კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ გახდა იური მეჩითოვის ბაბუა სტალინის მშობლების ქორწილში ხელისმომკიდე

ხელოვან იური მეჩითოვის შემოქმედებას ყველა კარგად იცნობს. თუმცა, ის, რომ მისი დიდი ბაბუა დიდი სტალინის მშობლების მეგობარი და მეჯვარე იყო, საზოგადოებისთვის უცნობია. როგორც თავად ამბობს, ეს ამბავი თავადაც გადმოცემით, ბაბუისა და მამისგან იცის.  ასევე, როგორც თავად ამბობს, სტალინის შესახებ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, არსებობს ცხოვრების დეტალები, რომელიც მხოლოდ საახლობლო წრისთვის იყო ცნობილი და ის ბელადის სულ სხვა ხასიათზე მეტყველებს.

 

– ბატონო იური, თქვენს ხელოვნებას კარგად ვიცნობ, მაგრამ თუ სტალინის ნათესავიც იყავით, ეს ნამდვილად არ ვიცოდი.

– სტალინის ნათესავი რამდენად ვარ, ვერ გეტყვით, თუმცა, ჩემი ბაბუა მისი მშობლების ქორწილში რომ ხელისმომკიდე გახლდათ, ეს ფაქტია. ზოგადად, მეჩითოვები, ქართლიდან ვართ. არის ასეთი სოფელი – ზერტი, რომელიც სამაჩაბლოსთან ახლოს მდებარეობს და სადაც მეჩიტიშვილები და მეჩიტაშვილები ცხოვრობენ. მე არ ვარ იქ ნამყოფი და სულ მინდა, ჩავიდე და გავიცნო იქაურები. აი, სწორედ იქ არის ჩემი გვარის ფუძე. სხვათა შორის, მამაჩემი სულ ამბობდა, ჩვენი გვარი – მეჩიტიშვილი დავიბრუნოთო. სამი ძმა ვართ. მე და უმცროსი ძმა მეჩითოვები ვართ, შუათანა ძმა კი მეჩიტიშვილის გვარს ატარებს. ასე რომ, მეჩითოვები არ ვართ შემთხვევითი ხალხი, ძირძველი ქართველები ვართ, ქართლელები (იცინის).

– თქვენ რატომ არ გადაიკეთეთ, ანუ დაიბრუნეთ ძველი გვარი?

– მე ყველა მეჩითოვად მიცნობს და რატომ უნდა გადავიკეთო? ბოლოს და ბოლოს, ბალანჩინმა არ გააკეთა ეს და არ გადავიდა ბალანჩივაძეზე (იცინის). ხალხი მეჩითოვად მიცნობს და ასე რომ, არც კი მიფიქრია ამაზე. რაც შეეხება ჩემს დიდ ბაბუას – გლახო ზახაროვს, იგივე მეჩითოვს, ის ნამდვილად იყო სტალინის მშობლების – ბესარიონისა და ეკატერინეს, იგივე კეკეს ხელისმომკიდე ქორწილში. გლახო მათი კარის მეზობელი ყოფილა. ცხოვრობდნენ, სადაც ახლა სტალინის სახლი დგას გორში. მჭიდრო დასახლება ყოფილა და სწორედ იქ მდგარა სახლები. კარის მეზობელი რომ იყო, ფაქტია, ახლოსაც იქნებოდა და ამიტომაც, დაიყენეს გვერდით ქორწილში. გლახოს შვილები, ანუ პაპაჩემი და მისი ძმები კი, სტალინთან ერთად გაიზარდნენ, ერთად თამაშობდნენ. თავის დროზე, ის სახლები რომ დაანგრიეს და დაიწყო მოსახლეობის სხვადასხვა ადგილას გადასახლება, სტალინი უკვე კრემლში იჯდა. პაპაჩემის ძმები ხუმრობდნენ თურმე: მოდი, მივწეროთ მოსკოვში სტალინს, იქნებ შორს არ გადაგვასახლოს და აქვე, უკეთეს ადგილას დაგვასახლოს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ახლობელიაო. ერთი დაფიქრებულა და სიცილით უთქვამს ძმისთვის: მოიცა, კაცო, ისიც არ გაახსენდეს, ბავშვობაში რომ ვცემდით და ვაპანჩურებდით და სულ არ გაგვაციმბიროს, ჯობია, გავჩუმდეთო (იცინის). სტალინის შესახებ უამრავი ფაქტი არსებობს, ბევრს წერდნენ და წერენ ახლაც, მაგრამ ისეთი ფაქტები, მე რომ გადმოცემით ვიცი, არსად დაწერილა და არც თქმულა. ჩემი დიდი ბაბუა რომ ხელისმომკიდე იყო და პაპები ბელადის მეგობრები ბავშვობაში, ეს ნამდვილად ვიცი. 

–  კიდევ რას იხსენებდნენ ბაბუები სტალინის შესახებ?

– მე ძალიან პატარა, რვა წლის ვიყავი, როცა ისინი გარდაიცვალნენ. მე თუ რაიმე ვიცი, მამის გადმოცემით. მამაც ამას ადასტურებდა, რაზეც მე ზემოთ გესაუბრეთ. 

– რაიმე ნივთი ხომ არ გაქვთ შემორჩენილი, რომელიც სტალინის დედ-მამამ ბაბუას უსახსოვრა?

– სამწუხაროდ, ძველ ნივთებს არ ვიტოვებდით სახლში. თუმცა, შესაძლოა, მათი ნაჩუქარი რაიმე ნივთი, ნამდვილად ინახებოდა ჩვენთან. ამას არც მივაქცევდით ყურადღებას. სხვათა შორის, სტალინი, წელიწად-ნახევარი მუშაობდა ობსერვატორიაში, რომელიც, თბილისში, კერძოდ, პლეხანოვზე მდებარეობდა. შემდეგ მისი მემორიალური ოთახიც კი იყო იქ, მის პატივსაცემად. აი, იქ ინახებოდა მისი ნივთები. იქ ის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ტემპერატურას ზომავდა. თურმე, პატიოსანი მუშაკი იყო და მოკრძალებულ ხელფასს იღებდა. რომ ამბობენ, ის მხოლოდ ბოროტმოქმედი იყოო, არასწორია. მან სერიოზული ცხოვრების გზა გაიარა და თუ არ იცი მისი ცხოვრების დეტალები, მარტო ტირანის იარლიყის მიწებება, უბრალოდ, უხერხულია. არის ხალხი, რომელსაც ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები დაუხვრიტეს 1937 წელს და მათთვის სტალინი, ტირანია. მაგრამ, არის ოჯახები, ვისაც ეს არ შეხებია, კარგად იცის იმ წყობის და რეჟიმის შესახებ, რაც მაშინ იყო და სულ სხვა აზრი აქვს. ასე რომ, თუ კარგად არ ერკვევი ამ ამბებში, ერთი ხელის მოსმით ადამიანზე აზრის გამოტანა, რთულია და სადავო. 

– თქვენი გვარიდან, თუ იყო რომელიმე 1937 წელს დაპატიმრებული ან გადასახლებული. თუ ამაშიც დიდი ბაბუის ახლობლობამ გაჭრა?

– ჩემი გვარიდან არავინ ყოფილა 1937 წელს არც დაპატიმრებული და არც გადასახლებული და ამაში სტალინის ახლობლობა არაფერ შუაშია. ალბათ, პატიოსანი ხალხი იყო, არაფერში გარეულან და არაფერს აშავებდნენ. სტალინის ოჯახთან ახლობლობას არ უთამაშია ამაში არანაირი როლი. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით სტალინის შესახებ. კერძოდ, სტალინი ბოლოს საქართველოს 1951 წელს ესტუმრა. ოქტომბერი იყო, წყალტუბოში ისვენებდა, იქიდან ჩასულა გელათში. შემოუვლია გელათი და უთქვამს: მინდა, ჩემი ცხოვრების ბოლო წლები გელათში გავატარო, აქ მინდა, ავიშენო ორსართულიანი სახლიო. სხვათა შორის, ამ სახლის პროექტიც არსებობდა. თუმცა, ვერ მოესწრო, რადგან 1953 წელს გარდაიცვალა და ეს მისი სურვილი, სურვილად დარჩა. სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა: მამა – მიხეილ ჭიაურელი იყო ჩასული კრემლში. აღდგომა დღე დაემთხვა. უსაუბრიათ და ბოლოს, რომ დამშვიდობებია და წამოსულა, კარებში სტალინს შეუჩერებია. მისთვის ჯიბეში რაღაც ჩაუდევს, თან უთქვამს, ახლა ამას ნუ ნახავ, აქედან რომ გახვალ, მერე ნახეო. იცით რა ჩაუდო სტალინმა მიხეილ ჭიაურელს ჯიბეში? წითლად შეღებილი კვერცხი. ასევე, მოსკოვის საზღვარს რომ მოადგა გერმანიის ჯარი, მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინს უბრძანებია, ხატი თვითმფრინავში ჩაასვენეთ და მოსკოვს ზემოდან შემოატარეთო. ასე რომ, მასში არა მარტო ტირანის, მართლმადიდებლის ბუნებაც ჭარბი იყო. 

– სტალინის ნათლია თქვენი დიდი ბაბუა ხომ არ იყო?

– ნამდვილად არ ვიცი, ჩემი დიდი ბაბუა იყო თუ არა სტალინის ნათლია, მაგრამ ქრისტიანი  რომ იყო და ის, რაც მოგიყევით, ნამდვილი ფაქტებია, ამას ვერავინ უარყოფს.

– როგორც ვიცი, ერთ-ერთმა უცხოელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი სტალინის შესახებ, სადაც თქვენც მონაწილეობთ. რა როლი გქონდათ ამ ფილმში?

– დიახ, ავსტრიელმა რეჟისორმა, 1999 წელს გადაიღო ფილმი, რომელსაც ჰქვია „სტალინი – წითელი ღმერთი”. ამ ფილმში ხაზი გაესვა სტალინის დამოკიდებულებას რელიგიისადმი. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გახლავთ. მე ამ ფილმში სტალინის მამას ვთამაშობდი. „აზიაცკები” მეცვა და ხმამაღლა ვყვიროდი, ვიგინებოდი. ასე რომ, სამი კვირა ვიყავი პატარა სტალინის მამა (იცინის). 

 

скачать dle 11.3