების მიზეზი და როგორ გაუსწორდა მას გოგონა

51 წლის  ტარიელ  მ-ძე საკუთარ სახლთან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეზობელმა აღმოაჩინა. მამაკაცს  სახესა და ტანზე ბასრი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო – შოკურ მდგომარეობაში მყოფი ტარიელ  მ-ძე ამ ამბავს შესწრებულმა მამაკაცმა სხვა მეზობლების დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.   

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველებმა, უპირველესად,  ის მეზობელი დაჰკითხეს, რომელმაც შოკურ მდგომარეობაში მყოფი ტარიელ მ-ძე საავადმყოფოში მოათავსა. 54 წლის ვარლამ ყ-შვილმა მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა: „საღამოს ათი საათი იქნებოდა, სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. კერძო დასახლებაში ვცხოვრობ, სახლამდე მოკლე გზა მიტოვებული საბავშვო სახლის ნანგრევებზე გადის. იქვე, ახლოს სახლებია, შესაბამისად, ეზო იმ სახლების შუქით ნათდება და იქ გავლა საშიში არ არის. ეზოს კიდეში „ბესედკაა”. „ბესედკას“ რომ მივუახლოვდი, ძირს მამაკაცი შევნიშნე. ვიფიქრე, ვინმე ალბათ, ცუდად გახდა-მეთქი და საშველად ახლოს მივედი.  მაშინვე ვიცანი მეზობლად მცხოვრები ტარიელი. შევანჯღრიე და დავინახე, რომ სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. დაჭრილი მივატოვე და მისი სახლისკენ გავიქეცი, ვიფიქრე,  ოჯახის წევრებისთვის გამეგებინებინა ეს  ამბავი.  სახლში რომ მივედი, ტარიელის ცოლი, მარინა  ისეთი მთვრალი დამხვდა, ვერაფერი გავაგებინე. მაშინვე მეზობლებს დავუძახე, მათი დახმარებით სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელთაც დაჭრილი მამაკაცი  საავადმყოფოში მოათავსეს.”

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს დანაშაულის იარაღი – მინის ნაჭერი, რომელზეც დაჭრილის სისხლის კვალი იყო. წინასწარი მოკვლევით, მამაკაცს სახეზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალიც და სავარაუდოდ, მასზე თავდასხმა ფიზიკური ანგარიშსწორებით მოხდა.

როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით გახდა ცნობილი, 51 წლის ტარიელ მ-ძე ბაზრობაზე მტვირთავად მუშაობდა. ის ბინაში, რომლის საიხლოვესაც დაჭრილი აღმოაჩინეს დაახლოებით ათი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც მარინა ჭ-შვილი შეირთო ცოლად. მათთან ერთად ცხოვრობდა მარინას შვილი პირველი ქორწინებიდან – 15 წლის მარი მ-ძე. მეზობლების განცხადებით, ამ ოჯახიდან ძალიან ხშირად ისმოდა ჩხუბის და დაპირისპირების ხმა. სკანდალი ხან  ცოლ-ქმარს შორის ხდებოდა, ხან დედა-შვილს, ხან კი გერსა და მამინაცვალს შორის. ოჯახის ყველა წევრი ალკოჰოლს ეტანებოდა. შესაბამისად, ოჯახური კონფლიქტებიც რეგულარული იყო. მარი მ-ძე დედას და მამინაცვალს ხშირად ახსენებდა, რომ პატარა ასაკში ბავშვთა სახლში დატოვეს და ყურადღებას არ აქცევდნენ. 

გამოძიების მასალებით, იმ დღეს, როცა ტარიელ მ-ძე სახლთან დაჭრილი იპოვეს, ოჯახური კონფლიქტი დედას და შვილს შორის დაიწყო, რაშიც მოგვიანებით, მამინაცვალიც ჩაერთო. ამის შესახებ სამართალდამცველებს ჩვენება მარინა ჭ-შვილმა მისცა. მისი განცხადებით, მარი მამინაცვალს მოკვლით ადრეც ბევრჯერ დაემუქრა. ამონაწერი მარინა ჭ-შვილის ჩვენებიდან: „მარის ჩემს მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. რამდენჯერმე ისე იჩხუბეს, რომ ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. იმ დღეს, როცა ტარიელი დაჭრილი იპოვეს, მე და ჩემმა შვილმა ვიჩხუბეთ.  ტარიელი ამას მოგვიანებით შეესწრო. მე ნასვამი ვიყავი და დამეძინა, შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მეზობლებმა მაშინ გამაღვიძეს, როდესაც ტარიელი უკვე საავადმყოფოში იყო”.           

სამართალდამცველები დილამდე ეძებდნენ ოჯახიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც სავარაუდოდ, მომხდარის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, ვიდრე დედამისს.  მარი მ-ძემ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ პირველი ინფორმაცია მოგვიანებით მიაწოდა. მან აღიარა, რომ მამინაცვალს სასტიკად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის დეტალების შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცა თავად დაზარალებულმაც, რომელმაც დანაშაულში ბრალი საკუთარ გერს დასდო.  ამონაწერი მარი მ-ძის აღიარებითი ჩვენებიდან: „ბოლო პერიოდში ტარიელთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. რამდენჯერმე წავასწარი, როგორ სცემდა დედაჩემს, რაზედაც ძალიან  გავბრაზდი.  ჩემს ცხოვრებაშიც უხეშად ერეოდა. როცა პატარა ვიყავი, მაწამებდა, მერე და მერე უფრო ვუძალიანდებოდი.  რამდენიმე დღის წინ  ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ქუჩაში შეურაცხყოფა მომაყენა. იმ დღეს, ეს ამბავი რომ მოხდა, საღამოს სახლში დაქალის დაბადების დღიდან მივედი. ცოტა ნასვამი ვიყავი. დედაჩემი და მისი მეუღლეც ნასვამები  დამხვდნენ. ტარიელი ამიხირდა და ჩხუბი დამიწყო. ბევრი მოვუთმინე. მერე დედა დასაძინებლად დაწვა, მეც დაწოლას ვაპირებდი, მაგრამ ტარიელი ოთახში შემომივარდა და ლანძღვა დამიწყო.  უკვე გახდილი ვიყავი, მაგრამ ჩავიცვი და ეზოში გავედი. ტარიელი ეზოშიც გამომყვა, ჩხუბი დამიწყო. ძალიან ცუდ სიტყვებს მეუბნებოდა. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ჩხუბით გავედით  ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში. ტარიელი თმაში მწვდა და ძირს დამაგდო. ძალიან გავმწარდი, სახეში ფეხი ჩავარტყი. ძალიან მთვრალი იყო და ძირს დავარდა. კიდევ  რამდენჯერმე დავარტყი სახეში. უცებ გონება გადამეკეტა, ვერც კი ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი – იქვე მინის ნატეხი დავინახე, ავიღე და ტარიელს  სახე  და მთელი ტანი დავუსერე. ისეთი მთვრალი იყო, წინააღმდეგობას ვერ მიწევდა. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი – უფრო და უფრო აღგზნებული ვუსვამდი ჩემს მამინაცვალს სახეზე მინის ნატეხს. სისხლის დანახვაზე გამოვფხიზლდი, იქაურობა მივატოვე და ჩემს მეგობართან წავედი.       

აღიარებითი ჩვენების შემდეგ, სამართალდამცველებმა მარი მ-ძე დააკავეს. სასამართლომ გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც არსრულწლოვანი გოგონას მიერ ჩადენილ დანაშაულს ახლდა, ასევე, მისი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და მარი მ-ძეს მამინაცვლისთვის, ტარიელ მ-ძისთვის სხეულის დაზიანების მიყენებისთვის, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

скачать dle 11.3